გაკვეთილი 4: ადამიანის უფლებები: ტესტი
Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მეორე ნაწილი: პასუხისმგებლობის აღება » თავი 5: უფლებები, თავისუფლებები და პასუხისმგებლობები » გაკვეთილი 4: ადამიანის უფლებები: ტესტირა არის უფლება? რა უნდა იყოს ადამიანის უფლება?
სწავლის მიზანი | მოსწავლეებს გააზრებული აქვთ ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები. |
მოსწავლის დავალება | მოსწავლეები ირჩევენ სწორ პასუხს შეკითხვებზე, რომელთა რამდენიმე სავარაუდო პასუხი მოცემულია და განიხილავენ ამ პასუხებს. |
საჭირო მასალა | ბარათები თითოეული მოსწავლისათვის, რომელთაც პასუხები უკანა მხარეზე აქვს დატანილი (მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.5). |
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა | შეკითხვები რამდენიმე სავარაუდო პასუხით. |
ინფორმაციაადამიანის უფლებები წარმოადგენს დინამიკურ, მუდმივად განვითარებად ცნებას. საერთაშორისო სამართალი განსაზღვრავს ადამიანის უფლებათა შინაარსსა და არეალს. ქვემოთ მოცემული ტესტი არ არის მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ინსტრუმენტი. ეს ტესტი დაეხმარება მოსწავლეებს, სწორად გაიგონ, თუ რას გულისხმობს ადამიანის უფლებები და შეაფასონ, თუ სად ვდგავართ ამჟამად, ადამიანის უფლებათა ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამ გაკვეთილამდე მასწავლებელი უნდა გაეცნოს გაეროსა და ევროსაბჭოს ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ საკითხებს. სასურველია, მასწავლებელმა გაკვეთილი დაიწყოს რამდენიმე ძირითადი სიტყვის/ცნების განმარტებით: გაერო, ევროსაბჭო (განვასხვავოთ ევროკავშირისაგან), ადამიანის უფლებები, სახელმწიფო, დისკრიმინაცია, გასამართლება. |
გაკვეთილი
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ეს ტესტი არ ემსახურება მათი ცოდნის შემოწმებას. ტესტირების მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ ადამიანის უფლებები.
მოსწავლეები ჰორიზონტალურად ჭრიან სამუშაო ფურცელ 5.5-ს და თითოეულ შეკითხვას აცალკევებენ. შემდეგ მოსწავლეები აწებებენ შეკითხვისა და სავარაუდო პასუხების მხარეს სწორი პასუხის მხარეზე ისე, რომ ბარათის ერთ მხარეს იყოს შეკითხვა სავარაუდო პასუხებით, ხოლო მეორე მხარეს – სწორი პასუხის ახსნა.
მოსწავლები წყვილდებიან და ერთმანეთს კითხვებს უსვამენ. თითოეულ კითხვას აქვს სამი სავარაუდო პასუხი: ა, ბ, გ.
შეკითხვები და პასუხები
იხ. ასევე მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.5.
17 წლამდე ასაკის ახალგაზრდის მუშაობა ა. ყოველთვის ბავშვის უფლების დარღვევაა. ბ. ბავშვის უფლების დარვევაა მხოლოდ მაშინ, თუ სამუშაო არის მავნე. გ. დასაშვებია, თუ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მინიმალური სამუშაო ასაკი 17 წელს ქვემოთაა. |
17 წლამდე ასაკის ახალგაზრდის მუშაობა სწორი პასუხია გ: ბავშვთა უფლებების კონვენცია კრძალავს ბავშვთა შრომას იმ შემთხვევებში, თუ ის მავნეა ან გულისხმობს ბავშვის დისკრიმინაციას. ამასთანავე, ეს კონვენცია საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, თავად დაარეგულიროს მინიმალური სამუშაო ასაკი. მუშაობა მიმდინარეობს ბავშვთა შრომაზე უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირდებით. |
წყლის უფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები ა. მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს სუფთა და ჯანსაღი წყლის მიწოდება მოსახლეობისათვის. ბ. მთავრობას არ აქვს უფლება, განახორციელოს მოქალაქეთა დისკრიმინაცია წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. გ. მთავრობას არ აქვს უფლება, შეუზღუდოს წყლის მიწოდება მოქალაქეებს. |
წყლის უფლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები სწორი პასუხებია: ბ და გ. გაეროს ეკონომიკური და სოციალური უფლებების კომიტეტის ინტერპრეტაციით, ა არ არის სწორი, ბ და გ კი სწორია. |
სიკვდილით დასჯა ა. აკრძალულია მთელ მსოფლიოში. ბ. აკრძალულია (კანონის და პრაქტიკის მიხედვით) მსოფლიოს ქვეყანათა 50 %-ში. გ. არ არის დასაშვები 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. |
სიკვდილით დასჯა სწორი პასუხებია: ბ და გ. ა არ არის სწორი. გაეროს დოკუმენტები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სრულ აკრძალვას არ აწესებენ სიკვდილით დასჯაზე. თუმცა, მათი არასავალდებულო პროტოკოლები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ: პროტოკოლი 6 (მშვიდობიან პერიოდში სიკვდილით დასჯის აკრძალვა) და პროტოკოლი 13 (სიკვდილით დასჯის აკრძალვა ყველა გარემოებაში). ეს დოკუმენტები ხელმოწერილი და რატიფიცირებულია ბევრი ქვეყნის მთავრობის მიერ. |
ეკონომიკური და სოციალური უფლებები ა. არ არის ადამიანის რეალური უფლებები. ბ. მოსალოდნელი არ არის, რომ სახელმწიფო დააკმაყოფილებს ყველა ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს. გ. ყველა ევროპელს შეუძლია ამ უფლებების მოთხოვნა. |
ეკონომიკური და სოციალური უფლებები სწორი პასუხია: ბ ოფიციალურად, ეკონომიკური და სოციალური უფლებები ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათი შესრულების ვალდებულება გაცილებით სუსტია, ვიდრე პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო უნდა მიისწრაფოდეს ამ უფლებების დაცვისაკენ, მაგრამ არ არსებობს ამ უფლებათა დარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების ევროპული მექანიზმი (გარკვეულ გარემოებებში, არასავალდებული პროტოკოლი საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, წარმოადგინონ ასეთი საჩივრები). |
განათლების უფლება ა. ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს შეუძლიათ, გახსნან სკოლა, თუ აკმაყოფილებენ მინიმალურ იურიდიულ მოთხოვნებს. ბ. არ არსებობს ვალდებულებები საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსთან დაკავშირებით. გ. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სავალდებულო განათლების მიწოდება 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის. |
განათლების უფლება სწორი პასუხია: ა ბ და გ არასწორი პასუხებია. საერთაშორისო კონვენციების, მაგალითად, ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, განათლების სისტემამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ინფორმირება ადამიანის უფლებათა შესახებ. |
დევნილად აღიარების უფლება ა. ამ უფლებით სარგებლობს ის, ვისაც სდევნიან რასის, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და, შედეგად, დატოვა საკუთარი ქვეყანა. ბ. ამ უფლებით სარგებლობის ის, ვინც საკუთარი ქვეყანა დატოვა სამოქალაქო ომის ან შიმშილის გამო. გ. ქვეყანას შეუძლია, არ გადმოუშვას საკუთარ საზღვარზე იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. |
დევნილად აღიარების უფლება სწორი პასუხია: ა ბ არასწორი პასუხია. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უშვებენ მეზობელ ქვეყანაში, რადგან ისინი გამოექცნენ სამოქალაქო ომს ან შიმშილს. საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, ასეთი ადამიანები არ ითვლებიან დევნილებად. ჟენევის კონვენციების მიხედვით, გ არ ეხება დევნილებს, მაგრამ აქტიურად გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა საკითხების გადაწყვეტისას. |
რელიგიის თავისუფლება ა. არ შეიძლება რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა მათთვის, ვინც უმცირესობებს მიეკუთვნებიან. ბ. ავალდებულებს სახელმწიფოებს, აღიარონ და დააფინანსონ რელიგიები. გ. არ შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მხრიდან. |
რელიგიის თავისუფლება სწორი პასუხია: ა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს რელიგიის თავისუფლებას, მაგრამ მას არ ეკისრება იურიდიული ვალდებულება, ცნოს ან დააფინანსოს რელიგია. სახელმწიფოს შეუძლია, შეზღუდვა დააწესოს რელიგიაზე იმ შემთხვევაში, თუ ის ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. |
საკუთრების თავისუფლება ა. მთავრობას შეუძლია, ჩამოართვას ადამიანს საკუთრება, თუ ეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურება. ბ. საკუთრების უფლება ირღვევა, თუ ჰიდროელექტროსადგურის აშენების მიზნით ხდება მთელი სოფლის ევაკუაცია კომპენსაციის გარეშე. გ. საშუალებას აძლევს ადამიანს, მოპარული საქონელი თავის საკუთრებად ჩათვალოს. |
საკუთრების თავისუფლება სწორი პასუხებია: ა და ბ გ არასწორია. |
არჩევნები ა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მათაც კი, ვისაც დაკარგული აქვს სხვა სამოქალაქო უფლებები კრიმინალური საქმიანობის გამო. ბ. თუ ამომრჩეველი ამავდროულად არის დამსაქმებელი, მას აქვს ორი ხმის უფლება. გ. ხმის მიცემა უნდა იყოს ფარული. |
არჩევნები სწორი პასუხია: გ სახელმწიფოს შეუძლია, არ მისცეს არჩევნებში მონაწირეობის უფლება მოქალაქეებს, რომელთაც დაკარგული აქვთ სხვა სამოქალაქო უფლებები. საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ყველა ამომრჩეველს აქვს თანაბარი უფლებები. |
გამოხატვის თავისუფლება ა. შეიძლება შეიზღუდოს ქილიკისაგან დაცვის მიზნით. ბ. შეიძლება შეიზღუდოს სახალხო მორალის პრინციპებიდან გამომდინარე. გ. შეიძლება შეიზღუდოს რელიგიური შეუწყნარებლობის თავიდან აცილების მიზნით. |
გამოხატვის თავისუფლება სწორი პასუხებია: ა და გ. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს გარკვეულ შემთხვევებში, სახალხო მორალის პრინციპებიდან გამომდინარე, დანაშაულის თავიდან აცილების ან ჯანმრთლობის დაცვის მიზნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონით არის განსაზღვრული. |
მუშაობის თავისუფლება ა. ავალდებულებს სახელმწიფოს, დაასაქმოს ყველა მოქალაქე. ბ. გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება ადამიანის სამსახურიდან დათხოვა საფუძვლის გარეშე. გ. არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ უნდა იზრუნოს სრულ დასაქმებაზე. |
მუშაობის თავისუფლება სწორი პასუხია: ბ ევროპული ქვეყნები იღებენ მოქალაქეთა დასაქმებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, მაგრამ გაეროს დოკუმენტაცია არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ ყველა მოქალაქის დასაქმება უზრუნველყონ. |
ჯანსაღი გარემოს უფლება ა. უკრძალავს სახელმწიფოს ისეთი ტოქსიკური ნარჩენების განთავსებას, რომელიც ნიადაგს ანადგურებს. ბ. ამ უფლების მიზანია ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების დაცვა. გ. ჯერ არ არის აღიარებული საყოველთაო უფლებად. |
ჯანსაღი გარემოს უფლება სწორი პასუხია: გ. ჯანდაცვის უფლება იცავს ადამიანებს გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ზარალისაგან. შესაბამისად, მხოლოდ ადამიანები არიან დაცულნი, და არა მცენარეები, ან ცხოველები. აფრიკული ქარტია და ევროკავშირის ქარტია, რომლებიც არ არის საყოველთაოდ აღიარებული, ამკვიდრებს ჯანსაღი გარემოს უფლებას. |
განათლების უფლება გულისხმობს ა. დაწყებითი სკოლის მოწავლეებს არ უნდა გადაახდევინონ სწავლის საფასური. მათ შეიძლება დაეკისროთ მგზავრობის ან სახელმძღვანელოების საფასურის გადახდა. ბ. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაქსიმალურად დაეხმაროს მოსწავლეებს, რომ სწავლაში წარმატებებს მიაღწიონ. გ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთათვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობები. |
განათლების უფლება გულისხმობს სწორი პასუხია: ბ და გ. ბ და გ შესულია ბავშვთა უფლებების კონვენციაში. წესით, დაწყებითი განათლება უფასო უნდა იყოს, რაც უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ სწავლის საფასურის არარსებობას, არამედ სახელმწიფოს მიერ იმ სხვა ხარჯების დაფარვასაც, რაც არაპირდაპირ უკავშირდება დაწყებითი განათლების მიღებას. |
მოსწავლეთა დასჯა სკოლაში ა. ფიზიკური დასჯა არ არის ნებადართული. ბ. დასჯა არ არის ნებადართული, თუ ის გონებრივ სისასტიკეს გულისხმობს. გ. დასჯა მხოლოდ მაშინაა ნებადართული, თუ არსებობს დასჯაზე მშობლის თანხმობა. |
მოსწავლეთა დასჯა სკოლაში სწორი პასუხია: ა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფიზიკურ დასჯას ყოველთვის აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევად. ეს მიდგომა ემთხვევა ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ ბავშვთა უფლებების კონვენციის ინტერპრეტაციას. ბ არასწორია, რადგან არ არის ნებადართული არანაირი სასტიკი დასჯა. რაც შეეხება გ-ს, არ არსებობს ნორმა, რომელიც დასჯის ნებადართულობას მშობლის თანხმობას უკავშირებს. |
სკოლაში ა. დრო არ უნდა დაეთმოს გარემოსდაცვითი საკითხების განხილვას. ბ. ბავშვებს უნდა ასწავლონ მშობლების პატივისცემა. გ. ბავშვებს უნდა ასწავლონ ადამიანის უფლებები და მათი პატივისცემა. |
სკოლაში სწორი პასუხია: ბ და გ. ბ და გ განისაზღვრება ბავშვთა უფლებების კონვენციით. ამ კონვენციის მიხედვით, განათლება გარემოს დაცვის პრინციპებს უნდა ნერგავდეს. |
სამართალწარმოება ა. ყველა დამნაშავეს აქვს ადვოკატის მომსახურების უფლება. ბ. მხოლოდ მაშინ შეიძლება ბრალდების წაყენება, თუ ადამიანმა აღიარებითი ჩვენება გააკეთა. გ. ეჭვმიტანილს აქვს უფასო მთარგმნელობითი მომსახურების უფლება, თუ სამართალწარმოება არის მისთვის უცხო ენაზე. |
სამართალწარმოება სწორი პასუხია: ა და გ |
წამება ა. ნებადართულია, თუ ტერორისტული აქტის თავიდან აცილების მიზნით ხდება. ბ. ნებადართულია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში. გ. არასოდესაა ნებადართული. |
წამება სწორი პასუხია: გ. არ არის ნებადართული საგანგებო სიტუაციის დროსაც კი. |
ცხოვრების უფლების დარღვევა ა. ეს უფლება ირღვევა მაშინ, თუ ადამიანი შემთხვევით იღუპება პოლიციის მიერ სხვა ადამიანის გადარჩენის დროს. ბ. ეს უფლება ირღვევა მაშინ, როცა ადამიანი იღუპება ომში. გ. ეს უფლება ირღვევა მაშინ, როცა ადამიანი იღუპება პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების გამო. |
ცხოვრების უფლების დარღვევა სწორი პასუხია: გ ა სწორი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია გადაჭარბებულ ძალას გამოიყენებს. |
საცხოვრებლის უფლება ა. ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეები საცხოვრებლით. ბ. უცხოელებს ისეთივე პირობებით უნდა მისცენ სოციალური საცხოვრებელი, როგორც ქვეყნის მოქალაქეებს. გ. სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ ჰყავდეს, რაც შეიძლება, ცოტა უსახლკარო. |
საცხოვრებლის უფლება სწორი პასუხია: ბ და გ |
ჯანდაცვის უფლება ა. მთავრობა არ არის ვალდებული, თავიდან აიცილოს შრომითი უბედური შემთხვევები. ბ. ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. გ. წამლები უნდა იყოს უფასო. |
ჯანდაცვის უფლება სწორი პასუხია: ბ შრომითი უბედური შემთხვევების პრევენცია ვალდებულებაა. წამლების გაყიდვა ნებადართულია. |
თავისუფლად გადაადგილების უფლება ა. ადამიანს შეიძლება არ დართონ ნება, იცხოვროს მისთვის არჩეულ ადგილას, თუ ასეთი შეზღუდვა საჯარო უსაფრთხოებას უკავშირდება. ბ. ვიზის არგაცემა ადამიანზე, რომელსაც არ აქვს დანაშაულებრივი წარსული, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას. გ. დამნაშავე შეიძლება დაატყვევონ. |
თავისუფლად გადაადგილების უფლება სწორი პასუხია: ა და გ. ვიზა შეიძლება ვერ მიიღოს ნებისმიერმა ადამიანმა. ადამიანს შეიძლება არ დართონ ნება, იცხოვროს მისთვის არჩეულ ადგილას, თუ ასეთი შეზღუდვა საჯარო უსაფრთხოებას, ჯანდაცვას ან საზოგადოებრივ წესრიგს უკავშირდება და ეს კანონითაა დადგენილი. |