თევზჭერის კონფლიქტი

როგორ გადავწყვიტოთ მდგრადი განვითარების დილემა?

წინასიტყვაობა მასწავლებლებისათვის

1. რაზეა საუბარი ამ თავში?

მოცემულ თავში საუბარია საერთო რესურსების მართვის პრობლემაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირები, რომლებიც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობენ, კომპანიები და მოქალაქეები ვერ გადაჭრიან ამგვარ პრობლემებს, ამან შეიძლება სერიოზულ კონფლიქტი და ომიც კი გამოიწვიოს.

ამ საკითხის თვალსაჩინოებისთვის, წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია ყოველდღიური ცხოვრებიდან: კინოთეატრში, რომელიც სავსეა მაყურებლებით, დაბალი სიმაღლის ადამიანის მხედველობის არე შეზღუდულია, რადგან მის წინ მაღალი, 1.90 მეტრი სიმაღლის ადამიანი ზის. დაბალი ადამიანი ფეხზე დგება. მაგრამ ამჯერად მხედველობის არე ეზღუდება სხვა მაყურებელს, ასე რომ, ისინიც ფეხზე დგებიან. საბოლოოდ, კინოთეატრში ყველა მაყურებელი ფეხზე დგას, მაგრამ მხედველობის არე ისევ ყველასთვის შეზღუდულია, უფრო მეტიც, მათ დისკომფორტს ისიც დაემატა, რომ სკამებზე კომფორტულად ჯდომის ნაცვლად, მათ ახლა ფეხზე მდგომთ უწევთ ფილმის ყურება. სინამდვილეში, სიტუაცია ამჯერად უფრო უსამართლოა ვიდრე მანამდე, რადგან დაბალ ადამიანებს არაფრის დანახვა აღარ შეუძლიათ.

ამ მაგალითს ბევრი საერთო აქვს რესურსების მართვის „დიდ“ პრობლემასთან, როგორიცაა, მაგალითად ჭარბი რაოდენობით თევზჭერის პრობლემა. ამგვარი პრობლემების გადაჭრა რთულია, ვინაიდან მათ ორი განზომილება გააჩნიათ, როგორც კინოთეატრის მაგალითი გვიჩვენებს:

  1. რა წესი სჭირდებათ მაყურებლებს იმისთვის, რომ არავის მხედველობის არე არ იყოს შეზღუდული?
    (საკითხი.)
  2. როგორ უნდა მოხდეს ამ წესის გატარება, თუ მას რომელიმე მაყურებელი დაარღვევს?
    (ინსტიტუციური განზომილება)

ჭარბი რაოდენობით თევზჭერის გარდა, რესურსების მართვის „დიდი“ პრობლემის მაგალითებია: გლობალური დათბობა, ბირთვული ნარჩენების თავიდან მოშორება და მიწისქვეშა წყლის რესურსის ჭარბი რაოდენობით მოხმარება. მსგავს პრობლემებში ძალიან ბევრი მხარის ინტერესებია ჩართული (საკითხის განზომილება). გლობალურ დონეზე, არ არსებობს ზესახელმწიფო, რომელსაც ექნება უფლება სუვერენულ სახელმწიფოს დაუდგინოს წესი (ინსტიტუციური განზომილება). მაგრამ ისეთი პრობლემები, როგორიცაა გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება დღითიდღე მძაფრდება და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა ლიდერებმა და მოქალაქეებმა, მსოფლიო მასშტაბით, ძალისხმევა უნდა მოიკრიბონ, რათა მიაგნონ გამოსავალს.

თევზჭერის თამაშში მოყვანილია ჭარბი რაოდენობით თევზჭერის პრობლემა, მდგრადი განვითარების საკითხთან მიმართებაში, პრობლემის პირველი განზომილება. ინსტიტუციური განზომილების დამატებით, ამოცანა მოსწავლეებისთვის ზედმეტად გართულდებოდა; თუმცა, ინსტიტუციურ განზომილებას შეიძლება შევეხოთ, თუ თევზჭერის თამაშს გავავრცობთ და დავუკავშირებთ მას მეხუთე თავს. ამ არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მეხუთე თავის წინასიტყვაობა.

2. თევზჭერის თამაში

თევზჭერის თამაში ამ თავის ძირითადი ამოცანაა, სადაც პრაქტიკული სწავლის მიდგომაა გამოყენებული. მოსწავლეების წინაშე დგას პრობლემა და მათ უნდა მოახერხონ ამ პრობლემის გადაჭრა შეზღუდულ დროში, როგორც ეს ხშირად ხდება რეალურ ცხოვრებაში. მოსწავლეებს მე–3 და მე–4 გაკვეთილებზე მოუწევთ საკუთარი გამოცდილების შეჯამება.

თევზჭერის თამაშის დროს, მოსწავლეების წინაშე დგას საერთო რესურსების მართვის პრობლემა. თამაშის სცენარი მარტივია. მოსწავლეები იყოფიან ოთხ ჯგუფად და ასრულებენ მეთევზეთა როლს, რომლებიც ტბის განაპირა სოფლებში ცხოვრობენ. ტბაში არსებული თევზის მარაგი მათი საერთო რესურსი და შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მოსწავლეები მყისვე ხვდებიან, რომ მათ საერთო ინტერსში შედის ჭარბი რაოდენობით თევზჭერის თავიდან არიდება.

თუმცა სოფლებში არ მოქმედებს არანაირი წესი, არ არსებობს არანაირი დაწესებულება, მაგალითად მეთევზეთა საზოგადოების საბჭო, სადაც მხარეებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ და განიხილონ მათი საერთო პრობლემა. მეთევზეებისთვის ისიც კი არ არის ცნობილი, რა რაოდენობის თევზის დაჭერა შეუძლიათ მათ ისე, რომ არ ავნონ ტბაში თევზის პოპულაციის რეპროდუქციას. მოსწავლეთა ამოცანას წარმოადგენს, გაანალიზონ ყველა ეს პრობლემა და მიიღონ შესაბამისი ზომები პრობლემების გადასაჭრელად.

მასწავლებელი უძღვება თამაშს. თამაშის დაწყებამდე, მონაწილეები მიიღებენ ორაზროვან ინსტრუქციას: „დაიჭირეთ იმდენი თევზი, რამდენიც შეგიძლიათ.“ ეს ინსტრუქცია ორნაირად შეიძლება იქნეს გაგებული:

  • „როგორც ცალკე გუნდმა – მაქსიმალურად გაზარდეთ თქვენი შემოსავალი.“ (მოკლევადიანი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფა.)
  • „როგორც საზოგადოებამ – დაიჭირე იმდენი თევზი რამდენიც შეგიძლია, ისე რომ მომალავშიც შეძლო სარგებელი მიიღო იგივე საქმიანობით.“ (გრძელვადიანი მდგრადი განვითარება.)

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეები მოკლევადიანი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფაზე იწყებენ ზრუნვას. ზოგიერთი ჯგუფი ნაკლებ თევზს იჭერს და მალევე აღმოაჩენს, რომ ისინი არამარტო ღარიბდებიან, არამედ არაკოორდინირებული ძალისხმევით, თევზის პოპულაციის გადარჩენასაც ვერ ახერხებენ. სცენარი სწრაფად ვითარდება და ტბაში არსებული თევზის მარაგი ამოწურვის საფრთხის წინაშეა, უთანასწორობა მდიდარსა და ღარიბ სოფლებს შორის ღრმავდება. თამაშში მონაწილე მოსწავლეებს ენთუზიაზმი უღვივდებათ, ვინაიდან დასაწყის ეტაპზე იკვეთება წარმატებულები და წარუმატებლები, სანამ საბოლოოდ ყველა სიღატაკეში არ აღმოჩნდება ჩაფლული.

მოსწავლეები საფრთხის წინაშე არიან:

  • მათ ერთობლივი ძალისხმევა სჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად.
  • მათ შორის უნდა შედგეს კომუნიკაცია.
  • მათ უნდა მოიპოვონ ინფორმაცია თევზის პოპულაციის რეპროდუქციის შესახებ და შეიმუშავონ თევზჭერის სამომავლო განვითარებისთვის საჭირო სქემა.
  • მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ მათ სჭირდებათ ინსტიტუციური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს კონტროლს, რათა მათ მიერ თევზის პოპულაციის გადასარჩენად შეთანხმებული წესები ყველამ ზედმიწევნით დაიცვას.
  • და ბოლოს, ისინი უნდა შეთანხმდნენ დაჭერილი თევზის რაოდენობის სამართლიანად განაწილების წესზე.

თევზჭერის თამაშის დროს, რაც არ უნდა მარტივი ჩანდეს იგი თავისი სიუჟეტით, მოსწავლეები წვდებიან 21–ე საუკუნის გლობალური საკითხების სიღრმეებს. მოსწავლეები, ასევე, გამოცდილებით ეცნობიან, თუ რას გულისხმობს პოლიტიკა – ისეთი მწვავე პრობლემების გადაჭრას, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და ზოგჯერ მთელ კაცობრიობას.

3. შეჯამება

მოსწავლეებმა შეიძლება წარმატებით გაართვან თავი ზოგიერთი იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც მათ წინაშე დგას, შეიძლება წარუმატებლობა განიცადონ. შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეებმა აუცილებელია შეიტყონ, რომ ამგვარი წარუმატებლობა მათში სირცხვილის გრძნობას არ უნდა იწვევდეს. ჯერ ერთი, რეალურ ცხოვრებაში, წარუმატებლობა უფრო ხშირია, ვიდრე წარმატება, და მეორე, თევზჭერის თამაშში მონაწილეობით, ისინი სასკოლო დავალებას კი არ ასრულებენ, არამედ რთული პოლიტიკური პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. წინასწარ არავინ იცის, რომელია პოლიტიკური პრობლემის მართებული გადაჭრის გზა; ჩვენ უნდა შევეცადოთ, მოვნახოთ ეს გზა.

თევზჭერის თამაშის პროცესში, მოსწავლეებს უჩნდებათ მთელი რიგი კითხვები, რომელთაგანაც ზოგიერთი მდგრადი განვითარების მოდელს უკავშირდება (მასალა მოსწავლეებისთვის 4.2):

  • რა არის თევჭერის ოპტიმალური დონე, რომელიც უზრუნველყოფს თევზის მდგრად რეპროდუქციას?
  • როგორ დავრწმუნდეთ, რომ წარმოების მაქსიმალურ მოცულობა (ეკონომიკური ზრდის მიზანი) და ტბაში თევზის პოპულაციის დაცვა (გარემოს დაცვის მიზანი) მუდმივად გასტანს, მომავალშიც შენარჩუნდება?
  • როგორ უნდა განხორციელდეს სამუშაოსა და მიღებული ნაწარმის სამართლიანი განაწილება მეთევზეთა საზოგადოებაში ოთხ სოფელს შორის?

მდგრადი განვითარების მოდელი (მასალა მოსწავლეებისთვის 4.2)

მდგრადი განვითარების მოდელი მოიცავს სამივე შეკითხვას. ეს შეკითხვები სამ ძირითად მიზანს უკავშირდება. ესენია: ეკონომიკური ზრდა, გარემოს დაცვა და სამართლიანი გადანაწილება, ეს მიზნები თავის მხრივ ორ განზომილებას, დროისა (დღევანდელ და მომავალ თაობათა ინტერესები) და სივრცის (გლობალური სივრცე –ჩრდილოეთი და სამხრეთი) განზომილებებს უკავშირდება.

მდგრადი განვითარების მოდელში აღწერილია როგორც დილემა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ერთი მხარე ცდილობს მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევას, მაგალითად, ნახოს მოგება რესურსების დაუდევრად მოხმარების ხარჯზე, ასევე მიზნების დარეგულირება, რომელიც მიიღწევა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად  წარმატებული სტრატეგიის შემუშავებით. მასალა მოსწავლეებისთვის 4.3 ეხმარება მოსწავლეებს გააანალიზონ „რაც შეიძლება მეტი თევზის დაჭერის“ მცდელობის შედეგები შემდეგი ორი თვალსაზრისით: ერთი მხარის მიერ დროებითი მოგების მიღება და მდგრადი განვითარების პერსპექტივა.

თამაშის პირობებში შესაძლებელია ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და მონაცემების ციფრებში გამოსახვა; მასწავლებელს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ასეთი მონაცემების მიწოდება მოსწავლეებისთვის (მასალა მოსწავლეებისთვის 4.4).

ამ ანალიზისას მოსწავლეებს უჩნდებათ კითხვა, რატომ არის რთული მდგრადი განვითარების მიღწევა ფართო მასშტაბით? და რისი გაკეთება შეუძლია ინდივიდუალურ მოქალაქეს ამ მიზნის მისაღწევად?

დამატებითი სამუშაოს ვარიანტები

1. მე–4 და მე–5 თავების შერწყმა

როგორც ადრე ავღნიშნეთ, მოსწავლეებმა შეიძლება განიხილონ, თუ რომელი ინსტიტუციური

სტრუქტურა მიესადაგება მეთევზეთა მოთხოვნილებას ყველაზე მეტად. ეს შეიძლება იყოს წესების სისტემა და ხელისუფლების ორგანო, რომელიც ამ წესების გატარებას უზრუნველყოფს, ან ურთიერთშეთანხმება თანაბარი უფლებების მქონე პირთა შორის. მოსწავლეებს შეუძლიათ განავრცონ თევზჭერის თამაში და გამოიყენონ მათ მიერ შერჩეული ინსტიტუციური სტრუქტურა, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება, რაც ამავდროულად იქნება ამ საშუალების გამოცდაც.

2. კვლევითი ამოცანა

ნათელია, რომ თევზჭერის თამაში განასახიერებს პოლიტიკურ საკითხებს, რომელიც დამახასიათებელია როგორც ადგილობრივი საზოგადოებებისთვის, ასევე  მსოფლიოსთვის, გლობალურ დონეზე. როგორც ავღნიშნეთ, მსგავსი საკითხების მაგალითებია: ნახშირორჟანგის ემისია, ჭარბი რაოდენობით თევზჭერა, ბირთვული ნარჩენების თავიდან მოშორება და მიწისქვეშა წყლის მარაგის ჭარბი რაოდენობით მოხმარება.

ამ საკითხებიდან ერთ-ერთის ან სხვა საკითხის კვლევა შესაძლებელია როგორც დამატებითი სამუშაოს სახით, ასევე კვლევითი პროექტის სახით. ამ შემთხვევაში მოსწავლეებს უტარდებათ დამატებითი გაკვეთილი, რომლის დროსაც ისინი მოხსენებას აკეთებენ საკუთარ აღმოჩენებზე და მსჯელობენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მათ მიერ გამოკვლეული პრობლემის მოსაგვარებლად.

კონფლიქტის ცნება

კონფლიქტი ყველა ჩვენგანს გამოუცდია და უმრავლესობისთვის ეს არასასიამოვნო გამოცდილებად რჩება. პლურალისტულ საზოგადოებაში, სხვადასხვა ინტერესისა და ღირებულების მატარებელ ადამიანთა შორის განსხვავება მატულობს, რაც კონფლიქტის წარმოშობის ალბათობას ზრდის.

პოლიტიკური საზოგადოებები კონფლიქტის მოგვარებისთვის გზების ძიების გამოწვევის წინაშე დგებიან. დემოკრატია არის სისტემა, რომელიც ცდილობს კონფლიქტს ცივილიზებული სახე მისცეს. იგი გვაწვდის ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც კონფლიქტი არაძალადობრივ ფორმას იღებს და სიტყვიერად მიმდინარეობს. არგუმენტების გაცვლა–გამოცვლა და განსხვავებულ ინტერესთა აშკარად გამოთქმა სასარგებლოც კი არის, რადგანაც ეს ქმნის იმის ნათელ სურათს, თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს რა მოთხოვნილებები და ინტერესები აქვს და ამათგან რომელი უნდა იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას.

პლურალისტულ საზოგადოებაში, რომელსაც დემოკრატიული კონსტიტუცია გააჩნია, კონფლიქტის მოგვარება ხორციელდება კომპრომისის საფუძველზე. ყველაზე მეტად ეს ესადაგება კონფლიქტს მწირი რესურსების განაწილების თაობაზე, როგორიცაა, შემოსავალი, დრო, წყალი და ა.შ. კონფლიქტები, რომლებიც იდეოლოგიას ეხება – განსხვავებული ღირებულებები, რელიგია და ა.შ. უფრო რთული მოსაგვარებელია კომპრომისის საშუალებით. ამ შემთხვევაში საჭიროა გამოიძებნოს მშვიდობიანი თანაარსებობის მეთოდი. კონფლიქტები, რომლებიც ინდივიდუალობას ეხება – კანის ფერი, ეთნიკური წარმოშობა – ვერ გვარდება, მაგრამ უნდა მოხდეს ამგვარი კონფლიქტების აღკვეთა, რასაც უზრუნველყოფს „ძლიერი სახელმწიფო“.

კონფლიქტის ალბათობა ყოველთვის არსებობს იქ და მაშინ, სადაც და როცა ადამიანებს უწევთ ერთმანეთთან ურთიერთობა. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პროცესში მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, რომ კონფლიქტი არის „ბუნებრივი“ მოვლენა და არ უნდა ჰქონდეთ მისი შიში. ისინი უნდა ფლობდნენ კონფლიქტის მოგვარების უნარს, მოლაპარაკების გზით და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებით – მზად უნდა იყვნენ, გაითვალისწინონ პერსპექტივები და სხვათა ინტერესები და უნდა იცავდნენ ყველას უფლებას, მონაწილეობდნენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში. მოცემული სახელმძღვანელო, აქედან გამომდინარე, მიზნად ისახავს, მოსწავლეებს გამოუმუშაოს კონფლიქტის მოგვარების უნარი. დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობას გულისხმობს.

კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან

რას გვიჩვენებს ეს ცხრილი

წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა გვიჩვენებს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება მეოთხე თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ მეოთხე თავში სჭირდებათ?

როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?

მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებს გაკვეთილის დასაგეგმად.

  • ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს, აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად, მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – პასუხისმგებლობის აღება, პრობლემის ანალიზი, მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის საჭირო უნარ–ჩვევები.
  • მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს, დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთსა და იმავე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ირჩევს რამდენიმე თავს და კომბინირებულად აწვდის მათ მოსწავლეებს.
თავი კომპეტენციის განვითარების განზომილებები მიდგომები და ღირებულებები
პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები

მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება

4 კონფლიქტი

კონფლიქტისა და დილემის ანალიზი

ურთიერთდამოკიდებულება

მდგრადი განვითარება

რთული პრობლემების იდენტიფიკაცია

მოლაპარაკება

კომპრომისი

პოლიტიკის კოორდინირება

დათმობაზე წასვლისთვის მზადყოფნა

პასუხისმგებლობა

2 პასუხისმგებლობა დილემის ანალიზი არჩევანის შედეგების გაანალიზება ურთიერთარიარება
3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი კონფლიქტის პოტენციალი პლურალისტულ საზოგადოებაში მოლაპარაკება
5 წესები და კანონი „წესები წარმოადგენენ  კონფლიქტის მოგვარების საშუალებებს“ პრობლემის ანალიზი და გადაწყვეტა კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭირო წესების ინსტიტუციური სისტემის შექმნა და გამოყენება
6 მთავრობა და პოლიტიკა პოლიტიკა –  პრობლემებისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღწერა და ანალიზი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საჯარო დებატებში მონაწილეობა
7 თანასწორობა კონფლიქტი უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ჯგუფთა ინტერესების დასარეგულირებელი საშუალების შექმნა სხვათა პერსპექტივების გათავისება
8 თავისუფლება ვერბალური კომუნიკაცია – კონფლიქტის ცივილიზებულად მოგვარების საშუალება კამათი კამათის სტრატეგიები „ვოლტერიანული შეხედულება“: აღიარება იმისა, რომ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობს ყველა

თავი 4: კონფლიქტი – თევზჭერის კონფლიქტი

როგორ გადავწყვიტოთ მდგრადი განვითარების პრობლემა?

გაკვეთილის თემა კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი მოსწავლის ამოცანა მასალა და რესურსები მეთოდი

გაკვეთილი 1

თევზჭერის თამაში (1)

კომპლექსური სიტუაციის ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება შეზღუდულ დროში.

მოსწავლეები ეცნობიან დილემას, რომელიც უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნებს.

მოსწავლეები ადგენენ პრობლემებს და მუშაობენ გადაწყვეტილების გზების ძიებასა და სტრატეგიის შემუშავებაზე.

კალკულატორი ან კომპიუტერი.

მასალა მასწავლებლებისთვის 4.1–4.4.

A 4 ფორმატის ფურცლები, მარკერები.

პრაქტიკული სწავლა.

გაკვეთილი 2

თევჭერის თამაში (2)

მოლაპარაკებები კომპრომისის თაობაზე.

ურთიერთდამოკიდებულება,

ინტერესთა კონფლიქტი.

მოსწავლეები აანალიზებენ კომპლექსურ პრობლემას.

მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთობლივი გადაწყვეტილების შემუშავებების მიზნით.

კალკულატორი ან კომპიუტერი.

მასალა მასწავლებლებისთვის 4.1–4.4.

A 4 ფორმატის ფურცლები, მარკერები.

პრაქტიკული სწავლა.

გაკვეთილი 3

როგორ დავიჭიროთ „რაც შეიძლება მეთი თევზი“?

ანალიტიკური აზროვნება: გამოცდილების დაკავშირება აბსტრაქტულ ცნებასთან ან მოდელთან.

მდგრადი განვითარების მიზნების მოდელი.

მოსწავლეები იხსენებენ გამოცდილებას, რომელიც მიიღეს თევზჭერის თამაშისას.

მასალა მოსწავლეებისთვის 4.2.

მასალა მოსწავლეებისთვის 4.3. (არასავალდებულო)

დეტალური მოხსენებები.

პლენალური განხილვა.

ინდივიდუალური სამუშაო.

გაკვეთილი 4

როგორ უზრუნველყოთ მდგრადი განვითარება?

ანალიზი და მასჯელობა: გამოცდილების განხილვა ცნებაზე დაფუძნებული ანალიზის საშუალებით.

სტიმული ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. სტიმულის ეფექტს აკონტროლებს წესები (გარეგანი ფაქტორი) ან პასუხისმგებლობა (თვითკონტროლი).

მოსწავლეები ცნებებს უკავშირებენ საკუთარ გამოცდილებას. მასალა მოსწავლეებისთვის 4.2.

პრეზენტაციები.

პლენალური განხილვა.

მასწავლებლის ინსტრუქციები.