რა ტიპის წესები სჭირდება საზოგადოებას?

ID_5599

საზოგადოების ეფექტური და სამართლიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კანონების არსებობა. კანონები სხვადასხვა სიტუაციას და თითქმის ყველა ადამიანს მიესადაგება. გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვები, რომლებიც კანონის წინაშე პასუხისმგებელნი არ არიან მანამ, სანამ გარკვეულ ასაკს არ მიაღწევენ.

არსებობს სამოქალაქო და სისხლის სამართალი. სამოქალაქო სამართალი ადამიანებსა და ადამიანის ჯგუფებს შორის დავების მოგვარებას ეხება. სისხლის სამართალი იმ ქმედებებს არეგულირებს, რომლებიც, სახელმწიფოს ხედვით, აღსაკვეთია.

კანონები არასოდესაა იდეალური. კანონებს ქმნიან ადამიანები. ზოგჯერ აუცილებელია კანონებში ცვლილებების შეტანა, რადგან ისინი ძველდება და ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მიმართ არაეფექტური ან უსამართლო ხდება.

სამართალი ყოველთავის უკავშირდება პოლიტიკას, რადგან კანონები იქმნება და იცვლება სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქეს აქვს კანონების მიმართ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ კანონი ერთნაირად ეხებოდეს ყველა მოქალაქეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა. ამ ცნებას კანონის უზენაესობის სახელით მოიხსენიებენ.

და ბოლოს, კანონები ადამიანის უფლებებს უნდა შეესაბამებოდეს; უნდა იყოს სამართლიანი და არ უნდა წარმოადგენს დიქტატურის ან ჩაგვრის იარაღს. შესაბამისად, დემოკრატიული სისტემების უმეტესობა ეყრდნობა დაწერილ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვას და ქვეყანაში მოქმედ კანონებზე მაღლა დგას. ზოგ ქვეყანაში მოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს უკანასკნელი განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის კანონი კონსტიტუციას.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

გაკვეთილთა ეს სერია დაეხმარება მოსწავლეებს:

  • უკეთესად გაიაზრონ სამართლის ცნება და მისი მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში;
  • აღიარონ, რომ სამართლის მთავარი ამოცანაა ხალხის დახმარება და საზოგადოების დაცვა;
  • გაიაზრონ და პატივი სცენ კანონის უზენაესობის პრინციპს;
  • გაიგონ მეტი საკუთარი ქვეყნის იურიდიულ სისტემაზე.

თავი 8. წესები და კანონები

რა ტიპის წესები სჭირდება საზოგადოებას?

გაკვეთილის სახელწოდება სწავლის მიზანი მოსწავლის დავალება საჭირო მასალა მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

გაკვეთილი 1:

კარგი კანონი – ცუდი კანონი

იმ ფაქტორების გააზრება, რომლებიც კანონის სამართლიანობას უზრუნველყოფს

სკოლაში მოქმედი წესების განხილვა. კარგი წესების განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიკაცია.

კანონების განხილვა და იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც კანონს კარგ კანონად აქცევს.

ერთ-ერთ სფეროში მოქმედი კანონების განხილვა, მაგალითად, ალკოჰოლის მაკონტროლებელი კანონმდებლობა.

სკოლაში მოქმედი ახალი წესის ან კანონის განხილვა.

ორი ბარათი თითოეული მოსწავლისათვის – ერთს აწერია ,,ა” (მწვანედ), ხოლო მეორეს – ,,ბ” (წითლად). სამუშაო ფურცელი – ალკოჰოლთან დაკავშირებული კანონმდებლობა თქვენს ქვეყანაში.

მარკერები და დიდი ზომის ქაღალდი თითოეული ჯგუფისათვის.

ფლიპჩარტი ან დიდი ზომის ქაღალდი,რომელიც ფლიპჩარტის ფუნქციას შეასრულებს.

მცირე ჯგუფებში მუშაობა. დისკუსია.

გაკვეთილი 2:

რა ასაკში?

იმის გამოკვლევა, თუ როგორ მიესადაგება კანონი ახალგაზრდებს?

იმ ასაკის განსაზღვრა, რომლის გადაბიჯების შემდეგაც ახალგაზრდას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ზრდასრულთა აქტივობებში.

განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად მისაღებია ახალგაზრდებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა.

სამი წარწერა ასოებით ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” გაკრულია კლასის სხვადასხვა კედელზე.

მოსწავლის სამუშაო ფურცელ 8.1-ის ასლები (თითო ასლი ყოველ ორ მოსწავლეზე). მარკერი და დიდი ზომის ფურცელი ყოველ 4-6 მოსწავლეზე.

წყვილებში მუშაობა. მცირე ჯგუფებში მუშაობა. დისკუსია.

გაკვეთილი 3:

თქვენ ხართ კანონმდებელი

განხილვა იმისა, საჭიროა თუ არა, დავსაჯოთ ახალგაზრდები, რომლებიც კანონს არღვევენ. იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა, როგორი უნდა იყოს სასჯელი. დანაშაულზე სათანადო სასჯელის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი ფაქტორების გაანალიზება. მოთხრობა და მასწავლებლის დამხმარე მასალა. მცირე ჯგუფებში მუშაობა. დისკუსია.

გაკვეთილი 4:

მტკიცებულებები

სასამართლოში მტკიცებულების წარმოდგენის წესების გააზრება განხილვა იმისა, თუ რა ტიპის მტკიცებულებები უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ. სადისკუსიო ბარათები (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  8.2) 4-6 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფებისათვის. მცირე ჯგუფებში მუშაობა. დისკუსია.