გაკვეთილი 3: ურთიერთწინააღმდეგობრიობა ადამიანის უფლებებში

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი » თავი 4: კონფლიქტი » გაკვეთილი 3: ურთიერთწინააღმდეგობრიობა ადამიანის უფლებებში

როგორ მოვიქცეთ, თუ ადამიანის უფლებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება?

სწავლის მიზანი იმ სიტუაციების ამოცნობა და ანალიზი, როცა ადამიანის უფლებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
მოსწავლის დავალება განიხილეთ სიტუაცია, როცა ადამიანის უფლებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
საჭირო მასალა

დიდი ზომის ფურცელი და მარკერი თითოეული ჯგუფისათვის. მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.3

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.2

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა 

მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა.

კრიტიკული აზროვნება.

ინფორმაცია

ერთი შეხედვით, ადამიანის უფლებების კონვენციები ნათელი და ერთმნიშვნელოვანია. თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანის ერთი უფლება ეწინააღმდეგება ადამიანის სხვა უფლებას. ასეთ დროს, აუცილებელია კრიტიკული აზროვნების მოშველიება, ორივე მხარის უფლებათა აწონ-დაწონვა და გამოსავლის მოძებნა.

გაკვეთილი

მოსწავლეები 4-5 კაციან სამუშაო ჯგუფებად იყოფიან. ჯგუფებს მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.3 ,,ურთიერთწინააღმდეგობრიობა ადამიანის უფლებებში: ხუთი შემთხვევა“, დიდი ზომის ქაღალდი და მარკერი ურიგდებათ.

დასაწყისში, მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, თუ ადამიანის რომელ უფლებებთან გვაქვს საქმე თითოეულ შემთხვევაში. ამ დავალების შესრულებაში მოსწავლეებს დაეხმარება სამუშაო ფურცელი 5.2, რომელზეც ადამიანის უფლებათა ნუსხაა მოცემული. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეთანხმდებიან, თუ ადამიანის რომელი უფლებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ისინი ქაღალდს მარკერის საშუალებით ყოფენ შემდეგ ნაწილებად. მასწავლებელს შეუძლია, ასეთი ჩარჩო დაფაზეც დახატოს და მოსწავლეთა მუშაობის შედეგები მასზე დააფიქსიროს.

შემთხვევის ნომერი
ადმიანის უფლებები

გადაწყვეტის გზა

 

რატომ?

 

შემდეგ მოსწავლეები წინააღმდეგობრივი სიტუაციიდან გამოსავალზე მსჯელობენ; ისინი კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების თითოეულ შემოთავაზებულ ვარიანტს არგუმენტირებულად ასაბუთებენ.

თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ მოსწავლეს, რომელიც ჯგუფის მუშაობის შედეგებს დანარჩენ კლასს წარმოუდგენს. პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება, თუ ეთანხმებიან კონკრეტული ჯგუფის მიერ წარმოდგენილ გამოსავლის გზებს და სთხოვს მოსაზრებების დასაბუთებას.