გაკვეთილი 3: ქალისა და მამაკაცის თანასწორობა

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი » თავი 2: თანასწორობა » გაკვეთილი 3: ქალისა და მამაკაცის თანასწორობა

როგორ უნდა მოვეპყროთ ქალებსა და მამაკაცებს?

სწავლის მიზანი

მოსაწვლეები აცნობიერებენ გენდერული დისკრიმინაციის ფენომენს.

მოსწავლეებს ესმით გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლთა მდგომარეობა.

მოსწავლეებს შეუძლიათ დისკრიმინაციის შემთხვევებზე რეაგირება.

მოსწავლის დავალება მოსწავლეები იაზრებენ ქალებისადმი მოპყრობის საკითხებს, მათი პირადი და საზოგადოების მხრიდან.
საჭირო მასალა

მოსწავლის სამუშაო ფურცელ 2.2-დან ერთი ამბის ამონარიდი თითოეული ჯგუფისათვის.

დიდი ზომის ფურცელი და მარკერი თითოეული ჯგუფისათვის.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა  პატარა ჯგუფებში მუშაობა. დიკუსია და პრეზენტაციები.

 

ინფორმაცია

დიდი გზაა გასავლელი იმ დღემდე, როცა ქალებსა და მამაკაცებს კანონი და ცხოვრება თანასწორად მოეპყრობა. გენდერული უთანასწორობის შემთხვევებს ყოველდღიურად ვხედავთ სკოლაში, სახლსა და სამსახურში, რაც ზრდის ჩვენს სურვილს, უკეთესად გავიაზროთ ეს საკითხი. წინამდებარე გაკვეთილი გვთავაზობს, შემოვიტანოთ ცვლილებები ჩვენს ყოველდღიურ სასკოლო და საკლასო ცხოვრებაში.

გაკვეთილი

მოსწავლეებს ვყოფთ 4-5 კაციან ჯგუფებად; მათ ვურიგებთ თითო ამბავს მოსწავლის სამუშაო ფურცელ 2.2-დან. როცა მოსწავლეები წაიკითხავენ ამბავს, მათ უნდა განიხილონ შეკითხვები, რომლებიც ტექსტს თან ერთვის.

შემდეგ მასწავლებელი თითოეულ ამბავთან დაკავშირებულ დისკუსიას უძღვება. დისკუსია იწყება იმით, რომ ჯგუფიდან ერთი მოსწავლე მოკლედ ჰყვება ამბავს და აყალიბებს ჯგუფის პასუხებს შეკითხვებზე.

როცა თითოეული ჯგუფი პასუხებს წარმოადგენს, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ, რაც დაფაზეა დაწერილი და მოიყვანონ ორ-ორი მაგალითი სქესობრივ და გენდერულ განსხვავებებთან დაკავშირებით. მაგალითების მოყვანა აუცილებელია, რათა ყველა მოსწავლემ კარგად გაიაზროს ეს განსხვავებები.

სქესი გენდერი
ბიოლოგიურად განსაზღვრული სოციალურად განსაზღვრული
სტატიკური, არ იცვლება დინამიკური, ცვლას ექვემდებარება
,,სქესი უკავშირდება ქალისა და მამაკაცის ბუნებრივად განმასხვავებელ ბიოლოგიურ მახასიათებლებს“. ,,გენდერი ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ სოციალურ, და არა ბიოლოგიურ, განსხვავებებთან დაკავშირებული ცნებაა. გენდერის გაგება იცვლება და განსხვავდება ისტორიული, კულტურული, ტრადიციული, გეოგრაფიული, რელიგიური, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით“.

მოწავლეებს ჯგუფებში ვურიგებთ დიდი ზომის ფურცლებსა და მარკერებს. ისინი იწყებენ იმის განხილვას, თუ რამდენად უწყობს მათი სკოლა ხელს გენდერულ თანასწორობას. თუ მოსწავლეები დაასკვიან, რომ სკოლა გენდერულ თანასწორობას ხელს უწყობს, მოუწევთ 5 მაგალითის მოყვანა ამ მოსაზრების დასადასტურებლად. თუ პასუხი უარყოფითია, მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ 5 შესაძლო ნაბიჯი, რაც სკოლაში გენდერული თანასწორობის დამკვირდებას შეუწყობდა ხელს.

თითოეული ჯგუფი კლასის წინაშე წარმოადგენს თავის შედეგებს.

თუ მასწავლებელს სურვილი აქვს, ეს სამუშაო პროექტად აქციოს, მას შეუძლია, სთხოვოს მოსწავლეებს, შეარჩიონ რამდენიმე იდეა, რომელიც სკოლაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს. მოსწავლეებმა ამ იდეების სისრულეში მოყვანის გეგმა უნდა შეიმუშაონ. გეგმა უნდა მოიცავდეს საბოლოო მიზანს, ნაბიჯებს საბოლოო მიზნისაკენ, პასუხისმგებელ პირებსა და დროის ჩარჩოებს.

გეგმის ნიმუში

საბოლოო მიზანი: 
რა უნდა გაკეთდეს? ვინ გააკეთებს? როდისთვის?
a
a
a
a
a