წიგნში გამოყენებული ძირითადი ცნებები

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » შესავალი » წიგნში გამოყენებული ძირითადი ცნებები

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ  სწავლების ძირითადი ცნებები: რა უნდა ჰქონდეს გააზრებული აქტიურ მოქალაქეს

ორიენტირებულია რა ცნებებზე, ამ წიგნში ვიყენებთ კლასიკურ დიდაქტიკურ მიდგომას. მიუხედავად იმისა, რომ ცნებები თეორიიდან გამომდინაროებს, სწავლასა და სწავლებაში ცნებები სისტემურ თეორიულ ჩარჩოს არ ქმნიან. ცნებების შერჩევა იმიტომაა საჭირო, რომ ისინი მოსწავლისათვის სასარგებლო საშუალებას წარმოადგენენ.

ცნება სტრუქტურირებულ შემეცნებით სქემას იძლევა, რაც მოსწავლეს ახალი ინფორმაციის არსებულ კონტექსტთან დაკავშირებასა და მის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება (კონსტრუქტივისტული სწავლა). ეს განსაკუთრებით იმ ფაქტებსა და რიცხვებს ეხება, რომელთა ზეპირად დასწავლაც მოსწავლეებს ცნებების გამოუყენებლობის შემთხვევაში მოუწევდათ.  ასევე, ცნებები ადამიანს ეხმარება გაზეთის კითხვისას ან ახალი ამბების მოსმენისას იმდენად, რამდენადაც საკითხი მნიშვნელოვანი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რაიმე ცნებას უკავშირდება, მაგ. როგორებიცაა, მაგალითად: დემოკრატია, ძალაუფლება, კონფლიქტი, პასუხისმგებლობა. ასე რომ, ცნებები ინფორმირებული მოქალაქის განათლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცნებების მნიშვნელოვნება მხოლოდ შემეცნებითი ცოდნის სტრუქტურირებით არ შემოიფარგლება; მათი გამოყენება საჭიროა ღირებულებებისა და უნარების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის. ამ წიგნში წარმოდგენილი მასალები ყოველივე ზემოთქმულის დადასტურებაა.

მოსწავლეები, რომლებიც შეკითხვებს წიგნში განმარტებული ცნებების მიხედვით დასვამენ, უფრო მომზადებულები იქნებიან ახალ ინფორმაციასთან და ახალ პრობლემებთან სამუშაოდ (მთელი ცხოვრების მანძილზე განათლება). ცნებებზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს შემდგომი აკადემიური განათლებისთვისაც ამზადებს, როცა მათ კონკრეტული თეორიების განვითარება უნდა შეძლონ, რომლებიც ახალ ცნებებს ჩაუყრიან საფუძველს.

როგორ ესმით და როგორ იყენებენ მოსწავლეები ახალ ცნებებს?

სწავლა და მსჯელობა კონკრტულის აბსტრაქტულთან დაკავშირებას გულისხმობს. ცნებები ანალიზისა და მსჯელობის აბსტრაქტულ, განზოგადებულ შედეგს წარმოადგენენ. მოსწავლემ ცნება შეიძლება ორი მიდგომის გამოყენებით გაიაზროს. ესენია: დედუქცია და ინდუქცია. დედუქციული მიდგომა იწყება ცნებით, რომელსაც მოსწავლე ლექციიდან ან ტექსტიდან იღებს და მას კონკრეტულ პრობლემას უსადაგებს. ინდუქციური მიდგომა საწინააღმდეგო მიმართულებით ვითარდება – იწყება კონკრეტულით და ბოლოვდება აბსტრაქტულით. მკითხველი დაინახავს, რომ წინამდებარე წიგნის ავტორები, ძირითადად, ინდუქციურ მიდგომას იყენებენ.

ამ წიგნში ძირითადი ცნებების ახსნა კონკრეტული მაგალითებით იწყება. როცა მოსწავლეები მაგალითებს განიხილავენ, ისინი კითხულობენ, თუ რა ცნება  აკავშირებს და განაზოგადებს ამ მაგალითებს. მასწავლებლის გადასაწყვეტია, რა დროს მიაწოდოს მოსწავლეებს ახალი ცნება.

ცნებები მასალის გააზრების საშუალებებს წარმოადგენენ. რაც უფრო ხშირად იყენებს მოსწავლე ამა თუ იმ ცნებას, მით უფრო უკეთესად სწვდება მის შინაარსს და უკეთესად უკავშირებს მოცემულ ცნებას სხვა ცნებებსა და მაგალითებს. იმის ნაცვლად, რომ, უბრალოდ, ახალი ფაქტები დაისწავლონ, მოსწავლეებს შეუძლიათ, ახალი მასალა გარკვეულ ცნებებსა და ჩარჩოებს დაუკავშირონ.

როგორ შეიძლება მოვარგოთ ეს წიგნი კონკრეტული მოსწავლის / ქვეყნის მოთხოვნებსა და ინტერესებს?

თითოეული თავი კონკრეტულიდან აბსტრაქტულისაკენ ვითარდება. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წიგნი სწავლისა და სწავლების  სხვადასხვა საშუალებას სთავაზობს. წიგნში მოყვანილი მასალის პრაქტიკული გამოყენება უკვე ზოგადის კონკრეტიზაციას გულისხმობს, პროცესს, რომელიც მთლიანად მასწავლებელსა და მოსწავლეებზეა მინდობილი. წიგნის პრაქტიკაში დანერგვის დროს გასათვალისწინებელია მოსწავლეთა სწავლის საჭიროებები და ინტერესები, მოცემული ქვეყნის განათლების სისტემის ინსტიტუციური მოწყობის თავისებურებები და საგანმანათლებლო ტრადიციები.

წიგნის სხვადასხვა თავი პოლიტიკურ წიგნიერებას, უნარების განვითარებასა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ეხება. მაგალითები, რომლებიც წიგნშია წარმოდგენილი, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის რეალობას ან რომელიმე კონკრეტულ დროს არ უკავშირდება. უფრო მეტიც, ხშირად წააწყდებით რჩევას, რომ მოსწავლემ ან მასწავლებელმა  მისი ქვეყნის კონტექსტისათვის დამახასიათებელი მაგალითები უნდა მოიძიოს. ვთხოვთ რედაქტორებსა და მთარგმნელებს, გაითვალისწინონ ჩვენი ეს ჩანაფიქრი. თითოეული ქვეყანა თავად ავითარებს დემოკრატიის მისეულ ტრადიციებს, რომლებიც სახელმწიფოს კულტურული და სოციალური განვითარების თავისებურებებს უკავშირდება. შესაბამისად, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ტრადიციაც თითოეული ქვეყნისათვის განსხვავებულად განვითარდება. ამ ორ თემასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო საკითხების განმაპირობებელი ფაქტორები იქნება: განათლების სისტემის მახასიათებლები, პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციური ჩარჩოები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების თავისებურებები.

რომელ ძირითად ცნებებს მოიცავს ეს წიგნი?

მოყვანილი დიაგრამა გვიჩვენებს იმ ძირითად ცნებებს, რომლებიც ამ წიგნის ცხრა თავშია მოცემული.

დემოკრატია დიაგრამის ცენტრშია და მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ცნება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ყველა კონტექსტში გვხვდება. აქტიური მოქალაქეების დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ძირითადი მიზანია; ეს ცნებებიც ნათლადაა გამოყოფილი.

შემდეგი წრე მოიცავს დემოკრატიის სამ განმსაზღვრელ კომპონენტს: უფლებები, პასუხისმგებლობები და სამართლიანობა. ეს სამი ცნება ურთიერთდამოკიდებულია და  წარმატებული დემოკრატიის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საუბარია ისეთ უფლებებზე, როგორებიცაა: ხმის მიცემის, აზრის გამოხატვის, პრესის თავისუფლების, კანონთან თანასწორობის და უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებები. დემოკრატია კონკურენციას გულისხმობს. ხარისხიანი საქონლისა და მომსახურების სიმწირიდან გამომდინარე, კონკურენცია არსებობს ინტერესებს, იდეებსა და ღირებულებებს შორის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ზეგავლენის შესაძლებლობები არათანაბარია; საზოგადოებაში, ზოგადად, არათანაბრადაა გადანაწილებული რესურსები, რომლებიც ადამიანთა კეთილდღეობას უზრუნველყოფს. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის გამოსწორება პოლიტიკური საკითხია (სოციალური სამართლიანობა). მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ თავიანთ უფლებათა გამოყენება საკუთარი ინტერესების დასაცავად, მაგრამ თემი ვერ გადარჩება, თუ მის წევრებს არ აქვთ გააზრებული ერთმანეთისა და ზოგად ინტერესებზე ზრუნვის აუცილებლობა (პასუხისმგებლობა). ეს დიაგრამა ცხადყოფს, რომ ცნებები დამოუკიდებლად კი არ არსებობენ, არამედ ერთმანეთთან არიან დაკავშირებული; ცნებათა მაკავშირებლებს კი სათანადო გააზრება და დაბალანსება სჭირდება.

ცნებები, რომლებიც გარე წრეშია მოქცეული,  ძირითად ცნებებსა და ერთმანეთს სხვადასხვანაირად უკავშირდება.

ისრები კი იმ სფეროებზე მიანიშნებენ, რომლებზე მუშაობის დროსაც ამ ცნებების გამოყენება შეიძლება.  ეს სფეროებია: მორალური, სოციალური, ეკონომიკური, იურიდიული, პოლიტიკური და გარემოსდაცვითი.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ: ძირითადი ცნებები და სწავლის განზომილებები

ძირითადი ცნებები მჭიდროდ უკავშირდება სწავლის განზომილებებს. როგორც შესავალში აღინიშნა, სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლის პროცესის ინტეგრაციას სამ განზომილებაში ახდენს. ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი აჩვენებს, თუ რა პრინციპით გავაერთიანეთ თავები ნაწილებად და როგორ დაგვეხმარება წიგნში წარმოდგენილი თავები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების  შესახებ, სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საშუალებით, ისევე, როგორც სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის. წიგნში წარმოდგენილი მასალა ოთხ ნაწილად იყოფა, ესენია:

  1. პიროვნება და თემი;
  2. პასუხისმგებლობის აღება;
  3. მონაწილეობა;
  4. ძალაუფლება და უფლებამოსილება.

ამ ნაწილებში გაერთიანებული თავები მთლიან კურსს ქმნიან. პირველი ნაწილი პიროვნების ცნებით იწყება, რაც თემის ცნების განხილვაზე გადადის და შემდეგ საკითხებს მოიცავს: სოციალური თანამშრომლობა, სტერეოტიპები, მრავალფეროვნება და პლურალიზმი, პლურალიზმი და კონფლიქტი. მეორე ნაწილი თემში პასუხისმგებლობის განაწილებას უკავშირდება. მესამე ნაწილის მეშვიდე თავი (გაზეთის გამოცემა) დამოუკიდებელია. ეს თავი ყველაზე მეტად უახლოვდება თემში აქტიური პასუხისმგებლობის საკითხს. მეოთხე თავი კანონდებლობისა და პოლიტიკის საკითხებს ეხება, როგორც ზოგადად, ისე მოსწავლეთა პარლამენტის დონეზე.

თავი სახელწოდება ძირითადი ცნება სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ; სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საშუალებით; სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის.
სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახე სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საშუალებით   სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის
პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი
1 სტერეოტიპები და ცრურწმენები: რა არის თვითმყოფადობა? როგორ აღვიქვამ სხვებს და როგორ აღმიქვამენ ისინი?

თვითმყოფადობა

პიროვნება და თემი

ურთიერთგაგება

სტერეოტიპები

ცრურწმენები

პიროვნულობა და ჯგუფურობა

სხვადასხვა მიდგომის გამოყენება სტერეოტიპებისა და ცრურწმენების შეცნობა და განხილვა
2 თანასწორობა: თქვენ ჩემზე მეტი უფლებები გაქვთ?

თანასწორობა

დისკრიმინაცია

სოციალური სამართლი-ანობა

დისკრიმინაცია

საზოგადოებაში

თანასწორობა, როგორც ადამიანის უფლება

განსხვავებებისა და მსგავსებების დაფასება

დისკრიმინაციის მსხვერპლთა მიდგომის გაზიარება

დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სიტუაციების ანალიზი

მორალური მიდგომა

3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი. როგორ შეიძლება ადამიანებმა ერთად, მშვიდობიანად იცხოვრონ?

მრავალფეროვნება

პლურალიზმი

დემოკრატია

პლურალიზმი და მისი ჩარჩოები

თანაბარუფლებიანობა და განათლება

დაუცველთა ინტერესების დაცვა ადამიანის უფლებათა კონვენციების საშუალებით

შემწყნარებლობა

ყურადღების გამახვილება პრობლემებზე და არა პიროვნებებზე

დემოკრატიული დისკუსია

დებატები

მოლაპარაკება

4 კონფლიქტი. როგორ ვიქცევით, როცა არ ვეთანხმებით?

კონფლიქტი

მშვიდობა

კონფლიქტის მოგვარების ცნებები – ,,მოგება-მოგება“

სურვილები, საჭიროებები და კომპრომისები

არა ძალადობას კონფლიქტების მოგვარების ექვსსაფეხურიანი მოდელი
მეორე ნაწილი: პასუხისმგებლობის აღება
5 უფლებები,თავისუფლებები და პასუხისმგებლობები. რა უფლებები გვაქვს და როგორ ხდება ამ უფლებათა დაცვა?

უფლებები

თავისუფლებები

პასუხისმგებლობა

პირველადი საჭიროებები

სურვილები

ადამიანური ღირსება

პასუხისმგებ

ლობები და ადამიანის უფლებათა დაცვა

პირადი პასუხისმგებლობის გათვიცნობიერება ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების იდენტიფიკაცია და განხილვა
6 პასუხისმგებლობა. რა პასუხისმგებლობები გვაკისრია? პასუხისმგებლობა

იურიდიული, სოციალური და მორალური პასხისმგებლობები

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი სამოქალაქო საზოგადოებაში

მორალური მიდგომა

დილემიდან გამოსავლის პოვნა (პასუხისმგებლობათა კონფლიქტი)

პიროვნული პასუხისმგებლობის აღება
მესამე ნაწილი: მონაწილეობა
7 სასკოლო გაზეთი. როგორ იქმნება მედია?

დემოკრატია

საზოგადოებივი აზრი

ბეჭდვითი მედიის საშუალებები

ახალი ამბების განყოფილების დანიშნულება

ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლება

დაგეგმარება

ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება

კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით პიროვნული პასუხისმგებლობის აღება
მეოთხე ნაწილი: ძალაუფლება და უფლებამოსილება
8 წესები და კანონი. რა ტიპის წესები სჭირდება საზოგადოებას?

წესები და კანონი

კანონის უზენაესობა

კანონის დანიშნულება

სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი

კანონები ახალგაზრდებისათვის

კარგი კანონის კრიტერიუმები

სამართლიანი კანონების იდენტიფიკაცია კანონის პატივისცემა
9 მთავრობა და პოლიტიკა. როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველობა?

ძალაუფლება და უფლებამოსილება

დემოკრატია

პოლიტიკა

საზოგადოების მართვის ფორმები (დემოკრატია, მონარქია, დიქტატურა, თეოკრატია, ანარქია)

მთავრობის პასუხისმგებლობები

აზრისა და გამოხატვის თავისუფლება

კრიტიკული აზროვნება

დებატები

წიგნის თავების ძირითადი ცნებების მიხედვით დალაგება მასწავლებელს მეტ შესაძლებლობებს აძლევს გაკვეთილის დაგეგმვისას. მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია შემდეგ თავში მოცემული საკითხებისადმი მიდგომები შეცვალოს. ასეთი მოქნილობა ხელს უწყობს მოსწავლეთა სასწავლო საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებას.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ამ წიგნში ყველა თავი ინდუქციურ მეთოდს მიჰყვება.  სწავლის მეორე განზომილებას (დემოკრატიული ღირებულებებისა და მიდგომების განვითარება) ეძღვნება მეორე თავი – პასუხისმგებლობის აღება. ღირებულების განზომილება  ყველა თავში გვხვდება, როგორც სვეტში “სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საშუალებით“ ვხედავთ. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მესამე განზომილება (მონაწილეობა თემში – სწავლა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის) ასევე ყველა თავშია განხილული; სწავლის ამ მესამე განზომილებაზე განსაკუთრებული ყურადღება მეხუთე თავშია გამახვილებული.

გაკვეთილის გეგმები მოიცავს ინფორმაციას კონცეპტუალურ სწავლაზე. თითოეული თავის ამ ნაწილში განმარტებულია ძირითადი ცნებები და, ასევე, ის ცნებები, რომლებიც მოცემული გაკვეთილის გააზრებისათვისაა მნიშვნელოვანი.

ცნებების მოზაიკა: კონსტრუქტივისტული სწავლის მოდელი

 

ცნებების ეს მოზაიკა მთელ წიგნს ლაიტმოტივად გასდევს; ის ყველა თავის საწყის გვერდზეა. თითოეულ შემთხვევაში მოზაიკის ის ნაწილია გამოკვეთილი, რომელსაც ამ თავში განვითარებული ძირითადი ცნება უკავშირდება. სრული მოზაიკა ზემოთ წარმოდგენილი ცხრა ილუსტრაციისაგან შედგება და მისი წაკითხვა სხვადასხვაგვარად შეიძლება.

თითოეულ მოზაიკაში ტექსტი იმ ცნებაზე მიგვითითებს, რომელიც ილუსტრატორმა გრაფიკულად გამოხატა. ცხრა ნაწილის დაკავშირება იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ცნებები მრავალმხრივაა ურთიერთდაკავშირებული და ერთ მთელს ქმნიან.

მოზაიკა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ცნებათა ერთობა არის სრული და არც ერთის გამოტოვება, ან დამატება არ შეიძლება.

ეს ცხრა ცნება არ ქმნის თეორიის ან გააზრების ჩაკეტილ სისტემას. ისინი იმიტომ შევარჩიეთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. სხვა ცნებებიც საინტერესო იქნებოდა, მაგალითად, ფული, ძალაუფლება და იდეოლოგია. მოცემული წიგნი  სხვადასხვა მასალის ერთობლიობას უფრო ემსგავსება, ვიდრე ერთ თეორიას, რომელიც პრაქტიკაში უნდა დაინერგოს.  შესაბამისად, ყველანაირი ადაპტაცია და დამატება მისასალმებელია.

ამ მოზაიკას შეიძლება შევხედოთ, როგორც მოსწავლის მიერ მნიშვნელობის ჩამოყალიბების პროცესს. მნიშვნელობის ძიება სწავლის პროცესისადმი კონსტრუქტივისტულ მიდგომას წარმოადგენს. მოსწავლე ახალი ინფორმაციას იმ ცოდნას უკავშირებს, რომელსაც ის უკვე ფლობს. მნიშვნელობის ძიების პროცესში მოსწავლეები დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად ცნებებს ერთმანეთს უკავშირებენ. ამ დროს გონებაში საკუთარ მოზაიკას ქმნიან, სხვადასხვა ურთიერთკავშირითა და შემადგენელი ელემენტების განსხვავებული განლაგებით. მოსწავლეებს, შესაძლოა, დაებადოთ შეკითხვები, რომლებიც წიგნში მოცემულ ცნებებს სცილდება. მათ მიერ ,,აწყობილი“ მოზაიკები განსხვავებული იქნება ზემოთ მოცემული მოზაიკისაგან. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მოზაიკები კლასში ერთმანეთს წარმოუდგინონ. საჭიროებისამებრ, მოსწავლემ ან/და მასწავლებელმა მოზაიკის ელემენტების განლაგებაში ცვლილებები უნდა შეიტანონ (დეკონსტრუქცია).

როცა მასწავლებელი ამ წიგნის დახმარებით გაკვეთილს ამზადებს, მას უკვე უნდა ჰქონდეს გარკვეული მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს ცნებები ერთმანეთს და როგორ უნდა/შეუძლიათ გაიგონ ეს ცნებები მოსწავლეებმა.

გრაფიკული გამოსახულება შეიძლება უფრო მრავლისმეტყველი აღმოჩნდეს, ვიდრე ასობით სიტყვა. შესაბამისად, ეს მოზაიკა ნათელ ინფორმაციას აწვდის მკითხველს წიგნში განხილული ცნებების, დიდაქტიკური ვარიანტებისა და კონსტრუქტივისტული სწავლების შესახებ.

გრაფიკული გამოსახვის საშუალებები აქტიურ მკითხველს  ნაწარმოების აზრის წვდომაში ეხმარება (მეტარეფლექსია)

ეს თავი აბსტრაქტულ იდეას ეხებოდა – ცნებებს. როგორც წესი, ავტორისათვის რთულია ცნებების შესახებ გარკვევით წერა, მკითხველისათვის კი არც თუ ისე ადვილია აბსტრაქტული იდეის წვდომა. ურთიერთობა ავტორსა და მკითხველს შორის შეიძლება მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობას შევადაროთ. ამ საკითხს შეიძლება ინდუქციურად მივუდგეთ და მკითხველისა და ავტორის ურთიერთობის განზოგადება მოვახდინოთ.

კვლევები აჩვენებს, რომ ტექსტის გაცნობამდე მკითხველი სურათებსა და დიაგრამებს ათვალიერებს. სურათის გამომსახველობა დამოკიდებულია მის ესთეტურობაზე და ინფორმაციულობაზე. გრაფიკული მასალის უარყოფითი მხარე ისაა, რომ ინფორმაციის არავერბალური ფორმით გადაცემა ხდება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, მკითხველს  არასწორი წარმოდგენა შეუქმნას ავტორის სათქმელზე, მის რეალურ ჩანაფიქრზე.

ავტორის, მკითხველისა და ავტორის სათქმელის ურთიერთქმედება სამკუთხედით შეიძლება გამოვსახოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორი სრულად ვერ აკონტროლებს იმას, თუ როგორ აღიქვამს მის სათქმელს მკითხველი. ანალოგიურად, მასწავლებელს არ შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს ახსნილი მასალიდან რას დაიმახსოვრებს, ან დაივიწყებს მოსწავლე.

 

დიდაქტიკური სამკუთხედით გამოხატული მოდელი საშუალებას იძლევა,  ავტორსა და მკითხველს შორის კომუნიკაციის სტრუქტურა შევადაროთ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაციას. არსებობს როგორც სტრუქტურული ანალოგიები, ისე მნიშვნელოვანი განსხვავებები.

ორივე შემთხვევაში ურთიერთობა სამკუთხედის პრინციპს ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამიდან არც ერთი ელემენტი არ დომინირებს. ავტორები მკითხველთან კომუნიკაციას წიგნის საშუალებით ამყარებენ. ეს, ჩვეულებრივ, ცალმხრივი კომუნიკაციაა. ავტორი და მკითხველი თითქმის არასოდეს ხვდებიან ერთმანეთს პირისპირ; ავტორი იშვიათად იღებს მკითხველისაგან კომენტარებს მის ნაშრომთან დაკავშირებით. შესაბამისად, ავტორს თითქმის არ შეუძლია, გააკონტროლოს მკითხველის გონებაში ჩამოყალიბებული მოსაზრებები ავტორის ნამუშევართან დაკავშირებით.

ანალოგიურად, მასწავლებელი სრულად ვერ აკონტროლებს კლასში მოსწავლის სწავლის პროცესს. სკოლაში აქტიური კომუნიკაციის შესაძლებლობა აადვილებს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის აზრებისა და კომენტარების გაცვლის პროცესს. ასევე, სწავლების პროცესში მასწავლებლის პიროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია.

როცა მკითხველი გრაფიკულ გამოსახულებას  უყურებს, ის გონებაში გარკვეულ სახეებს ქმნის და უჩნდება მოლოდინი ავტორის სათქმელთან დაკავშირებით. ნაწარმოების გაცნობის შემდეგ, მკითხველმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისი მოლოდინი სწორი იყო; შესაძლოა, ის მიხვდეს, რომ მისი ვარაუდების გარკვეული ნაწილი არაზუსტი იყო. გრაფიკული გამოსახულებები ხელს უწყობენ დიალოგის პროცესს ავტორსა და მკითხველს შორის, იმ დიალოგის, რომელიც, არსებითად, მკითხველის გონებაში მიმდინარეობს. გრაფიკული გამოსახულების ტექსტთან შერწყმა აუცილებელია აქტიური მკითხველისა და მოაზროვნისათვის.

გრაფიკული გამოსახულების წაკითხვის უნარი თანამედროვე, ე. წ. ინფორმაციულ საზგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვურჩევთ მასწავლებლებს, ზემოთ მოყვანილი მოზაიკა მოსწავლეებს გაუზიარონ. მოსწავლეებს მოზაიკა შეიძლება ამ წიგნის გამოყენებით შექმნილი ახალი სასწავლო გეგმის გაცნობისას, ან სასწავლო წლის ბოლოს, შეჯამების დროს ვაჩვენოთ.  შეიძლება ვთხოვოთ მათ, რომ ეს მოზაიკა ცხრა ნაწილად დაშალონ და, საკუთარი შეხედულებების მიხედვით, თავიდან ააწყონ. მოზაიკის სხვადასხვა ვერსიის ურთიერთგაზიარება მოსწავლეებს ცნებების სხვადასხვა კომბინაციაზე დააფიქრებს. ასეთი დისკუსიები მათ  იმის გააზრებაში დაეხმარება, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება არა მხოლოდ გადაწყვეტილებათა მიღების დემოკრატიულ პროცესს ახლავს თან, არამედ  სწავლის პროცესის დამახასიათებელიცაა.