თავი 6: მთავრობა და პოლიტიკა
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 2 – მონაწილეობა პოლიტიკაში: კონფლიქტის მოგვარება, პრობლემის გადაჭრა » თავი 6: მთავრობა და პოლიტიკაპოლიტიკური ციკლის მოდელი
პოლიტიკის ორი განზომილება
მაქს ვებერის კლასიკური განმარტების თანახმად, პოლიტიკას აქვს ორი განზომილება: ერთი მხრივ, იგი წარმოადგენს სწრაფვასა და ბრძოლას ძალაუფლების მოსაპოვებლად, მეორე მხრივ „პოლიტიკა შეიძლება შევადაროთ „სქელი ფიცრის ბურღვის ნელ და მტკიცე პროცესს, როგორც ენთუზიაზმით ასევე გათვლების სისწორით“.15 ეს მეტაფორა აღნიშნავს პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის მცდელობას. ასეთი პრობლემების გადაუჭრელობა დაუშვებელია, ვინაიდან ისინი საკმაოდ მწვავეა, მთელს საზოგადოებაზე ახდენს გავლენას და, აქედან გამომდინარე, კომპლექსური და რთული ხასიათისაა.
ამ თავში განხილულია, თუ როგორ მიმდინარეობს ამ „სქელი ფიცრის ბურღვის პროცესი“ და როგორ შეუძლია მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, შეასრულოს თავისი ფუნქცია, იმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რომელი პრობლემაა პრიორიტეტული და რა არის მისი გადაჭრის საუკეთესო გზა.
პოლიტიკური ციკლის მოდელი
მოსწავლეები ეცნობიან, როგორ გამოიყენონ პოლიტიკური ციკლის მოდელი, როგორც საშუალება, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღწერასა და აღქმისთვის. (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 6.1). პოლიტიკა აღიქმება, როგორც პრობლემის დადგენის, ამ პრობლემის შესახებ დებატების გამართვის, მისი გადაჭრის საშუალების შერჩევისა და განხორციელების პროცესი. ამ პროცესს თან სდევს საზოგადოებრივი აზრი და რეაქცია, გამოხატული იმ პირებისა და ჯგუფების მიერ, რომელთა ინტერესებსაც ეს პრობლემა მოიცავს. ეს საზოგადოებრივი აზრი და რეაქცია არის მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად ემსახურება გადაწყვეტილება პრობლემის მოგვარებას და მიიღებს თუ არა მას საზოგადოება. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემის გადაჭრის მცდელობა გაამართლებს და პრობლემა წარმატებით მოგვარდება, სრულდება პოლიტიკური ციკლი (პოლიტიკური ციკლის დასასრული); თუ ეს მცდელობა მარცხით მთავრდება და პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, პოლიტიკური ციკლი განახლდება. რიგ შემთხვევაში, ერთი პრობლემის გადაჭრის შედეგად წარმოიშობა სხვა პრობლემები, რომლებიც ასევე მოგვარებას საჭიროებენ და აქედან სათავეს იღებს ახალი პოლიტიკური ციკლი.
პოლიტიკური ციკლის მოდელში გამოკვეთილია დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვანი ასპექტები:
- პოლიტიკური პრობლემისა და საყოველთაო კეთილდღეობის ევრისტიკული (კონსტრუქტივისტული) ცნება;
- კონკურენტული დღის წესრიგის დადგენა; პლურალურ საზოგადოებაში, პოლიტიკური დავები ხშირად მოიცავს ინტერესებს;
- პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება – კოლექტიური სწავლის პროცესი; არ არსებობს ყოვლისმცოდნე მონაწილე (როგორიცაა, ლიდერი ან პარტია, რომელსაც გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება, ვინაიდან მესიანისტური იდეოლოგიის მატარებელია);
- საზოგადოებრივი აზრისა და მედიის მიერ მოვლენების გაშუქების ძლიერი გავლენა; შესაძლებლობა მოქალაქეებისა და დაინტერესებული ჯგუფებისთვის ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ მოვლენების განვითარებაში.
როგორ მუშაობს მოდელი – რას გვიჩვენებს იგი და რას – არა
პოლიტიკური ციკლი არის მოდელი – რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც გეოგრაფიაში რუკა. იგი ბევრ რამეს გვიჩვენებს, ლოგიკური აღქმის პროცესს უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მოდელები ხშირად გამოიყენება როგორც განათლებაში, ასევე მეცნიერებაში, მოდელების გარეშე, ჩვენ ჩვენი კომპლექსური სამყაროს შესახებ ძალიან ცოტა გვეცოდინებოდა.
სახელმძღვანელო მოსწავლეებისათვის შეიცავს მასალას, რომელიც მოდელების ფორმით არის წარმოდგენილი:
- 1.2 სამი არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს;
- 3. 4 როგორ უმკლავდება დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა მრავალფეროვნებასა და პლურალიზმს?
- 3.5 საერთო კეთილდღეობის ცნება: დემოკრატიისა და დიქტატურის განმასხვავებელი ნიშანი;
- 3.6 სოციალური წინააღმდეგობებისა და პოლიტიკური პარტიების სქემა.
ჩვენ კარგად ვიცით განსხვავება რუკასა და იმ რეალურ ადგილმდებარეობას შორის რომელსაც ეს რუკა აღწერს – რუკა ბევრის მაჩვენებელია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ბევრი რამ არ არის შესული. რუკა, რომელშიც ზედმიწევნით ყველაფერი იქნება დატანილი, ძალიან რთული იქნება აღსაქმელად. იგივე შეიძლება ითქვას მოდელებზე, როგორიცაა პოლიტიკური ციკლის მოდელი. მოდელი რეალობაში არ უნდა ავურიოთ. მოდელში ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე – „სქელი ფიცრის ბურღვის ნელ და მტკიცე პროცესზე“ – მაგრამ ნაკლებად არის წარმოდგენილი პოლიტიკის მეორე განზომილება, სწრაფვა და ბრძოლა ძალაუფლებისა და გავლენის მოსაპოვებლად.16
დემოკრატიულ სისტემაში, პოლიტიკის ორი განზომილება ერთმანეთთან არის დაკავშირებული: პირები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებან ეჭიდებიან რთულ პრობლემებს და ამავდროულად უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორც პოლიტიკური ოპონენტები. პოლიტიკური ციკლის მოდელში, დღის წესრიგის დადგენის ეტაპი გვიჩვენებს, თუ როგორ ერწყმის ეს ორი განზომილება ერთმანეთს. დღის წესრიგში პოლიტიკური პრობლემისთვის პრიორიტეტული ადგილის მოპოვება ძალაუფლების და გავლენის დემონსტრირებას მოითხოვს.
მაგალითისთვის ავიღოთ: ერთი ჯგუფი აცხადებს – „გადასახადები ძალიან მაღალია და აფრთხობს ინვესტორებს“, მეორე ჯგუფი ამტკიცებს – „გადასახადები ძალიან დაბალია და ბიუჯეტი სათანადოდ ვერ აფინანსებს განათლებასა და სოცუზრუნველყოფას“. გადასახადების პრობლემის ეს ორივე განმარტება მოიცავს განსხვავებულ ინტერესებსა და პოლიტიკურ თვალთახედვას და პრობლემიდან ორი შესაძლო გამოსავალი, რომლებსაც ეს ორი ჯგუფი მოითხოვს, ერმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის: შევამციროთ გადასახადები მაღალშემოსავლიან ადამიანთა ჯგუფისთვის – თუ გავზარდოთ. პრობლემისადმი პირველი მიდგომა ნეოლიბარალურია, მეორე – სოციალ–დემოკრატიული (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 3.6).
მოქალაქეები კარგად უნდა ერკვეოდნენ ორივე მიდგომის არსში. პოლიტიკური ციკლის მოდელი არის საშუალება, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება გაანალიზონ და განსაჯონ პოლიტიკოსთა ძალისხმევა, რომელიც მიმართულია საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებისკენ.
პოლიტიკური ციკლის გამოყენების საშუალებით განხორციელებული სწავლის შესაძლებლობები
მოცემული თავის პერსპექტივა, კომპეტენციების შეძენისა და განვითარების თვალსაზრისით მოიცავს შემდეგს:
ანალიზისა და განსჯის კომპეტენცია:
- მოსწავლეები გადიან წვრთნას, რათა გახდნენ მედიაინფორმაციის აქტიური მომხმარებელნი.
- ისინი სწავლობენ კრიტიკულად მიუდგნენ დღის წესრიგის დადგენის შესახებ გამართულ დებატებსა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სხვა ეტაპებს.
- მოსწავლეები სათანადოდ აფასებენ განსხვავებულ ინტერესთა შორის კომპრომისის თაობაზე მოლაპარაკებას (პოლიტიკური პრობლემისა და საყოველთაო კეთილდღეობის ევრისტიკული ცნება).
პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის კომპეტენცია:
მოსწავლეებს შეუძლიათ, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამოიცნონ ის ეტაპები, როდესაც მათ შეუძლიათ ჩაერიონ ამ პროცესში და გავლენა მოახდინინ გადაწყვეტილებაზე (ეტაპი: გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაწყებამდე და მის შემდგომ).
თავის დიდაქტიკური სტრუქტურა
მოსწავლეები ეცნობიან პოლიტიკური ციკლის მოდელს, როგორც საშუალებას და იყენებენ მას კვლევითი პროექტის განხორციელებისას. ბოლო გაკვეთილის განმავლობაში, ისინი ერთმანეთს უზიარებენ და აჯამებენ თავიანთ აღმოჩენებსა და პროექტის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს. პირველ გაკვეთილზე ისინი ეცნობიან სქემას, სადაც გამოკვეთილია პოლიტიკური ციკლის ძირითადი ელემენტები – პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენის საკითხი. მოსწავლეები უკეთ გაერკვევიან პოლიტიკური ციკლის მოდელში, მას შემდეგ, რაც ისინი კლასში გაითამაშებენ პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენისადმი მიძღვნილ დებატებს. მოცემულ თავში შესული გაკვეთილები მოსწავლეების მხრიდან მაღალ აქტიურობას მოითხოვს.
მოცემული თავის მიზანს წარმოადგენს მოსწავლეებს გამოუმუშავოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის ანალიზის უნარი, თუმცა, მასში არ არის მოცემული ნიმუში ანალიზისთვის. ამის გამო შესაძლებელი და აუცილებელიც კი არის მასწავლებელმა და მოსწავლეებმა შეარჩიონ სათანადო თემა და ნიმუში. ნიმუშის შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს: რელევანტურობა, მარტივი აღქმადობა, მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე მოწოდებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პოლიტიკური ციკლის დასაწყის ეტაპებზე, ინფორმაცია მიმდინარე მოვლენის შესახებ იარსებებს, მაგრამ მედიის მიერ გაშუქებული მასალის მოპოვება უფრო ხელმისაწვდომია. მეორე მხრივ, წარსულიდან აღებული მაგალითი, ასევე ინფორმაციულია და უხვ მასალას იძლევა პრობლემის გადაჭრის შეფასების თვალსაზრისით. გათვალისწინებულ უნდა იქნეს კონსტიტუციური, სამართლებრივი და ინსტიტუციური სტრუქტურები და ჩარჩოები.
რეკომენდებულია, თუმცა არა სავალდებულო, შემაჯამებელი სხდომის გამართვა, რათა შევაფასოთ სწავლის შედეგი და გამოვიყენოთ სწავლის შესაძლებლობები, რომელიც მოსწავლეების პასუხების საფუძველზე შეგვიძლია განვსაზღვროთ. მოცემული თავის მეხუთე გაკვეთილი სწორედ ამას გვთავაზობს.
კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან
რას გვიჩვენებს ეს ცხრილი
წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა წარმოადგენს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება მეექვსე თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ მეექვსე თავში სჭირდებათ?
როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?
მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებს გაკვეთილის დასაგეგმად.
- ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – პრობლემის ანალიზი, წესების ქმედითუნარიანობის შეფასება, პირადი პასუხისმგებლობის მნიშვნელობის კვლევა.
- მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთსა და იმავე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში. ამ შემთხვევაში, მასწავლებელი ირჩევს რამდენიმე თავს და კომბინირებულად აწვდის მათ მოსწავლეებს.
თავი | კომპეტენციის განვითარების განზომილებები | მიდგომები და ღირებულებები | ||
პოლიტიკური ანალიზი და შეფასება | მეთოდები და უნარები | პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება | ||
6 მთავრობა და პოლიტიკა | საჯარო დებატები და მოლაპარაკება: ადამიანის უფლებეთა დაცვა, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების არსი | ინფორმაციის შერჩევის კრიტერიუმები | გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევისადმი სტრატეგიული მიდგომა | მნიშვნელოვანია: მოლაპარაკები და ინტერესთა შორის კონკურენციის არსებობა |
3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი |
პლურალიზმი ინტერესთა შორის კონკურენცია მოლაპარაკება საყოველთაო კეთილდღეობაზე პოლიტიკის ორი განზომილება |
მოკლე განცხადებების გაკეთება | მოლაპარაკების გზით კომპრომისზე წასვლა და საყოველთაო კეთილდღეობის დროებით განმარტებაზე შეთანხმება | ურთიერთაღიარება |
4 კონფლიქტი | პოლიტიკური პრობლემის ცნება | პრობლემის ამოცნობა, პრობლემის შესაძლო გადაჭრის ძიება | ||
5 წესები და კანონი | დემოკრატიული საზოგადოების წევრების მიერ პოლიტიკური კულტურის მატარებელი ინსტიტუციური სტრუქტურის ერთმნიშვნელოვანი აღქმა | ინსტიტუციური სტრუქტურის შექმნა გადაწყვეტილების მშვიდობიანად მიღების პროცესის უზრუნველსაყოფად | მნიშვნელოვანია: კომპრომისის თაობაზე გარიგებისას სამართლიანობის დაცვა | |
8 თავისუფლება | კამათი | საჯარო გამოსვლა | მოსაზრებებისა და ინტერესების საჯაროდ გამოტანა | მნიშვნელოვანია: კონფლიქტის არაძალადობრივი საშუალებებით მოგვარება |
9 მედია | როგორც მედიის ასევე მედიამომხმარებლის მიერ დღის წესრიგის დადგენა და მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულება |
მედიასაშუალების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დეკონსტრუირება ინფორმაციის შერჩევის კრიტერიუმები |
მედიის, როგორც მაკონტროლებლის პერსპექტივის აღიარება: პოლიტიკური პრობლემის განსაზღვრა |
თავი 6: მთავრობა და პოლიტიკა – პოლიტიკური ციკლის მოდელი
როგორ აგვარებს დემოკრატიული საზოგადოება მის წინაშე მდგარ პრობლემებს?
გაკვეთილის თემა | კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი | მოსწავლის ამოცანა | მასალა და რესურსები | მეთოდი |
გაკვეთილი 1 ჩვენს წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემა არის… |
განსჯა და მსჯელობა: არჩევანის გაკეთება, დასაბუთება მიზეზების დასახელებით. მონაწილეობა: ერთმანეთის პირადი გამოცდილების, ინტერესებისა და ღირებულებების აღიარება. პოლიტიკური პრობლემა წარმოადგენს საკითხს და არა ფაქტს. |
მოსწავლეები მართავენ დისკუსიას პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენის შესახებ. | ფლიპჩარტები და ფერების მიხედვით დახარისხებული მარკერები, წებოვანი ლენტი (სკოჩი). |
„სიჩუმის კედელი“ –ჯგუფური მუშაობა. პრეზენტაციები და დისკუსია. |
გაკვეთილი 2 პოლიტიკა – როგორ აგვარებს დემოკრატიული საზოგადოება მის წინაშე მდგარ პრობლემებს? |
მუშაობა მოდელზე. პოლიტიკა ემსახურება საზოგადოებაში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრას. |
მოსწავლეები პოლიტიკური ციკლის მოდელს უსადაგებენ მათ მიერ შერჩეულ კონკრეტულ მაგალითს (კვლევითი ამოცანა). |
მასალა მოსწავლეებისთვის 6.1 და 6.2. ფლიპჩარტები და მარკერები. გაზეთები. |
ლექცია. ჯგუფური მუშაობა. |
გაკვეთილი 3 პოლიტიკური ციკლის მოდელის გამოყენება |
ანალიზი და მსჯელობა: პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღწერა და შეფასება. პოლიტიკური ციკლის მოდელის გაგება. |
მოსწავლეები პოლიტიკური ციკლის მოდელს უსადაგებენ კონკრეტულ საკითხს. |
მასალა მოსწავლეებისთვის 6.1 და 6.2. გაზეთები. |
მუშაობა პროექტზე. |
გაკვეთილი 4 როგორ მივიღოთ მონაწილეობა |
მეთოდები: პრეზენტაცია და სხვა მოსწავლეების პრეზენტაციების მოსმენა. მონაწილეობა: პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობის განსაზღვრა. მოდელი წარმოადგენს საშუალებას, გავაანალიზოთ კომპლექსური მთლიანობის მხოლოდ ნაწილი. |
მოსწავლეები მოკლე ინფორმაციას აწოდებენ ერთმანეთს თავიანთი შედეგების შესახებ. მოსწავლეები აფასებენ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს პროცესსა და შედეგს. |
მასალა მოსწავლეებისთვის 6.2, მოსწავლეების მიერ გაკეთებული ჩანაწერებით. |
ოფისის ტიპის პრეზენტაციები. პლენალური განხილვა. |
გაკვეთილი 5 შემაჯამებელი სხდომა (არასავალდებულო) |
ინდივიდუალური სწავლის პროცესისა და კომპეტენციების გამომუშავების შეჯამება. კონსტრუქციული რეაგირება. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების წარმატებით განხორციელაბაში, მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთობლივი პასუხისმგებლობის შეფასება. |
მოსწავლეები აჯამებენ თავიანთ ნამუშევრებს (სწავლის შედეგი და სწავლის პროცესი) |
მასალა მოსწავლეებისთვის 6.3 (მოსწავლეთა რეაგირება). ფლიპჩარტები, სხვადასხვა ფერის მარკერებით. ფლიპჩარტზე დატანილი მასალა მოსწავლეებისთვის 6.3.
|
ინდივიდუალური სამუშაო, პლენალური პრეზენტაცია და განხილვა. |
15. მაქს ვებერი, Politik als Beruf [პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელობა], შტუტგარტი, 1997 წ. გვ 82 ციტატა თარგმნილია ავტორის მიერ.
16. შედარებისთვის იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 6.2.
- გაკვეთილი 1: „ჩვენს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს...“
დისკუსია პოლიტიკური პროგრამის შემუშავებაზე მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ...
- გაკვეთილი 2: პოლიტიკა – როგორ აგვარებს დემოკრატიული საზოგადოება მის წინაშე მდგარ პრობლემებს
პოლიტიკური ციკლის მოდელი მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში...
- გაკვეთილი 3: პოლიტიკური ციკლის მოდელის გამოყენება
კვლევითი ამოცანა მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული...
- გაკვეთილი 4: როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
პოლიტიკური ციკლი, როგორც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და...
- გაკვეთილი 5: შემაჯამებელი სხდომა (არასავალდებულო)
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას....
- მასალა მასწავლებლებისთვის 6.1 პოლიტიკური ციკლის მოდელის ილუსტრირება – როგორ შეგვიძლია შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა?
ცნებები და ძირითადი კითხვები შენიშვნები 0. თემა რა არის საკითხის არსი? როგორ შეგვიძლია შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა? 1. პრობლემა ვინ ადგენს დღის წესრიგს? რაში...
- მასალა მასწავლებლებისთვის 6.2: ძირითადი ინფორმაცია პოლიტიკური ციკლის მოდელის შესახებ
პოლიტიკას გააჩნია ორი მხარე: პრობლემის მოგვარება და სწრაფვა ძალაუფლების მოსაპოვებლად. მოდელის სახით წარმოდგენილი პოლიტიკური ციკლი მოიცავს მხოლოდ პირველ ასპექტს – პრობლემის მოგვარებას....