მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.4: ბარათების დალაგება: ელენა სანტიჩის ცხოვრება

Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მეორე ნაწილი: პასუხისმგებლობის აღება » თავი 6: პასუხისმგებლობა » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.4: ბარათების დალაგება: ელენა სანტიჩის ცხოვრება
1.
ელენა სანტიჩი დაიბადა 1944 წელს. ის ეროვნებით სერბი იყო.
2. ელენა სანტიჩი სიმსივნით გარდაიცვალა 2000 წელს.
3.
ელენას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა ბელგრადში აიღეს დაბომბილი შენობდან გადარჩენილი ქვა. ქვა მორთეს კოსოვოდან დევნილმა ბავშვებმა. შემდეგ ეს ქვა ჩაიტანეს ბერლინში და ელენა სანტიჩის სახელობის მშვიდობის პარკში მოათავსეს.
4.
ელენა სანტიჩისა და ჯგუფ 484-ის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი, რომელიც ემსახურებოდა ნდობის აღდგენას სერბებსა და ხორვატებს შორის 1991 წლის ომის შემდეგ. ამ პროექტში ელენამ ჩართო ორივე მხარის წარმომადგენელი მოხალისეები და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები.
5.
ელენა სანტიჩი იყო დამფუძნებელი და ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციისა ჯგუფი 484. ჯგუფი 484 კონფლიქტების გადაჭრის არაძალადობრივ გზებზე მუშაობდა. მათთვის ჰუმანური საზოგადოების მშენებლობის საფუძველი იყო შემწყნარებლობისა და თანამშრომლობის პრინციპები.
6.
ელენა წერდა სტატიებს ნაციონალიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ. მისი სტატიები სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდებოდა. ორგანიზაციამ ფაქს ქრისტი ელენას საერთაშორისო მშვიდობის პრემია მიანიჭა.
7.
ბერლინში არის მშვიდობის პარკი, რომელიც ელენა სანტიჩის სახელს ატარებს. ამ პარკში ელენა ერთ-ერთ თავყრილობაზე სიტყვით გამოვიდა.
8.
სანტიჩი გახდა მსოფლიოში ცნობილი ბალერინა და ბალეტის მასწავლებელი.
9.
ელენა ომის წინააღმდეგ გამოდიოდა და იბრძოდა ადამიანის უფლებათა დასაცავად. ის და მისი ორგანიზაცია აქტიურად ეხმარებოდნენ დევნილებს, რომლებიც სერბეთში შემოდიოდნენ.
10.
ჯგუფ 484-ის სახელი მომდინარეობს პროექტიდან, რომელიც ხორვატიის 484 უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს დაეხმარა. ჯგუფ 484-მა დააკვალიანა დევნილები და მიაწოდა რჩევები საკუთარ უფლებათა შესახებ.