გაკვეთილი 4: როგორ უზრუნველვყოთ მდგრადი განვითარება?
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 2 – მონაწილეობა პოლიტიკაში: კონფლიქტის მოგვარება, პრობლემის გადაჭრა » თავი 4: კონფლიქტი » გაკვეთილი 4: როგორ უზრუნველვყოთ მდგრადი განვითარება?მიზნების დარეგულირებისა და კონფლიქტის დაძლევის გზები
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას. სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით. მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს. მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას. დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი. |
|
კომპეტენციების დაუფლება | ანალიზი და მსჯელობა: გამოცდილების განხილვა ცნებაზე დაფუძნებული ანალიზის საშუალებით. |
სწავლის მიზანი | სტიმული ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. სტიმულის ეფექტს აკონტროლებს წესები (გარეგანი ფაქტორი) ან პასუხისმგებლობა (თვითკონტროლი). |
მოსწავლეთა ამოცანა | მოსწავლეები ცნებებს უკავშირებენ საკუთარ გამოცდილებას. |
მასალა და რესურსები | მასალა მოსწავლეებისთვის 4.2. |
მეთოდი | პრეზენტაციები; პლენალური განხილვა; მასწავლებლის ინსტრუქციები. |
დროის ბიუჯეტი | 1. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ აზრებს. 10წთ. |
2. მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რა გავლენა მოახდინა მათ ქცევაზე სტიმულმა. 15 წთ. | |
3. მოსწავლეები მსჯელობენ მდგრადი განვითარება–მოგების დილემის გადაჭრის ორ ძირითად მეთოდზე. 15 წთ. |
ინფორმაციამოცემულ გაკვეთილზე მოსწავლეები გამოიყენებენ სტიმულის ცნებას, თევზჭერის თამაშში თავიანთი მოქმედებების გასაანალიზებლად. თამაშის სიუჟეტმა გაამხნევა მოსწავლეები, ორიენტაცია აეღოთ მოკლევადიანი მოგების მაქსიმალურად გაზრდაზე, იმის გათვალისწინების გარეშე, თუ რა შედეგებს მოიტანდა მათი ქმედებები სხვა მეთევზეებისთვის და რა შედეგი ექნებოდა თევზის საერთო მარაგზე. ამ დასკვნით გაკვეთილზე, მოსწავლეები განიხილავენ არაპროდუქტიული ეფექტის მატარებელი სტიმულის კონტროლის გზებს. ასეთი ორი გზა არსებობს. პირველი, პოლიტიკური საშუალებებით (ალტერნატიული მიდგომა); წესები და კანონები უშვებს ან კრძალავს გარკვეული სახის მოქმედებებს. დაფასება და სასჯელი ამ წესების აღსრულების საშუალებებს წარმოადგენს. მეორე, ინდივიდუალური პირები საკუთარ მოქმედებებს თავად აკონტროლებენ, პასუხისმგებლობის აღებით. მოსწავლეები განიხილავენ, რომელ მიდგომას ანიჭებენ ისინი უპირატესობას. წინა გაკვეთილზე მიცემული საშინაო დავალება მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით: მოსწავლეები აჯამებენ და ჩანაწერებს აკეთებენ განვლილ გაკვეთილებზე მიღებული გამოცდილების და შედეგების შესახებ. ისინი გაკვეთილის დასაწყისში სიტყვით გამოდიან კლასის წინაშე და აქტიურად არიან ჩაბმული გაკვეთილის მსვლელობაში. მასწავლებელს უყალიბდება ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შეიძინეს და რა ისწავლეს მოსწავლეებმა განვლილი გაკვეთილების განმავლობაში, რაც მას საშუალებას აძლევს განსაზღვროს როგორ წერმართოს სწავლის შემდგომი პროცესი (კონსტრუქტივისტული სწავლა, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება). |
გაკვეთილის აღწერა
ეტაპი 1: მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს
მასწავლებელი გაკვეთილის თემას უკავშირებს ძირითად კითხვებს
მოსწავლეები გაკვეთილზე გამოცხადდებიან ორ ძირითად კითხვაზე გამზადებული საკუთარი პასუხებითა და მოსაზრებებით. ამ კითხვებზე დაფიქრებით, ისინი ქმნიან მთელი გაკვეთილის კონცეპტუალურ ჩარჩოს (კონსტრუქტივისტული სწავლა).
1. ახსენით, რატომ არის რთული მდგრადი განვითარების ორი ან მეტი მიზნის ერთდროულად მიღწევა? გამოიყენეთ მასალა მოსწავლეებისთვის 4.2 და ჩვენს მიერ კლასში წარმოებული დისკუსია. 2. ახსენით, მოთამაშეთა უმეტესობა რატომ ისახავდა ჯიუტად ინდივიდუალური კითილდღეობის მიზანს მაშინაც კი, როცა კატასტროფული შედეგების პერსპექტივა ნათლად გამოიკვეთა? სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული მაგალითები. შეასრულეთ დავალება წერითი ფორმით. |
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას: როგორ უზრუნველვყოთ მდგრადი განვითარება? მასწავლებელი ამ კითხვას წერს დაფაზე ან ფლიპჩარტზე და სიტყვას აძლევს მოსწავლეებს. მოსწავლეები თითოეულ კითხვას ცალ–ცალკე განიხილავენ.
კითხვა 1: მდგრადი განვითარების მიზნები
მოსწავლეების პასუხებიდან შესაძლოა შევიტყოთ მათი ნააზრევი, რომ მაშინ როცა მდგრადი განვითარების მიზნების უმრავლესობა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, არის ისეთი მიზნები, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგალითად, გარემოს დაცვა კარგად ერწყმის პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე და მთლიანად კაცობრიობის წინაშე (გლობალური პერსპექტივა, ერთიანი მსოფლიო). ამ მიზნების განხორციელებას საფრთხე ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ არსებული თაობა ორიენტირებულია დღევანდელი კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე (ეკონომიკა). საზოგადოება (სამართლიანი განაწილების მიზანი) და ეკონომიკა (მწარმოებლურობის ამაღლება და პროდუქტიულობის ზრდა) შეიძლება ერთმანეთთან ჰარმონიულობაში მოდიოდეს, მაგრამ ძირითადად ეს ასე არ ხდება.
თევზჭერის თამაში წარმოადგენს სცენარს, სადაც ყველაფერი უარესობისკენ მიდის. შედარებით მდიდარი სოფლებიც კი ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე დგანან.
მოსწავლეებმა შეიძლება მაგალითად მოიყვანონ ეკონომიკური ზრდის მიზნების გარემოს დაცვის მიზნებთან შეთავსებისაკენ მიმართული დღევანდელი მსოფლიოს ძალისხმევა: ნარჩენების გადამუშავების პოლიტიკა, ელექტროობის ალტერნატიული წყაროების ძიება, ქარის, მზის და წყლის გენერატორების შექმნითა და დახვეწით, ან ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების შექმნა.
კითხვა 2: ინდივიდუალური კეთილდღეობის მიზანი
მოსწავლეების პასუხებიდან შესაძლოა შევიტყოთ მათი ნააზრევი რომ, თევზჭერის თამაშში, „გამარჯვებულების“ როლში გამოვიდნენ ის მეთევზეები, რომლებსაც თევზის ყველაზე დიდი ნადავლი ერგოთ. პასუხისმგებლობა გარემოს დაცვაზე, ამ შემთხვევაში, არაფრის მომტანი იყო.
ყოველ რაუნდში მასწავლებელი სიტყვით გამოსვლის საშუალებას აძლევს 6–10 მოსწავლეს. როდესაც სახეზე იქნება ნათელი სურათი, მოსწავლეები შეეცდებიან, შეაჯამონ, რაც მოისმინეს. შედეგი დაახლოებით იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ მოგაწოდეთ, მაგრამ შესაძლოა განსხვავებულიც იყოს. საჭიროა იმის გარკვევაც, თუ რომელ საკითხებზე ვერ თანხმდებიან მოსწავლეები.
ეტაპი 2: მოსწავლეები იხსენებენ რა გავლენა იქონია მათ ქცევაზე სტიმულმა
მოკლე ინფორმაციის სახით მასწავლებელს შემოაქვს ორი ცნების მნიშვნელობა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება გააანალიზონ ის, თუ როგორ მოქმედებდნენ ისინი თევზჭერის თამაშის დროს.
თევზჭერის თამაშის დროს, გარემოსადმი პასუხისმგებლობით მიდგომას, ისევე როგორც სხვათა კეთილდღეობაზე ზრუნვას არანაირი შედეგი არ ჰქონდა, მაშინ როცა საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა გარკვეულწილად შედეგიანი იყო. ეს თვალსაჩინო იყო. იმას რაც გავლენას ახდენს და განაპირობებს ჩვენს ქცევას, მაგრამ არა იძულების გზით, სტიმული ეწოდება.
ამ ეტპზე, მასწავლებელი აძლევს დროს მოსწავლეებს, რათა ისინი დაფიქრდნენ და გაიხსენონ, რა წარმოადგენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში სტიმულს. მოსწავლეებმა შეიძლება მოიყვანონ შემდეგი მაგალითები:
- ჩვენ ვამჯობინებთ შევიძინოთ იაფი პროდუქტი, თუ ხარისხი, მეტ–ნაკლებად ერთი და იგივეა.
- ჩვენ ვცდილობთ, სკოლაში კარგი შეფასება დავიმსახუროთ.
- მშობლები მოსწავლეებს ჯილდოს პირდებიან სკოლაში მიღწეული წარმატებების სანაცვლოდ.
- სადაზღვევო სამსახურები პრემიას პირდებიან მათ, ვინც დაზღვევის პოლისს არ გამოიყენებს.
- ჟურნალის გამოწერისას, ან თუ იმავე ჟურნალის გამოწერაზე მეგობარს დაითანხმებ, სანაცვლოდ საჩუქარს მიიღებ.
- ზოგიერთი ადამიანი დათრობას გაურბის იმის შიშით, რომ მათი რეპუტაცია შეილახება.
მოსწავლეები ან მასწავლებელი ამ მაგალითების საფუძველზე დასკვნას აკეთებენ.
ეს მაგალითები აშკარად აჩვენებს, რომ სტიმული იწვევს ჩვენს პირად ინტერესს. ხშირად იგი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ჩვენს მატერიალურ კეთილდღეობასთან – ფულთან, მაგრამ ასევე ხშირად ჩვენს სურვილთან, ვიყოთ წარმატებულები, ან საზოგადოებაში მიღებული. კონკურენტული საბაზრო ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული სტიმულებზე, ხოლო მოგების სტიმული წარმოადგენს თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის ბირთვს. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ მოსწავლეები რეაგირებენ იმ სტიმულზე, რომელიც მათთვის ესოდენ ნაცნობია.
ეტაპი 3: მოსწავლეები განიხილავენ ორ ძირითად მიდგომას, რომელიც ემსახურება მდგრადი განვითარება–მოგების დილემის გადაჭრას
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მეორე ინფორმაციას, რომელიც დილემის ცნებას უკავშირდება. ჩვენი მოგების გაზრდის სტიმული ძლიერად მოქმედებს ჩვენზე. მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, კატასტროფულ შედეგებამდე მივალთ, თუ ჩვენ ყველანი დავექვემდებარებით მოგების სტიმულს, და ეს ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ დილემის წინაშე ვდგევართ. გვესმის, რომ რაიმე უნდა ვიღონოთ, რათა დავიცვათ საერთო რესურსები, მაგრამ ჩვენი მხრიდან ამ მცდელობის შემთხვევაში, წარუმატებლის როლში აღმოვჩნდებით და ვიქნებით სხვებზე უფრო ღარიბი. ასე რომ, ჩვენ ყველაზე უარესი პერსპექტივის შიშით, მაგრამ მაინც ვუბრუნდებით მიზანს, რომელიც მოგებას მოგვიტანს. სიტუაციას, როდესაც ნებისმიერი არჩევანი არაფერ კარგს არ ემსახურება, მაგრამ არჩევანი მაინც უნდა გავაკეთოთ, დილემა ეწოდება.
მოსწავლეებმა, პირველ რიგში, უნდა დასვან კითხვები, წამოჭრილ საკითხში სრულყოფილად გასარკვევად. მას შემდეგ, რაც ისინი შეთანხმდებიან, რომ მოგების მიღების სტიმული თევზჭერის თამაშის დასაწყის ეტპზე ძლიერი იყო, მოსწავლეები უნდა შეუდგნენ იმის განხილვას, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ამ სტიმულის გამანადგურებელი პოტენციალი. თამაშის დროს მიღებული მათი გამოცდილება მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია. მოახერხეს მოსწავლეებმა თევზჭერის საკუთარი სტრატეგიების და პოლიტიკის კონტროლი და კოორდინირება? იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ეს ვერ მოახერხეს, რა და რა გამოსავალი იყო მათი მხრიდან წამოყენებული? რა გამოსავალს წამოაყენებდნენ ისინი ამ გადმოსახედიდან?
ზოგადად თუ განვიხილავთ, მოსწავლეთა მოსაზრებები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ. თუმცა ისინი შეიძლება მოცემული სრულყოფილი დახასიათების ყველა ასპექტს არ შეეხონ:
- ავტორიტეტული მიდგომა: მეთევზეებს სჭირდებათ წესებისა და კანონების სისტემა, ისევე როგორც კონტროლისა და სანქციების სისტემა, რომელიც ამ წესებისა და კანონების აღსრულებას უზრუნველყოფს. მეთევზეებს უნდა აკონტროლებდეს ზემდგომი ორგანო – მაგალითად, მთავრობა – და სწორედ ეს ორგანო განსაზღვრავს მიზნებს, რომლებიც მოემსახურება მდგრად განვითარებას. მოგების სტიმულზე რეაგირების თავისუფლება მკაცრად იქნება შეზღუდული.
- შეთანხმებაზე დაფუძნებული მიდგომა: მეთევზეები ხელს აწერენ კონტრაქტს, რომელიც ადგენს ქცევის წესებსა და პრინციპებს და, ამასთანავე, მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება. მათ ასევე შეთანხმების საუძველზე შეუძლიათ შექმნან კონტროლისა და სანქციების სისტემა.
ამ ორი არჩევანიდან რომელს მიანიჭებენ უპირატესობას მოსწავლეები? თუ ამ საკითხის განსახილვად საკმარისი დრო არ რჩება, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ხელის აწევით დაადასტურონ საკუთარი არჩევანი. რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან ერთი ან ორი წარმომადგენელი დაასახელებს მიზეზებს, რამაც განაპირობა მათი არჩევანი. თუ დარჩენილი დრო ამის საშუალებას იძლევა, მოსწავლეებს აქვთ საშუალება, განიხილონ ეს საკითხი. მოსწავლეებმა შეიძლება აღნიშნონ, რომ იერარქიული, ავტორიტეტული მიდგომის ხარვეზი ის არის, რომ შორს მდგომ ინსტანციას არ შესწევს ძალა, ზუსტად განსაზღვროს მდგრადი განვითარების მიზნები. ადგილობრივ შეთანხმებაზე დაფუძნებული მიდგომა ამ თვალსაზრისით უფრო სანდოა, თუმცა, შესაძლოა, ეფექტურად ვერ განახორციელოს სანქციები, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში. რადგან მეთევზეები ერთმანეთის პარტნიორები არიან, რომლებიც თანაბარი პირობებით სარგებლობენ, მათ არ შესწევთ ძალა, აკონტროლონ ერთმანეთი.