ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მაღალი საფეხურისათვის

წინასიტყვაობა მასწავლებლებისათვის

პასუხისმგებლობის აღება – ყოვლისმომცველი პერსპექტივა

ჩვენ მუდმივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როგორც მნიშვნელოვანს ასევე უმნიშვნელოს. რას მივირთმევთ დღეს საუზმეზე? მანქანით წავიდეთ თუ ავტობუსით? რომელ პარტიას მივცე ხმა? რა საქმიანობას მივყოფ ხელს სკოლის დამთავრების შემდეგ?

ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ერთ არჩევანს და უარს ვამბობთ სხვაზე. და მიუხედავად იმისა, ვათვითცნობიერებთ თუ არა ამას, ჩვენი გადაწყვეტილება გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე. ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა გადავწყვიტოთ ან მოვიმოქმედოთ, ყოველთვის იქნება განსჯის საგანი, ვინაიდან არსებობს სხვა ალტერნატივა, რომელზეც შეიძლება არჩევანი შეგვეჩერებინა.

პასუხისმგებლობის აღება გულისხმობს, ამ ალტერნატივების და ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგთა გათვალისწინებას. ამ თვალსაზრისით, პასუხისმგებლობის აღება არის პერსპექტივა, რომელიც მოიცავს ზედმიწევნით ყველაფერს, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთებთ – ჩვენ პირად ცხოვრებაში, ჩვენს ურთიერთობებში ოჯახთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და მთლიანად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით.

პასუხისმგებლობის აღება – ადამიანის უფლება და გამოწვევა

გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვსარგებლობთ ადამიანის უფლებით – იყოს თავისუფალი. თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და  უნდა ავირჩიოთ, რომელი პრინციპებით გვინდა ვიხელმძღვანელოთ. თავისუფლება გულისხმობს, რომ ჩვენ მარტო, დამოუკიდებლად გვიწევს გადაწყვეტილების მიღება და, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის აღება სირთულეებთან არის დაკავშირებული. არსებობს გარკვეული კომპეტენციები და უნარები, რომელიც გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და რომელიც გამომუშავებას ექვემდებარება. მოცემული თავის მიზანს მოსწავლეებისთვის სწორედ ამ კომპეტენციების სწავლება და გამომუშავება წარმოადგენს.

მოსწავლეებს მოუწევთ ერთობლივად განიხილონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც რეალურ ცხოვრებაში მარტოს გვიწევს – სხვადასხვა სირთულის დილემიდან გამოსავლის ძიება, არჩევანის გაკეთება და პრიორიტეტების განსაზღვრა.

პასუხისმგებლობისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა

ის, თუ როგორ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საუკეთესოდ ისწავლება და უფრო ადვილად გასაგები ხდება კონკრეტულ სიტუაციებში, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა დილემა – ვინაიდან იგი გადაწყვეტილების შედეგების ზედმიწევნით და გულისყურით განსჯას მოითხოვს.

ღია, სეკულარულ და პლურალისტულ საზოგადოებაში, ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ არსებობს ღირებულებების ჩარჩო, რომელზეც საზოგადოების ყველა წევრი თანხმდება – ამგვარი ჩარჩოს არსებობა მნიშვნელოვანია საზოგადოების სტაბილურობისთვის. ამრიგად ჩვენ მოლაპარაკების საფუძველზე უნდა შევთანხმდეთ პასუხისმგებლობის აღებისას რა წარმოადგენს ჩვენ საერთო ფასეულობებს.

პასუხისმგებლობის აღება გამოწვევა და სწავლის მუდმივი პროცესია; ამ თვალსაზრისით, მოცემულ თავში პასუხისმგებლობა განხილულია კონსტრუქტივისტული მიდგომით.

რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ პასუხისმგებლობის შესახებ სწავლებისას და როგორ ავიცილოთ თავიდან ეს სირთულეები

პასუხისმგებლობის შესახებ სწავლებისას შეიძლება წავაწყდეთ ორი სახის სირთულეს – აბსტრაქტული მორალიზაცია და ინდოქტრინაცია.

მორალიზაცია გულისხმობს „კარგ მოქალაქეობაზე“ საუბარს, კონკრეტული საკითხის გათვალისწინების გარეშე. მოსწავლეები ეცნობიან იმას, რომ პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ მათ სურვილზეა დამოკიდებული. მათთვის არ არის ცნობილი, თუ რა სირთულეებს შეიძლება უკავშირდებოდეს პასუხისმგებლობა, და რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზეზების ჩამოყალიბება და სხვებისთვის გაზიარება, რომელიც მათ არჩევანს უდევს საფუძვლად.

ინდოქტრინაციის სირთულეს აწყდება მასწავლებელი, რომელიც ცდილობს მოსწავლეებს თავს მოახვიოს გარკვეული ღირებულებები. მათი მხრიდან ასეთი მოქმედება დაუშვებელია, და რა ფასეულობებიც არ უნდა წამოაყენოს მან, მოსწავლეები შეეცდებიან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ისინი და გააბათილონ (მოახდინონ მათი დეკონსტრუირება).

ამ სირთულეების თავიდან ასაცილებლად, მოცემულ თავში ყურადღება გამახვილებულია ძირითად ამოცანაზე, რომელიც მოსწავლეებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას აძლევს. მასწავლებელი მხოლოდ ხელმძღვანელობს და ეხმარება მათ.

მოსწავლეები განიხილავენ თუ როგორ გადაწყვიტონ დილემა. მაგალითები მოსწავლეთა ყოველდღიური ცხოვრებიდან არის აღებული და ამგვარად მოსწავლეები ექსპერტთა როლში გამოდიან.

მოსამზადებელი სამუშაო

რეკომენდებულია მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად იმუშაოს დასახულ ამოცანაზე (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 2.1 – 2.4 და მასალა მასწავლებლებისთვის 2.1 – 2.3). ამგვარად მასწავლებელი უკეთ გაერკვევა სწავლის შესაძლებლობებსა და იმ სირთულეებში, რომელსაც მისი მოსწავლეები შეიძლება წააწყდნენ. შედეგი, თავისთავად – გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ გადაიჭრას დილემა – რა თქმა უნდა არ არის „მართებული“ პასუხი, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოქმედებს სუბიექტური მიდგომა საკითხისადმი, რაც მოსწავლეებმა შეიძლება გაიზიარონ ან არ გაიზიარონ.

კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან

რას გვიჩვენებს ეს ცხრილი

წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა გვიჩვენებს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება მეორე თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე, სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ მეორე თავში სჭირდებათ?

როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?

მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებს გაკვეთილის დასაგეგმად.

  • ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – ანალიზი, მედიის რეფლექსიური გამოყენება და პასუხისმგებლობა.
  • მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთი და იგივე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში. ამ შემთხვევაში, მასწავლებელი ირჩევს რამდენიმე თავს და კომბინირებულად აწვდის მათ მოსწავლეებს.
თავი  კომპეტენციის განვითარების განზომილებები მიდგომები და ღირებულებები
პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
2 პასუხისმგებლობა

დილემის აღქმა

გადაწყვეტილების შედეგების ანალიზი

პრიორიტეტების განსაზღვრა და მიზეზების ჩამოყალიბება

ყურადღებით განხილვა და გაანალიზება

გადაწყვეტილების მიზეზებისა და კრიტერიუმების გაზიარება

გადაწყვეტილების მიღება არასრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე

მარცხის რისკის გაცნობიერება

სხვადასხვა მიდგომის გამოყენება

სხვათა ინტერესებისა და უფლებების აღიარება

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული საზოგადოება

1 ინდივიდუალობა გააზრება იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი არჩევანი სხვებზე სხვადასხვა მიდგომის გამოყენება
4 კონფლიქტი მდგრადი განვითარების პრობლემა მოლაპარაკების სტრატეგიები კონფლიქტის მოგვარება
6 მთავრობა და პოლიტიკა პოლიტიკა – პრობლემების გადაწყვეტისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესი
7 თანასწორობა დემოკრატიის კულტურული განზომილების აღიარება უმრავლესობისა და უმცირესობის უფლებათა დარეგულირება ურთიერთაღიარება

თავი 2: მონაწილეობა, პასუხისმგებლობის აღება

თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას

გაკვეთილის თემა კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი მოსწავლის ამოცანა მასალა და რესურსები მეთოდი

გაკვეთილი 1

მეგობრის დაკარგვის რისკი თუ წესის დარღვევა?

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენცია: არჩევანის გაკეთება და მიზეზების განსაზღვრა.

ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს მიერ ყოველდღიურად გაკეთებულ არჩევანზე.

დილემის ცნება და პასუხისმგებლობა.

მოსწავლეები ფიქრობენ ყოველდღიურ დილემურ სიტუაციებში მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე და ერთმანეთს უზიარებენ არჩევანის მიზეზებს.

მასალა მასწავლებლებისთვის 2.1 და 2.2.

მასალა მოსწავლეებისათვის 2.1 და 2.2.

პლენარული განხილვა, ლექცია, ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილი 2 და 3

რას მოიმოქმედებდი?

გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენცია: დილემიდან გამოსავლის ძიება.

ჩვენ განსხვავებულ არჩევანს ვაკეთებთ, როცა დილემის წინაშე ვდგებით. ამგვარად ჩვენ ვსარგებლობთ ადამიანის უფლებით იყოს თავისუფალი.

მოსწავლეები განიხილავენ დილემის მაგალითებს და იხსენებენ საკუთარ გამოცდილებას.

მასალა მოსწავლეებისთვის 2.1 – 2.4.

მასალა მასწავლებლებისთვის 2.2.

ფლიპჩარტები და მარკერები.

ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილი 2 და 3

რას მოიმოქმედებდი?

პასუხისმგებლობის აღება გულისხმობს დილემასთან გამკლავებას – ინფორმაციის შეგროვებას, შედეგების გათვალისწინებას, პრიორიტეტების განსაზღვრას, გადაწყვეტილების მიღებას. მოსწავლეები განიხილავენ დილემის მაგალითებს და იხსენებენ საკუთარ გამოცდილებას.

მასალა მოსწავლეებისთვის 2.1 – 2.4.

ფლიპჩარტი, მარკერები.

ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილი 4

რა არის ჩვენი საერთო ღირებულებები?

მსჯელობა კრიტერიუმებსა და ღირებულებებზე.

დემოკრატიული საზოგადოება ემყარება საერთო ღირებულებებს.

ადამიანის უფლებები გვაწვდის ღირებულებათა იმ ჩამონათვალს, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ.

მოსწავლეები არჩევენ დილემის მაგალითს, თავიანთი გადაწყვეტილებების შესახებ აკეთებენ მოხსენებებს, ერთმანეთს ადარებენ და განიხილავენ საკუთარ პრიორიტეტებს.

მასალა მასწავლებლებისთვის 2.2

წინა გაკვეთილზე მომზადებული ფლიპჩარტი, მარკერები.

მასალა მოსწავლეებისთვის 2.5; ან ფლიპჩარტზე დატანილი ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

გეგმის ერთობლივი შემუშავება.

პრეზენტაციები.

დისკუსია.