გაკვეთილი 1: წესის დარღვევა თუ მეგობრის დაკარგვის რისკი?
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 1: მონაწილეობა საზოგადოებაში » თავი 2: პასუხისმგებლობა » გაკვეთილი 1: წესის დარღვევა თუ მეგობრის დაკარგვის რისკი?ველგან დილემას ვაწყდებით
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას. სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით. მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს. მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას. დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი. |
|
კომპეტენციების დაუფლება | პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენცია: არჩევანის გაკეთება და მიზეზების განსაზღვრა. |
სწავლის მიზანი |
ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს მიერ ყოველდღიურად გაკეთებულ არჩევანზე. დილემის ცნება და პასუხისმგებლობა. |
მოსწავლეთა ამოცანა | მოსწავლეები ფიქრობენ ყოველდღიურ დილემურ სიტუაციებში მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე და ერთმანეთს უზიარებენ არჩევანის მიზეზებს. |
მასალა და რესურსები |
მასალა მასწავლებლებისთვის 2.1 და 2.2. მასალა მოსწავლეებისათვის 2.1 და 2.2. |
მეთოდი | პლენარული განხილვა, ლექცია, ჯგუფური სამუშაო. |
დროის ბიუჯეტი | 1. მოსწავლეები ცდილობენ თავი გაართვან ყოველდღიურ დილემებს. 10 წთ. |
2. მოსწავლეები ეცნობიან დილემის ანალიზის ხერხს. 20 წთ. | |
3. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს სკოლის ტესტის მაგალითზე. 10 წთ. |
ინფორმაციამოცემულ გაკვეთილში მოსწავლეები ეცნობიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება. საცდელ ეტაპზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მათ უწევთ პასუხისმგებლობის აღებაზე გადაწყვეტილების მიღება და ისინი ეცნობიან დილემის ცნებას. ინდუქციური მიდგომით მასწავლებელი მთელ კლასს აქტიურად რთავს გაკვეთილის მსვლელობაში. რამდენიმე წუთში უკვე ყველა მოსწავლე ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადაჭრას დილემა, რომელიც მათთვის კარგად არის ცნობილი, რადგან მაგალითი სკოლის ყოველდღიური ცხოვრებიდან არის აღებული. პირველი გაკვეთილი ეძღვნება ძირითად თემას – დილემიდან გამოსავლის ძიებას, არჩევანის გაკეთებას და ამ არჩევანთან დაკავშირებული პრიორიტეტების განსაზღვრას. დამატებითი თემის შემოტანის ნაცვლად, შემდეგ გაკვეთილებზე უფრო ღრმად არის განხილული დილემის გადაჭრის თემა. ამ სახელმძღვანელოში მოცემული ყველა სხვა თავის მსგავსად, ეს თავიც კონკრეტული საკითხისადმი დიდაქტიკური მიდგომის პრინციპს ეფუძნება – „ვაკეთოთ ცოტა, მაგრამ ხარისხიანად“. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვირჩევთ ცოტას და ვტოვებთ ბევრს, ჩვენი გამოცდილებაა. ყველაზე შედეგიანია სწავლის პროცესის ინტენსიურობა და არა ექსტენსიურობა. |
გაკვეთილის აღწერა
ეტაპი 1: მოსწავლეები ფიქრობენ ყოველდღიურ სიტუაციებში მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე
მასალა მასწავლებლებისთვის 2.1
მასწავლებელი ამცნობს მოსწავლეებს, რომ ისინი ახალი თავის და შესაბამისად ახალი თემის განხილვას უნდა შეუდგნენ და უკითხავს მათ შემდეგ მაგალითს.
წარმოიდგინეთ, შემდეგი სიტუაცია. თქვენს კლასში ტარდება ტესტირება ისტორიაში. თქვენ კლასში ერთ–ერთი საუკეთესო მოსწავლე ხართ და თქვენც კი ეს ტესტი რთულად მიგაჩნიათ. უკანა მერხზე მჯდომი თქვენი მეგობარი გეხმიანებათ და გთხოვთ აჩვენოთ თქვენი პასუხები. თქვენ კარგად გესმით, რომ მსგავსი საქციელი ტესტის დროს იკრძალება და როგორც თქვენი მეგობარი, ასევე თქვენც მკაცრი სასჯელის მიღების საფრთხის წინაშე დგებით, იმ შემთხვევაში, თუ მეგობრის თხოვნას დააკმაყოფილებთ. რას მოიმოქმედებთ? მეგობრის დაკარგვას ამჯობინებთ, თუ წესის დარღვევას? |
მასწავლებელი ამ კითხვას, რომელიც გაკვეთილის თემას უკავშირდება წერს დაფაზე ან ფლიპჩარტზე.
იგი მოსწავლეებს შეახსენებს, რომ მათი პასუხი ან დადებითი ან უარყოფითი უნდა იყოს – არ არსებობს ალტერნატიული ან შუალედური გამოსავალი, მოსწავლეებს ერთმანეთში აზრთა გაცვლა–გამოცვლის უფლება არა აქვთ. შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს ხელის აწევით დაადასტურონ თავიანთი გადაწყვეტილებები. მოსწავლეების პასუხები – რამდენი მათგანი ირჩევს მეგობრის დაკარგვის რისკს და რამდენი მათგანი წესის დარღვევას – მასწავლებელს გადააქვს დაფაზე ან ფლიპჩარტზე.
იმართება განხილვა. მოსწავლეები ასახელებენ საკუთარი არჩევანის მიზეზებს და რამდენიმე წუთის შემდეგ მასწავლებელს ამ განხილვის შედეგებიც დაფაზე გადააქვს. მოსალოდნელია, მოსწავლეებმა წამოაყენონ შემდეგი არგუმენტები:
მეგობრის დაკარგვას ამჯობინებთ, თუ წესის დარღვევას? |
|
დადებითი პასუხი (X რაოდენობა) კარგი მეგობრები ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს. სხვა შემთხვევაში შეიძლება მისი დახმარება მე დამჭირდეს. ჩვენ ერთმანეთის დახმარება გვჭირდება. თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ ეს სამყარო ცივი და მიუსაფარი იქნება, სადაც არავის ადარდებს სხვისი ბედი. … |
უარყოფითი პასუხი (Y რაოდენობა) მისთვის, ვინც კანონმორჩილია წესის დარღვევა უსამართლობაა. წესის დარღვევით მე ჩემს საკუთარ თავს ვუქმნი საფრთხეს. მეგობარმა მსგავს რისკზე წასვლა არ უნდა მომთხოვოს. მეგობრის დაკარგვის საფრთხე იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ერთგული მეგობარი გყავს. შეიძლება აუხსნა მეგობარს, რატომ ვერ ეხმარები და ისიც გაგიგებს და პატივს სცემს შენს გადაწყვეტილებას. … |
ეტაპი 2: მოსწავლეები ეცნობიან დილემის ანალიზის საშუალებას
მასალა მოსწავლეებისთვის 2.1 და 2.2.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალა მოსწავლეებისთვის 2.1 და 2.2 და აცნობს მათ დილემის ცნებას (მასალა მოსწავლეებისთვის 2.1) მოკლე ლექციის საშუალებით. მოსწავლეების მიერ წამოყენებული არგუმენტები ერთგულების სხვადასხვა აღქმას გამოხატავს: ან ჩემი მეგობრის ერთგული ვრჩები და ნებისმიერი რისკის ფასად ვეხმარები მას, როცა იგი მთხოვს, ან წესების ერთგული ვრჩები, მეგობრის დაკარგვის რისკის ფასად, ვინაიდან სკოლის არსებული წესები ტესტის დროს ყველას თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს. მიზეზები, რომელიც მოსწავლეებმა დაასახელეს – ან, რომელსაც მოსალოდნელია რომ დაასახელებენ – უკავშირდება ღირებულებებს: როგორ ესმით მათ მეგობრობა, ერთგულება, დახმარებისათვის მზადყოფნა, სამართლიანობა, წესებისა და კანონებისადმი მორჩილება.
მოცემულ სიტუაციაში ისინი იძულებულნი არიან უღალატონ ორიდან ერთ ერთგულების პრინციპს და იმ ღირებულებებს, რომელიც მათ უდევს საფუძვლად – დგანან რა მეგობრის დაკარგვის და რეპუტაციის შელახვის რისკის წინაშე ან სასჯელის და ტესტში ცუდი შედეგის მიღების და იმ წესის დარღვევის რისკის წინაშე, რომელსაც ისინი რეალურად ემხრობიან. ამ ტიპის სიტუაციას, როდესაც ნებისმიერი შენი არჩევანი მხოლოდ ზიანს მოიტანს და საიდანაც არ არსებობს კარგი გამოსავალი, დილემა ეწოდება. მოყვანილი მაგალითი ტიპური დილემაა:
- კომპრომისი შეუძლებელია. უნდა განსაზღვრო რა არის შენთვის პრიორიტეტული.
- დროში იმდენად ხარ შეზღუდული, რომ უნდა მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება, რაც ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრების საშუალებას გართმევს.
- შენს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლი მოგვიანებით, ასე რომ მისი შედეგები შეუქცევადია.
- შენ იღებ გადაწყვეტილებას – შენც და სხვებსაც მოგიწევთ შემდგომ შედეგებთან გამკლავება.
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწორედ ისე, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს, ჩვენ მუდმივად ვდგევართ დილემის წინაშე. მსგავსი დილემების მოგვარება ძნელია წამოჭრილი საკითხის სირთულისა და დროის სიმცირის გამო.
თუმცა დილემის გადაჭრა და პასუხისმგებლობის აღება, გარკვეულწილად, უნარის ფლობას მოითხოვს, რომელიც გამომუშავებას ექვემდებარება. უნარის გამომუშავებას რამდენიმე გაკვეთილი ეძღვნება, სადაც მოსწავლეები განიხილავენ დილემის მაგალითებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებენ.
მასალა მოსწავლეებისთვის 2.2 მოსწავლეებს აწვდის იმ საშუალებებს, რომელიც მათ დილემასთან გამკლავებაში დაეხმარება. მოსწავლეებს ეძლევათ დავალება: ეს საშუალებები მიუსადაგონ სკოლის ტესტის მაგალითს. მოსწავლეებს ეძლევათ დაახლოებით 5–10 წუთი, რათა აირჩიონ ერთიდან სამ კითხვამდე, რომელიც მათი აზრით რელევანტური და სასარგებლოა და კარგად გააანალიზონ ეს კითხვები. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და პლენარულ რაუნდზე ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მიზეზები. მოსწავლეები მუშაობენ სამ ან ოთხკაციან ჯგუფებად.
ეტაპი 3: მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს სკოლის ტესტის მაგალითის თაობაზე
დასკვნით პლენარულ რაუნდზე, თითოეული ჯგუფის სპიკერი წარმოადგენს მისი ჯგუფის გადაწყვეტილებას და საუბრობს იმ პრიორიტეტებზე, რომელმაც მისი ჯგუფი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მასწავლებელი თავმჯდომარეობს სხდომას და ყურადღებას ამახვილებს მოსწავლეების მიერ შერჩეულ კითხვებსა და კრიტერიუმებზე.
გაკვეთილის დასასრულს, მასწავლებელი საუბრობს ამ კრიტერიუმებზე, რითაც მოსწავლეებს უყალიბდებათ წარმოდგენა, თუ რომელ პრიორიტეტებს იზიარებენ ისინი და რა განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. აანალიზებენ რა იმ პრიორიტეტებს, რომლებმაც ისინი საკუთარ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, მოსწავლეები იღებენ პასუხისმგებლობას.