გაკვეთილი 1: შეხედულებები საკუთარ არჩევანზე და იდენტობაზე
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 1: მონაწილეობა საზოგადოებაში » თავი 1: ინდივიდუალობა » გაკვეთილი 1: შეხედულებები საკუთარ არჩევანზე და იდენტობაზევის აზრს ვიზიარებ?
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას. სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით. მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს. მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას. დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი. |
|
კომპეტენციების დაუფლება | საკუთრი თვალსაზრისისა და არჩევანის განსაზღვრა. |
სწავლის მიზანი | ჩვენი არჩევანით სხვებს ვამცნობთ თუ ვინ ვართ, და ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს პიროვნებაზე. |
მოსწავლეთა ამოცანა | მოსწავლეები ირჩევენ ციტატას და ასახელებენ თავიანთი არჩევანის მიზეზს. |
მასალა და რესურსები | მასალა მასწავლებლებისთვის 1.1, ციტატების ფურცელი დაჭრილი ცალკეულ ციტატად, მომზადებული გაკვეთილის დაწყებამდე. |
მეთოდი | ჯგუფური სამუშაო. პლენარული განხილვა. |
დროის ბიუჯეტი | 1. მოსწავლეები აკეთებენ არჩევანს. 15 წთ. |
2. მოსწავლეები ასახელებენ საკუთარი არჩევანის მიზეზებს. 15 წთ. | |
3. მოსწავლეები ერთმანეთის არჩევანს ადარებენ და ფიქრობენ საკუთარ არჩევანზე. 10 წთ. |
ინფორმაციაგაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეები აკეთებენ არჩევანს და არჩევანის გაკეთების თემას საკუთარი პირადი გამოცდილების მაგალითზე ეცნობიან. ეს ინდივიდუალობის რთული ცნებისადმი პრაქტიკულ მიდგომას წარმოადგენს, ნაცვლად თეორიული მიდგომისა, რაც მოსწავლეებს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ინდივიდუალობის ცნება არ არის განყენებული ცნება, არამედ, პრაქტიკულად პირდაპირ კავშირშია მათ ცხოვრებასთან. გაკვეთილზე ჭარბობს მოსწავლეებს შორის კომუნიკაცია. მოსწავლეების სახით დაფისკენ განლაგება არაპროდუქტული იქნება, ამიტომ, თუ საკლასო ოთახი ამის საშუალებას იძლევა მოსწავლეები განალაგეთ კედლების გასწვრივ ნახევარწრის ფორმით. |
გაკვეთილის აღწერა
1. მოსწავლეები აკეთებენ არჩევანს
მოსწავლეები აყალიბებენ კონტექსტს
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თემას. მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, ყოველდღიურად, ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს და ვიღებთ გადაწყვეტილებებს – რა მაგალითების მოყვანა შეუძლიათ მოსწავლეებს? მოსწავლეები პასუხობენ და მოჰყავთ მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან. მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს, რომ მოსწავლეები საუბრობენ მხოლოდ გადაწყვეტილებებზე და სიღრმისეულად არ განიხილავენ დეტალებს, არ საუბრობენ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმაზე, თუ რამ განაპირობა მათ მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. გაკვეთილის პირველი ხუთი წუთის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს უნდა მიეცეს საუბრის საშუალება. მასწავლებელმა შემდგომ უნდა განიხილოს მათ მიერ მოყვანილი მაგალითები; იგი ადგენს მოსწავლეების პასუხებში რა თანაფარდობაა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა (სენდვიჩის ყიდვა, საუზმეზე რაიმე ცხელი სასმელის მირთმევა) და ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, როგორიცაა სამუშაოს არჩევა. მასწავლებელი აღნიშნავს, თუ რა ტენდეციები გამოიკვეთა მოსწავლეების არჩევანში.
მოსწავლეები ირჩევენ ციტატებს
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ ისინი მოისმენენ ციტატებს, რომელთა ავტორები სხვადასხვა ეპოქის და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. მოსწავლეების ამოცანა შემდეგში მდგომარეობს:
- მოსწავლეები ირჩევენ ციტატას, რომელსაც ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან.
- მოსწავლეები, რომელთაც ერთი და იგივე ციტატა შეარჩიეს, ქმნიან მცირერიცხოვან ჯგუფს (არაუმეტეს ექვსი მოსწავლისგან შემდგარს) და ერთმანეთს უზიარებენ ამ ციტატის შერჩევის მიზეზებს. ჯგუფები ირჩევენ სპიკერს.
- ხუთი წუთის შემდეგ, ეწყობა პლენარული რაუნდი, სადაც ყოველი ჯგუფის სპიკერი მოკლე განცხადებას აკეთებს მისი ჯგუფის არჩევანთან დაკავშირებით, კითხულობს ციტატას და ასახელებს მოსწავლეების მიერ განხილულ მიზეზებს, თუ რატომ ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან ისინი მოცემულ ციტატას. თუ ჯგუფის წევრებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ მოცემულ ციტატასთან დაკავშირებით, სპიკერი საკუთარ მოხსენებაში ამ განსხვავების შესახებაც საუბრობს.
მასწავლებელი მთელ კლასში მერხებზე ჩამოარიგებს ციტატებს, რომლებიც ცალ-ცალკე ფურცელზეა მოცემული, მოსწავლეები, რომელთაც გადაეცათ ციტატა, ხმამაღლა კითხულობენ მას მთელი კლასის გასაგონად. შემდეგ მოსწავლეები შეუდგებიან თავიანთი დავალების შესრულებას. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მათ. თუ ჯგუფი მრავალრიცხოვანი გამოვიდა, მასწავლებელი მას მცირერიცხოვან ჯგუფებად ყოფს. წინასწარ უნდა იყოს მომზადებული ციტატების ასლები, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის გადასაცემად. მასწავლებელი ინიშნავს, რომელი ციტატები აირჩიეს მოსწავლეებმა და რომელი არ აირჩიეს. მასწავლებელი ვერ მოისმენს მოსწავლეების მიერ ციტატების განხილვას, ვინაიდან მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ და რამდენიმე მათგანი ერთდროულად ისაუბრებს, ასე რომ, კლასში იქნება ხმაური, სწორედ ისე, როგორც კლიენტებით სავსე კაფეში.
2. მოსწავლეები ასახელებენ საკუთარი არჩევანის მიზეზებს
სპიკერები აკეთებენ განცხადებებს
მასწავლებელი მოსწავლეებს აუწყებს, რომ მათი დავალების პირველი ეტაპი ამოიწურა და მოუწოდებს მათ მოაწყონ პლენარული სხდომის რაუნდი, რომელსაც მასწავლებელი გაუწევს თავმჯდომარეობას. მოსწავლეები თავთავიანთ ჯგუფებად უსხედან საკუთარ მერხებს, სპიკერები რიგრიგობით საუბრობენ. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი ახსენებს სპიკერებს, ისაუბრონ იმ მიზეზებზე, თუ რატომ გააკეთა მათმა ჯგუფმა არჩევანი (შეარჩია ესა თუ ის ციტატა). მოსწავლეებს შეუძლიათ მოითხოვონ მეტი ინფორმაცია. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, რომ დისკუსია არ გაიმართოს მანამ, სანამ ყველა სპიკერი არ დაასრულებს თავის გამოსვლას.
მასწავლებელი და მოსწავლეები ადგენენ მოსაზრებათა გრაფიკულ გამოსახულებას ჩანაწერის სახით
სანამ შემდეგი სპიკერი გამოვა სიტყვით, მასწავლებელი მსმენელებს სთხოვს შეაჯამონ წინა გამომსვლელის მიერ ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი განცხადებები, მაგალითად „ჩვენ მიერ გაკეთებულ არჩევანთაგან უმეტესობას ვერ შევცვლით“, ან „როდესაც ვაკეთებთ არჩევანს, ჩვენ ვსარგებლობთ პიროვნების თავისუფლების უფლებით“. მასწავლებელი ან მოსწავლე ახარისხებს მსგავს განცხადებებს მარტივი გრაფიკული გამოსახულების სახით (მაგალითი იხ. ქვემოთ).
3. მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ და აანალიზებენ თავიანთ არჩევანს.
მოსწავლეები კითხულობენ მოსაზრებათა გრაფიკული გამოსახულების ჩანაწერს – მრავალი არჩევანის დოკუმენტი
მოსაზრებათა გრაფიკული გამოსახულების ჩანაწერი ამ გაკვეთილის დამასრულებელი ეტაპის წარმატებით წარმართვაში გვეხმარება.
მასწავლებელი სვამს ერთ სააზროვნო კითხვას, რომელზეც მოსწავლეებს მრავალი განსხვავებული პასუხი შეიძლება ჰქონდეთ, ვინაიდან ისინი ექსპერტების როლში გამოდიან: სპიკერებმა დაასრულეს თავიანთი მოხსენებები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მოსწავლეები სხვადასხვა ციტატებზე, რომლებიც არჩევანის გაკეთებას ეხება. ჯგუფები შედგა თავად მოსწავლეების არჩევანის მიხედვით – აქედან გამომდინარე, რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია მოსწავლეებზე, გრაფიკული გამოსახულებით თუ ვისარგებლებთ?
მოსწავლეებს სჭირდებათ დრო მოსაფიქრებლად. მათ ეს დრო უნდა მიეცეთ – რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე მოსწავლეებით სავსე კლასი, რომლებიც ჩუმად ფიქრობენ და აზროვნებენ? ამიტომ ნუ ვიჩქარებთ ამ პროდუქტიული ეტაპის დასრულებას მაშინვე, როგორც კი პირველი მოსწავლე გამოთქვამს თავის მოსაზრებაზე საუბრის სურვილს. ამის შემდეგ, რამდენიმე მოსწავლეს სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა მივცეთ. მოსწავლეები გამოთქვამენ მრავალ განსხვავებულ მოსაზრებას, და ეს განსხვავებული მოსაზრებები იქნება პროდუქტი იმ კონტექსტისა, რომელიც თავად მოსწავლეებმა შექმნეს თავიანთი არჩევანითა და როგორც დააფიქსირეს მოსაზრებათა გრაფიკული გამოსახულების შედგენისას.
დასკვნა: ძირითადი მოსაზრებები
მასწავლებლის ამოცანაა დაასრულოს გაკვეთილი ძირითად მოსაზრებათა შეჯამებით. ამ მოსაზრებების ჩამოყალიბება შესაძლებელია პირდაპირ ან რამდენიმე განცხადების სახით, რომელსაც ლაიტმოტივად გასდევს ეს ძირითადი მოსაზრება. მასწავლებელი წერს დაფაზე ან დაიტანს ფლიპჩარტზე რამდენიმე ძირითად სიტყვას, რომელიც დასკვნის შინაარსს ესადაგება:
- ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი, საუბრობდნენ რა არჩევანზე.
- მოსწავლეებმა გააკეთეს სხვადასხვა არჩევანი, სხვადასხვა მიზეზებისდა გამო (ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი):
- პირადი გამოცდილება;
- ღირებულებები;
- სქესი;
- ზრუნვა სხვებზე, პასუხისმგებლობა;
- ადამიანის უფლებები;
- …
- მოსწავლეთა არჩევანი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი განსხვავებული პიროვნებები არიან – მათ მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რას წარმოადგენენ ისინი – მათი ინდივიდუალობის შესახებ.