მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.1: (ჯგუფი 1) როლების გათამაშება

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი » თავი 1: სტერეოტიპები და ცრურწმენები » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.1: (ჯგუფი 1) როლების გათამაშება

შეთანხმდით, ვინ წაიკითხავს ხმამაღლა დღიურიდან ამონარიდს და დავალებას თქვენი ჯგუფისათვის.

შეარჩიეთ ჯგუფის მეორე წევრი, რომელიც დისკუსიის დროს  ჩანაწერებს გააკეთებს და ჯგუფური მუშაობის ბოლოს მსჯელობის შედეგებს კლასის წინაშე წარმოადგენს.

ამონარიდი მაქსის დღიურიდან:

,,ეს ჩემი პირველი დღეა ახალ კლასში. ჩემი ოჯახი სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა და ჯერ კიდევ უცხოდ ვგრძნობ თავს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი რამ გადამხდა და შენ, ჩემო დღიურო, ამ ამბებს გაგიზიარებ.

ჩვენი ახალი ბინა მდინარის პირასაა. ერთ-ერთი ჩემი კლასელი ბიჭი ჩემს მეზობლად ცხოვრობს. სამი დღის გადმოსულები ვიყავით ბინაში, როცა ამ ბიჭმა სათევზაოდ წასვლა შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი, რადგან ჩემი ანკესი ჯერ კიდევ რომელიღაც ყუთში დევს. ჯერ ხომ ნივთების ამოლაგება არ დაგვისრულებია.”

დავალებები:

  1. ჩამოწერეთ ზედსართავები, რომლებსაც მაქსის თანაკლასელები მის დასახასიათებლად გამოიყენებდნენ;
  2. როგორ ფიქრობთ, რას ეტყოდა მაქსის შესახებ მისი ერთ-ერთი კლასელი მეორეს? გაითამაშეთ ეს სცენა.