გაკვეთილი 3: როგორ დავიჭიროთ „რაც შეიძლება მეტი თევზი“?
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 2 – მონაწილეობა პოლიტიკაში: კონფლიქტის მოგვარება, პრობლემის გადაჭრა » თავი 4: კონფლიქტი » გაკვეთილი 3: როგორ დავიჭიროთ „რაც შეიძლება მეტი თევზი“?დეტალური მოხსენებები და შეჯამება
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას. სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით. მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს. მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას. დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი. |
|
კომპეტენციების დაუფლება | ანალიტიკური აზროვნება: გამოცდილების დაკავშირება აბსტრაქტულ ცნებასთან ან მოდელთან. |
სწავლის მიზანი | მდგრადი განვითარების მიზნების მოდელი. |
მოსწავლეთა ამოცანა | მოსწავლეები იხსენებენ გამოცდილებას, რომელიც მიიღეს თევზჭერის თამაშისას. |
მასალა და რესურსები |
მასალა მოსწავლეებისთვის 4.2. მასალა მოსწავლეებისთვის 4.3. (არასავალდებულო) |
მეთოდი |
დეტალური მოხსენებები. პლენალური განხილვა. ინდივიდუალური სამუშაო. |
დროის ბიუჯეტი | 1. დეტალური მოხსენებები: მოსწავლეები გამოდიან თამაშის დროს აღებული როლებიდან. 15 წთ. |
2. მოსწავლეები იკვლევენ შემდეგი ინსტრუქციის ორაზროვნებას: „ეცადე, დაიჭირო რაც შეიძლება მეტი თევზი“. 10 წთ. | |
3. მდგრადი განვითარების მიზნების მოდელი.15 წთ. |
ინფორმაციადეტალური მოხსენებები: მოსწავლეები გამოდიან თამაშიდან. ეს შეიძლება გარკვეულ ემოციებთანაც იყოს დაკავშირებული. მდგრადი განვითარების მიზნების მოდელისადმი ინდუქციური მიდგომა: მოსწავლეები მათ მიერ გაკეთებული დეტალური მოხსენებების საუძველზე აყალიბებენ მდგრადი განვითარების მოდელის მიზანთა კატეგორიებს. სავარჯიშო აბსტრაქტულ აზროვნებაზე. კონსტრუქტივისტული სწავლა: მოსწავლეები ქმნიან კონტექსტს, სადაც მათ სჭირდებათ მდგრადი განვითარების მოდელი. ისინი საკითხის ირგვლივ წამოჭრილი კითხვების მასწავლებლისთვის დასმის ნაცვად, ამ კითხვებზე პასუხებს შემაჯამებელ ეტაპზე ეძებენ. |
გაკვეთილის აღწერა
ეტაპი 1: დეტალური მოხსენებები
მოსწავლეები გამოდიან თევზჭერის თამაშიდან
მასწავლებელი ჩანაწერებს აკეთებს ფლიპჩარტზე ან დაფაზე, თავისუფალს ტოვებს მეორე სვეტს.
მოსწავლეები, სავარაუდოდ, მძაფრ ემოციებს გამოხატავენ:
- კონფლიქტი წარმატებულებსა და წარუმატებლებს შორის.
- მდიდარი და ღარიბი მეთევზეები.
- ბუნებრივი რესურსების განადგურება.
- თევჭერის საერთო მოცულობის შემცირება (მეთევზეთა მთლიანი საზოგადოების გაღატაკება).
- რთული მოლაპარაკებები, მაგ. პასუხისმგებლობის ნაკლებობა, ზოგიერთი მხარე არ გამოთქვამს მზადყოფნას თანამშრომლობისთვის.
- წესების აღსრულებისთვის საჭირო ხელისუფლების არარსებობა.
- საკითხისადმი პასუხისმგებლობით მიდგომისათვის არანაირი დაფასება – ნაკლები თევზის დაჭერას სიღარიბისკენ მივყავართ, და საშუალებას აძლევს სხვა მეთევზეებს, მეტი თევზი დაიჭირონ.
ეტაპი 2: შეჯამება
მოსწავლეები განიხილავენ ინსტრუქციის „ეცადე დაიჭირო რაც შეიძლება მეტი თევზი“ ორაზროვნებას
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ მათ წინაშე გამოიკვეთა რთული პრობლემა. ასეთი პრობლემების დასაძლევად, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის არსის გაგება. როგორც მედიცინაში, ექიმს, პირველ რიგში, სჭირდება დიაგნოზი, რათა გადაწყვიტოს თერაპიის რომელი კურსი დაუნიშნოს ავადმყოფს.
მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს ინსტრუქციას, რომელიც მათ თევზჭერის თამაშის დაწყებამდე მიიღეს და ამ ინსტრუქციას დაფაზე ან ფლიპჩარტზე წერს: „ეცადე დაიჭირო რაც შეიძლება მეტი თევზი“.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაიხსენონ, როგორ აღიქვეს ეს ინსტრუქცია და რაში მდგომარეობდა მათი მიზანი, როდესაც ისინი განსაზღვრავდნენ, რა რაოდენობით უნდა დაეჭირათ თევზი. მოსწავლეები სამ საკითხზე უნდა დაფიქრდნენ:
„ეცადე“ – ვინ უნდა ეცადოს?
„რაც შეიძლება მეტი“ – რა იგულისხმება სიტყვა „შესაძლებლის“ ფარგლებში?
მოსწავლეები ერთი წუთის განმავლობაში ფიქრობენ, რის შემდეგაც მასწავლებელი მათ სთხოვს, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. მოსწავლეები ხსნიან, როგორ აღიქვეს ეს ინსტრუქცია და ამტკიცებენ, რამ განაპირობა მათი ასეთი აღქმა. როდესაც ნათელი სურათი უკვე შექმნილი იქნება, მასწავლებელს მოსწავლეების მიერ გამოთქმული ძირითადი მოსაზრებები გადააქვს დაფაზე ან ფლიპჩარტზე.
თუ მოსწავლეები პასუხობენ, რომ მათ მოქმედებას განაპირობებდა ზრუნვა საკუთარი სოფლისთვის, რომ ისინი მოქმედებდნენ მხოლოდ საკუთარი სოფლის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სხვების ინტერესების გაუთვალისწინებლობის და გარემოს დაცვის უგულებელყოფის ხარჯზე, შედეგად მივიღებთ შემდეგი ტიპის ცხრილს. მაგრამ ზოგიერთმა მოსწავლემ შეიძლება სხვანაირად ახსნას საკუთარი მოქმედების მიზეზები და სრული სურათიც სახეზე იქნება (იხ. მეორე ცხრილი).
ჩვენი მიზანი თევზჭერის თამაშში: „ეცადე ,დაიჭირო რაც შეიძლება მეტი თევზი“ |
|||||
ვინ? | რაც შეიძლება მეტი? | როდის? | |||
ჩვენი ნავი | ლიმიტი | დღეს | |||
წილის/ნორმის მიხედვით | |||||
ჩვენი კეთილდღეობა | ჩვენი კეთილდღეობა | ჩვენი კეთილდღეობა |
თუ ისინი მოქმედებდნენ გამომდინარე საკუთარი სოფლის კეთილდღეობის ინტერესებიდან, შედეგი სავალალო იქნება. მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ, რომ „მხოლოდ ჩვენი კეთილდღეობისთვის“ პრინციპით სარგებლობამ, მთელი საზოგადოება კატასტროფამდე მიიყვანა.
ამას მივყავართ შემდეგ კითხვამდე: შეუძლიათ მოსწავლეებს სხვა ალტერნატივა გამოძებნონ იმისათვის, თუ როგორ უნდა იყოს აღქმული მიზანი „დაიჭირე იმდენი, რამდენიც შეგიძლია“.
მეორე მხრივ, თუ მოსწავლეები სხვა მიზნებსაც დაასახელებენ, როგორიცაა თევზის რესურსის დაცვა ან სხვა სოფლებისადმი პასუხისმგებლობა, განსხვავება მიზნის აღქმაში დაუყოვნებლივ იჩენს თავს.
მოსწავლეები ასევე განიხილავენ, შეიძლება თუ არა შეიცვალოს თავდაპირველი ინსტრუქცია. თუმცა, თუ ისინი გაითვალისწინებენ თამაშის დაწყებამდე მათთვის მიცემულ პირობას, რომ თევზი მათი ერთადერთი საარსებო წყაროა, მაშინ თავდაპირველ ინსტრუქციასაც დასჯერდებიან.
ბოლოს, მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებას მიიღებს მათი დისკუსია, მოსწავლეებმა უნდა გაათვითცნობიერონ და აღიარონ, რომ ინსტრუქცია – „დაიჭირე რაც შეიძლება მეტი თევზი“ შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს აღქმული და ამან სხვადასხვა შედეგამდე მიგვიყვანოს.
მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და გადააქვს ისინი დაფაზე:
ჩვენი მიზანი თევზჭერის თამაშში: „ეცადე, დაიჭირო რაც შეიძლება მეტი თევზი“ |
|||||
ვინ? | რაც შეიძლება მეტი? | როდის? | |||
ჩვენი ნავი | ყველა | ლიმიტი | დღეს | სამომავლოდ | |
წილის/ნორმის მიხედვით | რეპროდუქციის დონის მიხედვით | ||||
ჩვენი კეთილდღეობა | ყველას კეთილდღეობა | ჩვენი კეთილდღეობა | რესურსების დაცვა | ჩვენი კეთილდღეობა | პასუხისმგებლობა (გარემო, მომავალი თაობა) |
კონფლიქტი | მშვიდობა | კონფლიქტი | მშვიდობა | კონფლიქტი | მშვიდობა |
შექმნილი სურათის ფონზე მოსწავლეებს შეიძლება გაუჩნდეთ შემდეგი კითხვები.
რა თქმა უნდა, გაცილებით გონივრულია სხვათა ხარჯზე „მხოლოდ ჩვენი კეთილდღეობისთვის“ ზრუნვის ნაცვლად, არჩევანი სხვა ალტერნატივაზე გაკეთდეს, რადგან პირველ შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია. მაგრამ თამაშის დასაწყისშივე, რატომ არ ვეცადეთ დაგვერეგულირებინა ეს მიზნები? და რატომ აღმოჩნდა ამ მიზნების მისაღწევად გამართული მოლაპარაკება ასე რთული?
ეტაპი 3: მდგრადი განვითარების მიზნების მოდელი
საფეხური 3.1: მოსწავლეები საკუთარ განხილვას აკავშირებენ მდგრადი განვითარების მიზნების მოდელთან
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 4.2 (მდგრადი განვითარების მიზნების მოდელი). მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ამ მოდელში ამოიცნონ ის მიზანი, რომელიც მათ განიხილეს („ჩვენი კეთილდღეობა“ – „საყოველთაო კეთილდღეობა“ – „ გარემოს დაცვა“ – პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე“).
მოსწავლეები პასუხს იძლევიან მას შემდეგ, რაც მცირე დროის მანძილზე სწავლობენ მოდელს. ისინი მათთვის დარიგებულ ფურცლებზე გამოსახულ სამკუთხედში ამოიცნობენ მათ მიერ განხილულ მიზნებს.
მასწავლებელი მათ ყურადღებას მიაპყრობს განმარტებებს (რას ნიშნავს ორმხრივი ისრები, მიზანთა განზომილებები: მდგრადი განვითარების მიზნები, დროის განზომილება, გლობალური (სივრცითი) განზომილება).
საფეხური 3.2: საშინაო დავალების ამოცანა: მოსწავლეები ამზადებენ მასალას მომავალი გაკვეთილისთვის
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას. მათ უნდა მომაზადონ ინფორმაცია, რომელსაც კლასი გაეცნობა მომავალი გაკვეთილის დასაწყის ეტაპზე. ისინი, ფურცელზე დაბეჭდილი ფორმით, შემდეგ ინსტრუქციას იღებენ (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 4.5).
1. ახსენით, რატომ არის რთული მდგრადი განვითარების ორი ან მეტი მიზნის ერთდროულად მიღწევა? გამოიყენეთ მასალა მოსწავლეებისთვის 4.2 და ჩვენ მიერ კლასში წარმოებული დისკუსია. 2. ახსენით, მოთამაშეთა უმეტესობა რატომ ისახავდა ჯიუტად ინდივიდუალური კითილდღეობის მიზანს მაშინაც კი, როცა კატასტროფული შედეგების პერსპექტივა ნათლად გამოიკვეთა? სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული მაგალითები. შეასრულეთ დავალება წერილობითი ფორმით. |
მასწავლებელს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს მიაწოდოს მასალა მოსწავლეებისთვის 4.3, რომელიც მათ დავალების შესრულებაში დაეხმარება.