მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.3: კონტროლს ვკარგავთ!

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მეორე ნაწილი: პასუხისმგებლობის აღება » თავი 6: პასუხისმგებლობა » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.3: კონტროლს ვკარგავთ!

ეს წერილი ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა:

ჩვენ, ადგილობრივი მაცხოვრებლები, შეშფოთებას გამოვხატავთ იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს არ სურთ, იკისრონ საკუთარი პასუხისმგებლობები. შედეგად, სახეზეა არაერთი პრობლემა.

ჩვენს უბანში ბევრი ძაღლი დაძრწის უპატრონოდ. პატრონებმა ან არ იციან ამის შესახებ, ან ყურადღებას არ აქცევენ ამ საკითხს. ძაღლები ქუჩებს ანაგვიანებენ, რაც არა მხოლოდ არასასიამოვნოა, არამედ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისათვის. ძაღლები ყეფენ პარკებში. რამდენიმე მათგანი  ცოფიანია. აუცილებელია მათთვის ყურადღების მიქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ მიდამოებში ბავშვები თამაშობენ.

ასევე, ვფიქრობთ, რომ ძალიან დანაგვიანებულია ჩვენი გარემო. მიზეზი ისაა, რომ მაცხოვრებლები არ იცავენ საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების ნორმებს. ნაგავს თან ახლავს ვირთხების მომრავლება, რომლებიც არაერთი დაავადების გადამტანებად გვევლინებიან. ხშირად შეხვდებით ქუჩაში დაყრილ სამღებრო და სხვა ქიმიური ნივთიერებების ქილებს. ეს ნივთიერებები, შეიძლება, შეერიოს მდინარეებს, სასმელ წყალს და გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება.

რატომ არ ფიქრობენ ადამიანები თავიანთი ქცევის შედეგებზე? რატომ არ ახდენენ რეაგირებას ამ პრობლემებზე პოლიტიკოსები?

პატივისცემით,