მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – საგაკვეთილო გეგმები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალი საფეხურისათვის…

Read More…

მოცემული სახელმძღვანელო განკუთვნილია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში მოღვაწე მასწავლებლებისთვის, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოების რედაქტორებისა და სასწავლო პროგრამების სპეციალისტებისთვის. სახელმძღვანელოში შესულია დაახლოებით ოთხ-ოთხი გაკვეთილისგან შემდგარი ცხრა თავი, რომელთაგან თითოეული ეძღვნება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ერთ ძირითად ცნებას. თითოეული გაკვეთილის გეგმა მოიცავს გაკვეთილის ჩატარების შესახებ დეტალურ რეკომენდაციებს, მასალას მოსწავლეებისთვის და საცნობარო ინფორმაციას მასწავლებლებისთვის.  ამგვარად, სახელმძღვანელო წარმოადგენს დამხმარე საშუალებას დამწყები მასწავლებლებისთვის  და ასევე იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც გადიან გადამზადებას დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში.  გამოცდილ მასწავლებლებს მოცემული სახელმძღვანელო აძლევს საშუალებას, ისარგებლონ მასში მოცემული მოსაზრებებითა და მასალით. სახელმძღვანელო განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალი (მე-10 – მე-12 კლასები) საფეხურისთვის და წარმოადგენს ერთი სრულ სასწავლო წელზე გათვლილ სასწავლო პროგრამას. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული თავისთავად დასრულებულ თემას წარმოადგენს, სახელმძღვანელო ასევე იძლევა მოსწავლეებისთვის თემების შერჩევითი პრინციპით მიწოდების საშუალებას.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსწავლეების აღზრდა აქტიურ მოქალაქეებად, რომლებსაც აქვთ სურვილი და უნარი, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ ამოცანებსა და მოსწავლეთა აქტივობას. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალი საფეხურისთვის განკუთვნილ ამ სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია ძირითადი კომპეტენციების გამომუშავება-განვითარებაზე, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დინამიკური, პლურალური საზოგადოების გამოწვევები მიიღონ. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი კონცეფციები მოიაზრება, როგორც მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის საშუალებები.

$vol_num
რედაქტორები

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი, ვილტრუდ ვეიდინგერი

ავტორები

პიტერ კრაფი

ტომი (4)

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნები I –VI დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების პროცესი, ცნებები, მეთოდები და მოდელები

კორექტურა

ნათია ნაცვლიშვილი

თარჯიმანი

მაია გვიტიძე