მასალა მასწავლებლებისთვის 2.1: როგორ გამოვიყენოთ დილემის ანალიზში დამხმარე საშუალება

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 1: მონაწილეობა საზოგადოებაში » თავი 2: პასუხისმგებლობა » მასალა მასწავლებლებისთვის 2.1: როგორ გამოვიყენოთ დილემის ანალიზში დამხმარე საშუალება

(მასალა მოსწავლეებისთვის 2.2): ნიმუში

წინასიტყვაობა შეიცავს რჩევას მოსწავლეებისთვის, შეარჩიონ რამდენიმე კითხვა და კარგად დაფიქრდნენ ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე მოცემულ ნიმუშში განხილულია რამდენიმე კითხვა მოსწავლეთათვის განკუთვნილი მასალიდან, მაგრამ არ არის აუცილებელი მასწავლებელმა აირჩიოს ჩვენს მიერ შემოთავაზებული კითხვა ან განიხილოს იგი ჩვენს მიერ შემოთავაზებული მიდგომით. ამ ნიმუშში გაცილებით მნიშვნელოვანია მეთოდი, ვიდრე აზრის განვითარება–ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ ჩვენ არ გთავაზობთ გადაწყვეტილებას.

მაგალითი # 4: რომელი ბანანი ვიყიდო? (მასალა მოსწავლეებისთვის 2.2)

 

1. მოიპოვე ინფორმაცია.

ვინ არის მონაწილე?

რა სურთ მათ? (რაში მდგომარეობს მათი მოთხოვნები, მიზნები და ინტერესები?)

ვინ არის მონაწილე? მიზნები და ინტერესები
მე, როგორც მყიდველი იაფი საქონლის შეძენა.
ხარისხიანი საქონლის შეძენა.
სუპერმარკეტი მყიდველის მოზიდვა.
მოგება.
ვაჭრობა ურთიერთხელსაყრელობის პრინციპზე ბანანის მწარმოებელი მცირე მეწარმეების დახმარება
ბანანის მწარმოებლები ოჯახის სარჩენი საშუალებების მოპოვება.
ხარისხიანი პროდუქტის გაყიდვა.
წარმოების გაფართოვება.

რაში მდგომარეობს პრობლემა/დილემა?

იაფი ბანანის შეძენა ძვირი ბანანის შეძენა

იაფი ბანანის შეძენა დამეხმარება დავზოგო ფული, რომელსაც სხვა მიზნებისთვის გამოვიყენებ.

დახმარების არ გაწევა იმ ხალხისთვის, ვისი მომავალიც, ნაწილობრივ, ჩემს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ჩემში სინდისის ქენჯნას იწვევს.

თუ შევიძენ ბანანს, რომელიც მეტი ღირს, ამით დავეხმარები ბანანის მწარმოებელ მცირე მეწარმეებს.

გააჩნია, რამდენად მეტი ფასის გადახდა მომიწევს.

რა კავშირი აქვს ამ შემთხვევას ჩემთან?

მე ვმონაწილეობ გლობალური ბაზრის მართვაში. ჩემი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა ვიყიდო, პირდაპირ გავლენას ახდენს სხვათა მომავალზე.

რა ინფორმაციას არ ვფლობთ – რა არის ჩვენთვის გაუგებარი?

მე პირდაპირ ვმონაწილეობ გლობალური ბაზრის მართვაში. ჩემი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რა ვიყიდო, პირდაპირ გავლენას ახდენს სხვათა მომავალზე. ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ ერთმანეთის შესახებ და ჩვენი ქმედებებით, იმით, თუ რას მოვიმოქმედებთ, კავშირი გვაქვს ერთმანეთთან.

მე არ ვიცი რამდენად არიან დამოკიდებული მეწარმეები ჩემს დახმარებაზე. შესაძლოა სხვა მყიდველმა უკვე კილოობით შეიძინა მათი ბანანი, მაგრამ შეიძლება არც შეუძენია.

რა შედეგს მივიღებთ, თუ მოვიპოვებთ ინფორმაციას, რომელსაც არ ვფლობთ?

რეალურ ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიღება, მსგავს სიტუაციაში მყისიერად ხორციელდება. მე მჭირდება საკვები, გადაწყვეტილება უნდა მივიღო იმისდა მიუხედავად, რომ არ ვფლობ სრულ ინფორმაციას; ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი, არამედ ჩვეული მოვლენაა.

2. გაანალიზე შედეგები.

რა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს?

რა შედეგს მოიტანს თითოეული ეს არჩევანი და ვისთვის …?

არჩევანი არჩევანი 1:
იაფი ბანანის შეძენა
არჩევანი 2:
ძვირი ბანანის შეძენა
მე როგორც მყიდველი

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია ან მცირეა ჩემი შემოსავალი, სხვაობა საგრძნობი არ იქნება და კომპენსაცია შესაძლებელია ერთ ჰამბურგერზე ან ერთ ფილა შოკოლადზე უარის თქმით.

სხვა შემთხვევაა, თუ მე ვალი მაქვს და ყველანაირად უნდა ვეცადო შევამცირო ჩემი ხარჯები.

ბანანის მწარმოებლები რჩება დახმარების გარეშე. მოკრძალებული დახმარება, მასშტაბური ეფექტით (ვაჭრობა ურთიერთხელსაყრელობის პრინციპზე)
სუპერმარკეტი არ გაგვაჩნია ზუსტი მონაცემები, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენს მიერ ბანანის შეძენით სუპერმარკეტი მოგებას ნახავს ნებისმიერ შემთხვევაში, იაფ ბანანს შევიძენთ თუ ძვირს.
ვაჭრობა ურთიერთხელსაყრელობის პრინციპზე არანაირი სარგებელი ურთიერთხელსაყრელობის პრინციპზე ვაჭრობისთვის. სარგებელი ურთიერთხელსაყრელობის პრინციპზე ვაჭრობისთვის.

3. ჩამოაყალიბე შენი პრიორიტეტები.

რამდენად მაქვს გაცნობიერებული ჩემი გადაწყვეტილების შედეგები?

მე არ გამაჩნია სრულყოფილი სურათი და ვერ შევძლებ მის მოპოვებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პრიორიტეტად არ დავისახე სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, დავჯერდე იმ მწირ ინფორმაციას, რომელსაც სხვები მაწვდიან, ამ შემთხვევაში ვაჭრობა ურთიერთხელსაყრელობის პრინციპზე. ინფორმაცია კი, რომელსაც მე ვფლობ არის, რომ ჩემს მიერ გაღებული უმნიშვნელო თანხაც კი დიდად წაადგება განვითარებად ქვეყნებში ბანანის წარმოებით დაკავებულ მცირე მეწარმეებს.

რომელი მორალური თუ რელიგიური პრინციპებია ჩემთვის მნიშვნელოვანი?

ეს კითხვა განსაკუთრებულია და ჩვენ ჩვენი მრწამსის შესაბამისად შეგვიძლია გავცეთ პასუხი.

ჩემი გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ კეთდება თუ მექნება საშუალება შემდგომში შევცვალო იგი?

მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მრავალჯერ მექნება. დღეს შეიძლება გადავწყვიტო ვიყიდო ძვირი ბანანი, ხვალ – იაფი. მე შემიძლია გავაანალიზო ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილების შედეგს ვეღარ შევცვლი.

4. მიიღე გადაწყვეტილება.

აუცილებელია ერთი მიზნის მიღწევაზე გავამახვილო ყურადღება და უარი ვთქვა სხვა მიზნებზე?

აუცილებელია. თქვენ ყიდულობთ იაფ ან ძვირ ბანანს და არა ორივეს ერთად. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ იყიდოთ ცოტაოდენი იაფი და ცოტაოდენი ძვირი ბანანი, არადამაჯერებლად ჟღერს.

მოცემულ პირობებში, რას მკარნახობს ინტუიცია? რომელი გადაწყვეტილებაა ჩემ პიროვნებასთან ყველაზე ახლოს?

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი ინტუიცია, შესაძლოა, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გზამკვლევი იყოს და შეიძლება, ხშირად უფრო სანდოც გამოდგეს, ვიდრე ხანგრძლივი განსჯა და ფიქრი. ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ვგრძნობთ რომ უმჯობესი იქნება. პასუხისმგებლობის აღება, ამგვარად, გულისხმობს ჩვენს მცდელობას გავაანალიზოთ და ხანდახან შევცვალოთ ის, რასაც ინტუიცია გვკარნახობს.