თავი 7: სასკოლო გაზეთი
Living Democracy » Textbooks » ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში » მესამე ნაწილი: მონაწილეობა » თავი 7: სასკოლო გაზეთიროგორ იქმნება მედია?
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მედიის ზეგავლენა მთელს მსოფლიოში გაიზარდა. რაც უფრო კომპლექსური ხდება ჩვენი ცხოვრება, მით უფრო მეტად ვეყრდნობით მედიის საშუალებით მიღებულ ინფორმაციას და ვცდილობთ, გავერკვეთ, თუ რა ფაქტორები ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე ზეგავლენას. ყველა იმ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაპოვებლად, რაც ჩვენს პიროვნულ გამოცდილებას სცდება, გვიწევს მედიის ამა თუ იმ საშუალების გამოყენება.
სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვანაირად მიუწვდება ხელი მედიის საშუალებებზე. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს ადამიანის ინფორმირებულობის დონეს და იმას, თუ რა ძალაუფლება და ზეგავლენა აქვს მას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი საკითხია ცენზურა ისევე, როგორც არასწორი ინფორმაციის გავრცელება პარტიების, მთავრობებისა და ლობისტების ჯგუფების მიერ. კონფლიქტური სიტუაციის დროს ხშირია ინფორმაციის გავრცელების მონოპოლიზაციისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევები.
ამ თავში ყველა ზემოხსენებული საკითხის დეტალურ განხილვას არ შევუდგებით. მოსწავლეები თავად წამოჭრიან ამ თემებს საკუთარი ქვეყნის ან რეგიონის ბეჭდვითი მედიის შედარებითი ანალიზისას.
ამ თავში შემდეგ მიდგომას ვირჩევთ მედიის სფეროში განათლებისადმი: სასკოლო გაზეთზე მუშაობა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ახლოს გაეცნონ ბეჭდვითი მედიის მომზადების პროცესს. არსებულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ასეთი მიდგომა სასარგებლოა, რადგან მოსწავლეები, ამგვარი პრაქტიკული საქმიანობით, ბეჭდვითი მედიის მანამდე უცნობ სამყაროში შეგვყავს. მოსწავლეებს ბეჭდვითი მედიისადმი კრიტიკული მიდგომა განუვითარდებათ და მედიის სფეროს უკეთ გაეცნობიან.
და ბოლოს, პრაქტიკული მინიშნება: ეს თავი იძლევა სხვადასხვა დისციპლინის მომცველი სწავლების და თანამშრომლობის საშუალებას. ტექსტის დაწერა და შესწორება ენის გაკვეთილებზე შეიძლება, გაზეთის გაფორმება და დიზაინი კი – ხელოვნების გაკვეთილზე. შეიძლება ერთ-ერთმა კლასმა ითავოს გაზეთის მომზადება და სხვა კლასის მოსწავლეები, რომლებიც განსაკუთრებით დაინტერესდებიან, რედაქტირების პროცესში ჩართონ.
საჭირო იქნება გარკვეული დრო სასკოლო გაზეთის გამოცემის მერე, რათა სხვა მასწავლებლებიც დარწმუნდნენ, რომ ასეთი პროექტის განხორციელება ღირს.
სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ
მედიაწიგნიერება სამოქალაქო განათლების მიზნის (აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბება) მისაღწევი ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ქვემოთ წარმოდგენილია მედიაწიგნიერების ძირითადი ასპექტები:
- საკომუნიკაციო კომპეტენცია ეხება ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარების მანერას. სოციალური რეალობა, თავისთავად, არ არსებობს; მას განსაზღვრავენ ადამიანები, სოციალური ინტერაქციის მეშვეობით. სხვა სიტყვებით, სოციალური რეალობა იქმნება კომუნიკაციით. საკომუნიკაციო კომპეტენცია იწყება მშობლიური ენის შესწავლით და ვითარდება ამ კომპეტენციის საჯარო გამოყენების დროს.
- თითოეული ადამიანი იბადება საკომუნიკაციო კომპეტენციით, თუმცა მას სჭირდება პრაქტიკა და დახვეწა.
- მედიაწიგნიერება საკომუნიკაციო კომპეტენციის ნაწილია. ჩვენ ვგულისმობთ მედიის სხვადასხვა საშუალებას, რომლის გამოყენებასაც ვარჯიში სჭირდება. ბეჭდვითი მედია, მათ შორის სასკოლო გაზეთი, არის ყოველდღიური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალება, რომელსაც მოსწავლეები უნდა იცნობდნენ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს არის მედიაწიგნიერებისთვის საჭირო მხოლოდ ერთი ელემენტი.
თავი 7. სასკოლო გაზეთი
როგორ იქმნება მედია?
გაკვეთილის სახელწოდება | სწავლის მიზანი | მოსწავლის დავალება | საჭირო მასალა | მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა |
გაკვეთილი 1: გაზეთები ჩვენ გარშემო |
მოსწავლეებს ვაცნობთ ბეჭდვითი მედიის სხვადასხვა ფორმას; მათ ესმით განსხვავებები შინაარსობრივ სტრუქტურაში. | მოსწავლეები აგროვებენ და აანალიზებენ გაზეთებსა და ჟურნალებს, რომლებსაც მათ თემში ხალხი ეცნობა. მოსწავლეები შედეგების საილუსტრაციოდ პოსტერს ამზადებენ. | გაზეთები, მაკრატლები, წებო, დიდი ზომის ფურცლები. | ჯგუფური მუშაობა |
გაკვეთილი 2: ჩვენი გაზეთი საუკეთესოა… არ მეთანხმებით? |
მოსწავლეები იაზრებენ, თუ როგორია კარგი გაზეთი ან ჟურნალი; მათ უყალიბდებათ საკუთარი შეხედულებები, ღირებულებები და ინტერესები. | მოსწავლეები აფასებენ ჯგუფურ პრეზენტაციებს და თანხმდებიან კომპრომისებზე. | წინა გაკვეთილზე მომზადებული პრეზენტაციები. მატრიცა დაფაზე ან ფლიპჩარტზე. | ჯგუფური პრეზენტაციები, დისკუსიები და შეფასება. |
გაკვეთილი 3: ჩვენ საკუთარ სასკოლო გაზეთს გამოვცემთ |
მოსწავლეები ჯგუფურად თანხმდებიან თემებზე და მიზნებზე. ისინი თავიათნი გუნდის წევრებთან თანამშრომლობენ, საკუთარი იდეებისა და კომპეტენციების გაზიარების მიზნით. | მოსწავლეები თანხმდებიან ერთობლივი გაზეთის სტრუქტურაზე. ისინი ახდენენ იმ თემების იდენტიფიკაციას, რაც მათი სკოლისათვის მნიშვნელოვანია და ამზადებენ სტატიებს გაზეთის სხვადასხვა ნაწილისათვის. | ხელმისაწვდომი მატერიალური რესურსების გათვალისწინებით, მზაობა იმისათვის, რომ მომზადდეს ხელნაწერი ტექსტები, კომპიუტერზე დაბეჭდილი მასალა, ან ციფრული ფოტოები. | ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება, ჯგუფური მუშაობა. |
გაკვეთილი 4: ჩვენი პირველი გამოცემა! |
მოსწავლეები იაზრებენ, თუ რა საკითხებთანაა დაკავშირებული სასკოლო გაზეთის გაგრძელების პროექტი. მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება. | მოსწავლეები აყალიბებენ საკუთარ შეხედულებებს პროექტის შესაძლო გაგრძელების შესახებ. | დაფა ან ფლიპჩარტი. | დისკუსია. |
- გაკვეთილი 1: გაზეთები ჩვენ გარშემო
ვის ინფორმირებაზე მუშაობენ ისინი. როგორ ახორციელებენ სამიზნე ჯგუფის ინფორმირებას. რა ინფორმაციას ავრცელებენ. სწავლის მიზანი მოსწავლეებს ვაცნობთ ბეჭდვითი მედიის სხვადასხვა ფორმას; მათ ესმით...
- გაკვეთილი 2: ჩვენი გაზეთი საუკეთესოა... არ მეთანხმებით?
რა აქცევს გაზეთს კარგ გაზეთად? სწავლის მიზანი მოსწავლეები იაზრებენ, თუ როგორია კარგი გაზეთი ან ჟურნალი; მათ უყალიბდებათ საკუთარი შეხედულებები, ღირებულებები და ინტერესები....
- გაკვეთილი 3: ჩვენ საკუთარ სასკოლო გაზეთს გამოვცემთ
რა შეიძლება და რა არ შეიძლება, როცა საქმე ეხება სასკოლო გაზეთს სწავლის მიზანი მოსწავლეები ჯგუფურად თანხმდებიან თემებზე და მიზნებზე. ისინი თავიათნი გუნდის...
- გაკვეთილი 4: ჩვენი პირველი გამოცემა!
რას ვაკეთებთ შემდეგ? სწავლის მიზანი მოსწავლეები იაზრებენ, თუ რა საკითხებთანაა დაკავშირებული სასკოლო გაზეთის გაგრძელების პროექტი. მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება....
- დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის
მედიაწიგნიერების განვითარების სამი განზომილება 1. პირველი განზომილება: მედიის შეფასება მედიის შეფასების ცნება შეიძლება შეჯამდეს ძველი ბერძნული ზმნით (krinein), რომელიც,,განსაზღვრას“ ნიშნავდა და შეეხებოდა ცოდნისა...
- მოსწავლის სამუშაო ფურცელი 7.1: როგორ იწერება სტატია
სტატიის სტრუქტურა 1. სათაური სტატიას სჭირდება სათაური. სათაურის ფუნქციაა, გააღვივოს მკითხველის ინტერესი იმდენად, რომ სტატიის წაკითხვა მოუნდეს. გაზეთის მკითხველი თვალს ავლებს გაზეთს...