მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება მოლაპარაკებები კომპრომისის თაობაზე.
სწავლის მიზანი ურთიერთდამოკიდებულება, ინტერესთა კონფლიქტი.
მოსწავლეთა ამოცანა

მოსწავლეები აანალიზებენ კომპლექსურ პრობლემას.

მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთობლივი გადაწყვეტილების შემუშავებების მიზნით.

მასალა და რესურსები

მასალა მასწავლებლებისთვის 4.1–4.4.

4.1 ფურცლები თითოეული ჯგუფისთვის ჩანაწერების გასაკეთლებად.

4.2 თევზის პოპულაციის რეპროდუქციის ცხრილი (მასწავლებლისთვის).

4.3 ცხრილი ჩანაწერების გასაკეთებლად (გამოყენებულია ფლიპჩარტი ან დაფა).

4.4 დიაგრამა ჩანაწერების გასაკეთებლად (გამოყენებულია ფლიპჩარტი ან დაფა).

კალკულატორი ან კომპიუტერი.

A 4 ფორმატის ფურცლები, მარკერები.

მეთოდი პრაქტიკული სწავლა.
დროის ბიუჯეტი 1. თევზჭერის თამაში (მე–4 რაუნდი). 7 წთ.
2. მოლაპარაკებები. 15 წთ.
3. თევზჭერის თამაში (მე–5–7 რაუნდი). 20 წთ.

 

ინფორმაცია

მოსწავლეები აგრძელებენ თევზჭერის თამაშს და ასრულებენ შემდგომ სამ ან ოთხ რაუნდს.

მეოთხე რაუნდის შემდეგ მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს, დაელაპარაკონ ერთმანეთს, თუ მათ შორის კომუნიკაცია ჯერ არ შემდგარა. თამაშის დრო ჩერდება, რათა მოსწავლეებს საშუალება მიეცეთ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები. მასწავლებელი განსაზღვრავს, რა დრო უნდა მიეცეს მოსწავლეებს ამ ამოცანის შესასრულებლად.

გაკვეთილის აღწერა

ეტაპი 1: მოსწავლეები თამაშობენ ერთ რაუნდს

მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს შედეგებს. თუ მოსწავლეები ინიციატივას გამოთქვამენ, გააგრძელონ თამაში, მასწავლებელი მათ ამისთვის გარკვეულ დროს აძლევს. მასწავლებელი აცხადებს, რომ ინტერვალები თევზაობის სეზონებს შორის 10 წუთით გაიზარდა.

ეტაპი 2: მოლაპარაკებები

მოსწავლეები სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან – ჭარბი რაოდენობით თევზჭერა – და მათ არ გააჩნიათ ინსტიტუციური ჩარჩო (კომუნიკაციის წესები, თევზაობის წესებისა და კონტროლის სისტემა და ა.შ.), რომელიც მათ დახმარებას გაუწევს ამ პრობლემის მოგვარებაში. ასე რომ, მათ თავად უნდა შექმნან იგი.

მასწავლებელმა მოსწავლეების დისკუსიაში მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს (არც მრჩეველის, არც კომენტატორის, არც თავმჯდომარის, არც ხელმძღვანელის და ა.შ. სახით), არამედ მხოლოდ თვალყური უნდა ადევნოს მათ. პრაქტიკული მეთოდის სწავლის შესაძლებლობებს, სწორედ პრობლემა იძლევა და სკოლის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში, მოსწავლეებმა ამ პრობლემებს დამოუკიდებლად უნდა გაართვან თავი.

ეტაპი 3: მოსწავლეები თამაშობენ სამ ფინალურ რაუნდს

მასწავლებელი მოუწოდებს მოსწავლეებს გააგრძელონ თამაში ჩვეულ ტემპში. მოლაპარაკების შედეგებიდან გამომდინარე, მოთამაშეებმა შეიძლება შეცვალონ თევზაობის თავიანთი სტრატეგია და, ამ შემთხვევაში, რეზულტატი იქნება თევზის მარაგის ამოწურვის საფრთხის თავიდან აცილება.