როგორ უნდა იყოს საზოგადოება მართული?

ID_5599

პოლიტიკა არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ადამიანთა საზოგადოება აღწევს შეთანხმებას ერთობლივი ცხოვრების ორგანიზაციის საკითხებზე. ეს პროცესი მოიცავს როგორც მოლაპარაკებასა და დაყოლიებას, ისე საბოლოო გადაწყვეტილების მიღწევის მექანიზმებს, მაგალითად, ხმის მიცემას. პოლიტიკა გულისხმობს ძალაუფლებას, უფლებამოსილებასა და იძულებას იმისათვის, რომ აღსრულდეს კოლექტიური გადაწყვეტილებები.

პოლიტიკა წინასწარგანსაზღვრულია სახელმწიფო ინსტიტუტებითა და იმ ურთიერთობებით, რაც სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის არსებობს. ეს ურთიერთობები სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვა ფორმას იღებს, როგორებიცაა: მონარქია, დემოკრატია, ტოტალიტარული წყობა.

დემოკრატიული წყობის პირობებში, მოქალაქეებს აქვთ პოლიტიკური თანასწორობა. კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება ხორციელდება ხმის მიცემით;  შეიძლება ხმას აძლევდნენ მოქალაქეები, ან მათ მიერ არჩეული წარმომადგენლები. დემოკრატიული პოლიტიკა მხოლოდ ხმის მიცემის პრინციპით არ შემოიფარგლება. საგულისხმოა დებატებისა და განხილვის კულტურა, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

დემოკრატიულ წყობაში აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირება და მოქალაქეთა მიერ საკუთარი პასუხისმგებლობების ჯეროვნად შესრულება. ასევე, საყურადღებოა დემოკრატიულ ქვეყანაში ინდივიდუალური დაწესებულებების (მაგალითად, სკოლების) დემოკრატიული მართვის საკითხები.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

გაკვეთილთა ეს სერია დაეხმარება მოსწავლეებს:

  • გაიაზრონ სახელმწიფოს მართვის სხვადასხვა ფორმა და მათი მიმართება მოქალაქეებთან;
  • უკეთ გააცნობიერონ მთავრობის ფუნქციები და მოქალაქეთა პასუხისმგებლობები;
  • გაეცნონ დემოკრატიული მმართველობისათვის დამახასიათებელ პროცესებს;
  • უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ საკუთარ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სისტემაზე.

ეს გაკვეთილი მოიცავს საშინაო დავალებას, რომელიც მოსწავლეებს ამ მიზნების მიღწევას გაუადვილებს. შესაძლოა, კლასში იყოს ძალიან ბევრი შეკითხვა, მსჯელობა და ახსნა-განმარტება. მასწავლებლის გადასაწყვეტია, დაუმატებს თუ არა ამ თემას კიდევ ერთ, მეხუთე გაკვეთილს. დროის ნაკლებობის შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია, წერილობითი დავალებები მოსთხოვოს მოსწავლეებს, გაასწოროს ისინი და სათანადო შენიშვნებით დაუბრუნოს უკან .

ამ ტიპის დაგეგმარება განხილულია მე-4 გაკვეთილში.

თავი 9: მთავრობა და პოლიტიკა

როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველობა?

გაკვეთილის სახელწოდება სწავლის მიზანი მოსწავლის დავალება საჭირო მასალა მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

გაკვეთილი 1:

ვინ არის პასუხისმგებელი?

მოსწავლეები იღებენ ცოდნას სხვადასხვა ტიპის მმართველობის შესახებ, მაგალითად, დემოკრატია და დიქტატორული წყობა. წარმოსახვითი საზოგადოების მაგალითზე, მოსწავლეები მსჯელობენ მმართველობის სისტემის სამართლიანობაზე. მოსწავლის სამუშაო ფურცელ 9.1-ის ასლები ყველა მოსწავლისათვის ქაღალდები და კალმები. მოთხრობა. წყვილებში მუშაობა. მთელი კლასის დისკუსია. ფორმალური დებატები.

გაკვეთილი 2:

თქვენ რომ პრეზიდენტი იყოთ

მოსწავლეებს შეუძლიათ, ახსნან მთავრობის პასუხისმგებლობები და ფუნქციები. მოსწავლეები წარმოიდგენენ, რომ ისინი ქმნიან მთავრობას. მათ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ განკარგავენ სახელწიფო სახსრებს. მოსწავლეები მსჯელობენ სოციალურ იდეალებზე, რომლის მიღწევაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. დიდი ზომის ქაღალდი, მარკერები და პატარა ფურცლები ყოველი 4-6 კაციანი ჯგუფისათვის. პოსტერები. პრეზენტაციები. მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა. მთელი კლასის დისკუსია.

გაკვეთილი 3:

მე და ჩემი ფუნქციები

მოსწავლეები სწავლობენ მოქალაქეთა მოვალეობებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოსწავლეები განიხილავენ მოქალაქეთა პასუხისმგებლობებს და იმ გზებს, რომელიც მოქალაქეებს დაარწმუნებდა, რომ საკუთარ პასუხისმგებლობებს მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ. სადისკუსიო ბარათები (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  9.2), დიდი ზომის ქაღალდი და მარკერები 4-6 მოსწავლისაგან შემდგარი თითოეული ჯგუფისათვის. პრეზენტაციები. მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა. მთელი კლასის დისკუსია.

გაკვეთილი 4:

მოსწავლეთა პარლამენტი

მოსწავლეები შეიმუშავებენ სკოლის მართვის კრიტერიუმებს და მართვის პროცესში მოსწავლეთა როლს განსაზღვრავენ. მოსწავლეები წარმოიდგენენ იმას, თუ როგორ იმუშავებდა მათი პარლამენტი. კითხვარი ყველა მოსწავლისათვის (მოსწავლის სამუშაო ფურცელი  9.3) დიდი ზომის ქაღალდი, მარკერები 4-6 მოსწავლისაგან შემდგარი თითოეული ჯგუფისათვის. პრეზენტაციები. ინდივიდუალური მუშაობა. მცირე ზომის ჯგუფებში და მთელი კლასის დისკუსიები.