თავი 3: თანასწორობა – უმცირესობები და უმრავლესობა
Living Democracy » Textbooks » ვიზრდებით დემოკრატიულ საზოგადოებაში » თავი 3: თანასწორობა – უმცირესობები და უმრავლესობათავი 3: ძირითადი ცნება – „თანასწორობა“ (დაწყებითი საფეხურისათვის)
ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: როგორ ავამაღლოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ინფორმირებულობის დონე უმცირესობებისა და უმრავლესობის შესახებ
„ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“ – ევროპაში ძალიან გავრცელებულ გამოთქმას წარმოადგენს. იგი გამოხატავს დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: „ზოგიერთ ადამიანთან ბევრი საერთო მაქვს, მაშინ როცა ზოგიერთთან თითქმის არაფერი მაკავშირებს. თუმცა ჩვენ გაგვაჩნია საერთო მახასიათებლებიც, უმეტესობა მახასიათებლებისა, განსხვავებული გვაქვს. ჩემი პიროვნების ზოგიერთი მახასიათებლის მიხედვით, მე უმრავლესობას ვეკუთვნი, ზოგიერთი მახასიათებლის მიხედით – უმცირესობას“. როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს ვაცნობთ უმრავლესობისა და უმცირესობის ცნებებს, საჭიროა, საკუთრივ ამ ტერმინების ახსნაც მივაწოდოთ მათ. ზოგადად, უმცირესობა წარმოადგენს ქვეყნის შიგნით არსებულ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც ქვეყანაში მაცხოვრებელი მოსახლეობის უმრავლესობისაგან განსხვავებული პიროვნული და კულტურული მახასიათებლები გააჩნიათ. უმეტესობა შემთხვევაში, უმცირესობა გარკვეული ტერიტორიული ერთეულის (მაგალითად, რეგიონის) ფარგლებს შიგნით, დემოგრაფიული დაჯგუფების სახით არსებობს, მაგრამ, შესაძლებელია მისი წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით იყვნენ გაფანტული ან ქვეყნის საზღვრების გასწვრივ ცხოვრობდნენ. უმცირესობათა ის მახასიათებლები, რომლებიც მათ უმრავლესობისაგან განასხვავებს, ძალიან ხშირად არის ენა, ეთნიკური წარმომავლობა ან რელიგია, მაგრამ შესაძლებელია მათ ჰქონდეთ განსხვავებული მორალური შეხედულებები, გენდერული იდენტობა ან სოციალური სტატუსი.
ტერმინი უმცირესობა ზოგადად აღნიშნავს რაიმე საერთო ნიშნის მატარებელ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც რაოდენობრივად სჭარბობს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამ ნიშნით მათგან განსხვავებულები არიან. აქედან გამომდინარე, ზოგადად, უმცირესობები, ძირითადად, წარმოადგენენ ეთნიკურ ან ეროვნულ უმცირესობებს.
ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ იქნა კანონები უმცირესობათა უფლებების შესახებ. ეს უფლებები დაცულია სხვადასხვა დონეზე. ევროპის საბჭოს გააჩნია ორი მძლავრი ინსტრუმენტი უმცირესობათა უფლებების დასაცავად, ესენია: ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო-კონვენცია (ETS No. 157, რომელიც 1995 წელს იქნა მიღებული) და რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია (ETS No. 148, რომელიც 1992 წელს იქნა მიღებული).
1992 წელს, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, ასევე, მიღებულ იქნა დეკლარაცია იმ პირთა უფლებების შესახებ, რომლებიც ეკუთვნიან ეროვნულ ან ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივ უმცირესობებს. 1988 წელს, ტოკიოში, საფუძველი ჩაეყარა დისკრიმინაციისა და რასიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო მოძრაობას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და რასიზმის გამოვლინებების არსებულ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება. დისკრიმინაციისა და რასიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო მოძრაობა იცავს არაპრივილეგირებული ჯგუფების უფლებებს.
უმეტესობა შემთხვევაში, ტერმინი „უმცირესობა“ გულისხმობს ადამიანების ჯგუფს, რომლებიც შემდეგი მახასიათებლების მატარებელი არიან:
- სახელმწიფოს მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან შედარებით მცირერიცხოვანი;
- ქვეყანაში არ სარგებლობენ დომინანტური სტატუსით;
- გააჩნიათ საერთო მახასიათებელი, როგორიცაა ეთნიკურობა, რელიგია და ენა;
- გააჩნიათ სოლიდარობის გრძნობა ან აიგივებენ საკუთარ თავს უმცირესობასთან.
უმცირესობათა კატეგორიებად დაყოფა მარტივი არ არის. უმცირესობათა ყველაზე მეტად გავრცელებულ კატეგორიებს წარმოადგენს:
- ეროვნული ან ეთნიკური უმცირესობები: ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც სახლობენ ადამიანთა სხვა ჯგუფებით დომინირებულ ტერიტორიაზე, ქვეყნის შიგნით.
- ენობრივი უმცირესობები: ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მეტყველებენ ქვეყნის უმრავლესობის ენისაგან განსხვავებულ ენაზე.
- რელიგიური უმცირესობები: ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის უმრავლესობისაგან განსხვავებული აღმსარებლობის არიან, მაგალითად, როგორიცაა პროტესტანტები ირლანდიაში, ქრისტიანები საუდის არაბეთში, ან მუსულმანები დანიაში ან გერმანიაში.
- სექსუალური უმცირესობები.
- ასაკოვან ადამიანთა ჯგუფები (უმცირესობები).
- ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფები (უმცირესობები).
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებთან უმცირესობებსა და უმრავლესობების შესახებ საუბრისას, აუცილებელია მათ გააცნოთ ეს ძირითადი მახასიათებლები. მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი უმცირესობათა და უმრავლესობათა ფუნქციისა და სტატუსის ანალიზი. უმცირესობათა ცნება ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის სიახლეს არ წარმოადგენს. სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოზარდებს ხშირად უწევთ იმის გარკვევა, „ეკუთვნიან“ თუ „არ ეკუთვნიან“ უმცირესობას.
ამ კონტექსტში, უმცირესობის დეფინიცია დამოკიდებულია სკოლაში მოსწავლეების რაგვარობაზე. სწორედ აქედან გამომდინარე, წინამდებარე გაკვეთილების სერია იწყება მოსწავლეების ყოველდღიური გამოცდილებით, რომელიც უმცირესობისა და უმრავლესობის საკითხს უკავშირდება (გაკვეთილები 1, 2 და 3). შემდეგ ეტაპზე ხდება უფრო ფართო საზოგადოებაში არსებული უმრავლესობისა და უმცირესობების საკითხზე გადასვლა და სხვადასხვა ჯგუფის იდენტიფიცირება (გაკვეთილი 4). ის, თუ რა დონეზეა შესაძლებელი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სტატუსის ანალიზი, დამოკიდებულია მოსწავლეების მიერ საკითხის განხილვის სიღრმეზე, მოსწავლეების მოტივაციასა და კლასის ზოგად აკადემიურ მოსწრებაზე. ყველა უმცირესობა არაპრივილეგირებული როდია. ჩვენს საზოგადოებებში არის მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც მეტად დომინანტური სტატუსით სარგებლობენ. მასწავლებლის ამოცანა მდგომარეობს ამ საკითხის შესახებ დებატების ინიცირებაში.
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შედეგი სურათი გვაქვს:
კომპეტენცია … |
||
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა | … მეთოდის გამოყენება | … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება |
*** | ** | ** |
დამხმარე ინსტრუმენტები | |
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები, მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით. | |
0 | ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში |
0 | ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში |
X | ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა |
0 | გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება |
X | გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა |
0 | პოსტერების შექმნა |
0 | გამოფენების მოწყობა |
0 | პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა |
0 | პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით |
0 | საგაზეთო სტატიების დაწერა |
0 | წარმოდგენების გამართვა |
0 | დებატების წარმოება |
თავი 3: თანასწორობა
უმცირესობები და უმრავლესობა
როგორ ავამაღლოთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ინფორმირებულობის დონე უმცირესობებისა და უმრავლესობის შესახებ
გაკვეთილის თემა | სწავლის მიზნები | მოსწავლის ამოცანა | რესურსები | მეთოდები |
გაკვეთილი 1: ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი |
მოსწავლეები სწავლობენ, როგორ შეიცნონ და მიიღონ ერთმანეთი, როგორც ჯგუფის წევრები. მოსწავლეები აღმოაჩენენ, თუ რა აქვთ მათ საერთო, რაზეც ადრე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. მათ უყალიბდებათ განსხვავებებისადმი სწორი დამოკიდებულება და სწავლობენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში. | მოსწავლეები ეცნობიან მთელ რიგ მახასიათებლებს, სათითაოდ. ისინი ფიქრობენ და ასკვნიან, გააჩნიათ თუ არა მათ თითოეული მოცემული მახასიათებელი. მას შემდეგ, რაც ისინი ამოიცნობენ მათთვის დამახასიათებელ მახასიათებლებს და მახასიათებლებს, რომლებსაც მათი თანაკლასელები ფლობენ, ისინი მსჯელობენ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. | ცარცი ან გრძელი ლენტი, იატაკზე ხაზის გასავლებად. | ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა. |
გაკვეთილი 2: სამართლიანია? |
მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სკოლაში არსებულ სიტუაციას, შესვენებების პერიოდში სხვა მოსწავლეებზე დაკვირვების საშუალებით. | მოსწავლეები ახორციელებენ კვლევას სკოლის სათამაშო მოედანზე, ითვლიან რა იმ მოსწავლეების რაოდენობას, რომლებიც სხვადასხვა სახის აქტივობებში არიან ჩართული. ისინი ინიშნავენ შედეგებს და ინტერვიუებს იღებენ იმ მოსწავლეებისაგან, რომლებიც არ არიან ჩართულნი არც ერთ აქტივობაში. | მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცელის ასლები, მათზე დატანილი შენიშვნების გასაკეთებელი ცხრილით, სკოლის სათამაშო მოედანზე ჩანაწერების გასაკეთებლად, კალმები. | ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში მუშაობა. |
გაკვეთილი 3: სამართლიანია? |
მოსწავლეები აჯამებენ მათ მიერ შეგროვილ მონაცემებს და აანალიზებენ გამოკითხვისა და ინტერვიუების შედეგებს და სათანადო დასკვნები გამოაქვთ მათზე დაყრდნობით. მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს, მათ სკოლაში არსებული უმცირესობათა და უმრავლესობათა ჯგუფების შესახებ. | მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეკრებენ ყველა მონაცემს და დააჯგუფებენ მათ, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი ნიშნით, ისინი მუშაობენ შედეგებზე, აწარმოებენ შედეგების ანალიზსა და ინტერპრეტირებას. მოსწავლეები ადგენენ სტატისტიკას და შედეგებით წარსდგებიან კლასის წინაშე. | წინა გაკვეთილზე გაკეთებული ჩანაწერები, მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცელის ასლები, მათზე დატანილი სტატისტიკური ცხრილით, ფერადი ფანქრები, პოსტერები, წებო. | ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში მუშაობა, პრეზენტაცია. |
გაკვეთილი 4: ძალაუფლების მატრიცა |
იმართება საერთო საკლასო განხილვა, რომლის დროსაც, მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს იმის შესახებ, რომ მათ ქვეყანაში წარმოდგენილია როგორც უმცირესობათა, ასევე უმრავლესობათა ჯგუფები. ისინი აცნობიერებენ, რომ გარიყულობის შეგრძნება შესაძლებელია შედეგი იყოს არა მხოლოდ იმისა, თუ როგორ აღიქვამენ საზოგადოების წევრები პიროვნებას, არამედ აგრეთვე იმისა, თუ როგორ აღიქვამენ პიროვნებას მისი საკუთარი ჯგუფის წევრები. | მოსწავლეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ბარათებს, რომლებზეც ასახულია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, ამათგან ზოგი ჯგუფი უმცირესობას განეკუთვნება, ზოგი – უმრავლესობას. მოსწავლეებმა უნდა დაახარისხონ ბარათები იმის მიხედვით, მასზე ასახული ჯგუფები, მათი თვალსაზრისით, უმცირესობას განეკუთვნებიან თუ უმრავლესობას. ჯგუფებს მათ უნდა დაურთონ ბარათები, შეფასების სიმბოლოებით. იმართება საერთო საკლასო განხილვა, რომლის დროსაც მოსწავლეები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ჯგუფის წევრებზე იმას, უმცირესობას მიეკუთვნება იგი, თუ უმრავლესობას. | ბარათები სიტყვებით, ბარათები შეფასების სიმბოლოებით. | საერთო საკლასო განხილვა. |
- გაკვეთილი 1: ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი
We accept each other in a group...
- გაკვეთილი 2: სამართლიანია?
Minorities and majorities in the school playground...
- გაკვეთილი 3: სამართლიანია?
Minorities and majorities in the school playground...
- გაკვეთილი 4: ძალაუფლების მატრიცა
უმცირესობები და უმრავლესობა ჩვენს ქვეყანაში სწავლის მიზნები იმართება საერთო საკლასო განხილვა, რომლის დროსაც მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს იმის შესახებ, რომ მათ ქვეყანაში წარმოდგენილია...