მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.4: დასაშვებია თუ არა ძალადობა ზოგ შემთხვევაში?

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » პირველი ნაწილი: პიროვნება და თემი » თავი 4: კონფლიქტი » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.4: დასაშვებია თუ არა ძალადობა ზოგ შემთხვევაში?

ამბავი 1

ანტიგლობალისტების მანიფესტაციის დროს ადამიანთა ჯგუფმა ქვები დაუშინა ტრანსნაციონალური კომპანიის შენობას. პოლიციამ, რომელიც ამ შემთხვევას შეესწრო, დააკავა ადამიანები, რომლებმაც შენობას ქვები დაუშინეს. ხალხმა ერთ-ერთი პოლიციელი  შეიპყრო და სერიოზული ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შეკითხვები:

  1. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას ცეცხლი გაეხსნა მომიტინგეებისათვის, რომლებიც ქვებს ისროდნენ?
  2. დასაშვები იქნებოდა ტყვიამფრქვევიდან ცეცხლის გახსნა (ეს უფრო სწრაფად აღმოფხვრიდა პრობლემას, მაგრამ დასრულდებოდა მეტი მსხვერპლით)?
  3. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას მეტი დრო დაეკარგა და წყლის ჭავლი გამოეყენებინა?
  4. დასაშვები იქნებოდა, რომ პოლიციას ძალის გამოყენებისაგან თავი შეეკავებინა და ამით სიტუაციის ესკალაცია აერიდებინა თავიდან?

ამბავი 2

ქვეყანა ა ომს უცხადებს ქვეყანა ბ-ს, რადგან ქვეყანა ბ აფინანსებს დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რომელთაც იერიში მიაქვთ ქვეყანა ა-ზე ქვეყანა ბ-ს ტერიტორიიდან. ქვეყანა ა-ს დაზვერვა აღმოაჩენს, რომ ქვეყანა ბ-ს ერთ-ერთ სოფელში ხდება რაზმების ინტენსიური წვრთნა; ასევე, დაზვერვა დაადგენს, რომ მზადდება მსხვილმასშტაბიანი შეტევა ქვეყანა ა-ს მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტზე.

შეკითხვები:

  1. დასაშვები იქნება, რომ ქვეყანა ა-მ დაბომბოს ქვეყანა ბ-ს მითითებული სოფელი და გაანადგუროს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა?
  2. დასაშვები იქნება დაბომბვის განხორციელება მას შემდეგ, რაც: 1. გააფრთხილებენ დანაშაულებრივ დაჯგუფებას, რომ უბრძოლველად ჩაბარდეს ქვეყანა ა-ს წარმომადგენლებს; 2. გააფრთხილებენ ადგილობრივ მოსახლეობას მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ; 3. ტერიტორიიდან გამოსულ ადგილობრივ მოსახლეობას გაჩხრეკენ და იარაღის ჩამორთმევის შემდეგ უსაფრთხო თავშესაფარს მიუჩენენ?
  3. დასაშვები იქნება, რომ ქვეყანა ა-მ საერთოდ არ გამოიყენოს ძალა? რა ალტერნატიულ ქმედებას შეიძლება მიმართოს ქვეყანა ა-მ?

ამბავი 3

ბატონი ბრაუნი, რომელიც ადგილობრივ საავადმყოფოში ტექნიკოსად მუშაობს,  როცა სახლში ნასვამი ბრუნდება, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს თავის მეუღლეს. ცოლმა პოლიცია ერთხელ უკვე გააფრთხილა ქმრის დანაშაულებრივი ქცევის შესახებ. მეზობლის ცოლი ერთხელ შემთხვევით შეესწრო ძალადობის სცენას და ახლა კარგად ხვდება, თუ რითი სრულდება ხოლმე ხმამაღალი კამათი მეზობელ ოჯახში.

შეკითხვები:

  1. მეზობლის ცოლი ვალდებულია, დარეკოს პოლიციაში, როცა ხმაური ესმის მეზობელი ოჯახიდან? თუ ეს მათ პირად ცხოვრებაში არასწორი ჩარევა იქნება?
  2. პოლიცია ვალდებულია, ჩაერიოს ადამიანების ოჯახურ ცხოვრებაში, თუ ისინი ასეთ ინფორმაციას მიიღებენ?

ამბავი 4

ლეო 13 წლის გამხდარი, პატარა ბიჭია; როცა ის სათამაშო მოედანზე გადის, მას დიდი ბიჭები ხშირად ჩაგრავენ,. ერთხელაც ლეომ ვერ მოითმინა და დიდ ბიჭებს უთხრა, რომ ჩაგვრა დაუშვებელია და ისინი იქცევიან, როგორც გაუნათლებელი პრიმიტივები. პასუხად, დიდმა ბიჭებმა ლეო სასტიკად სცემეს. ფიზიკურ ძალადობას შეესწრო ლეოს მეგობარი, რომელიც ამ დროს შევიდა სათამაშო მოედანზე. პატარა ბიჭის ცემის ფაქტს შეესწრნენ მოზრდილებიც, რომლებიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

შეკითხვა:

  1. საჭიროა, რომ ლეოს მეგობარი ჩაერიოს ჩხუბში? როგორ?
  2. საჭიროა, რომ მოზრდილები ჩაერიონ ჩხუბში? როგორ?
  3. სხვა რა გამოსავალს მოძებნიდით არსებული სიტუაციიდან?