მაჟორიტარული წესი – სამართლიანია?

წინასიტყვაობა მასწავლებლებისათვის

დემოკრატიულ საზოგადოებაში უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას და უმცირესობა იძულებულია, დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებას. ვინაიდან დემოკრატიულ სისტემაში გადაწყვეტილებები დროებითია და გადასინჯვას ექვემდებარება, უმცირესობას შეუძლია შეეგუოს იმას, რომ მათი მოთხოვნები და ინტერესები დროებით არ იქნა გათვალისწინებული. მაგრამ რა მოხდება თუ უმცირესობა „მუდმივ უმცირესობად“ გადაიქცევა – და მათი ინტერსები მუდმივად უგულებელყოფილი იქნება? კრიტიკოსები მსგავს სიტუაციას „უმრავლესობის ტირანიას“ უწოდებენ.

მოცემულ თავში ყურადღება გამახვილებული ამ საკითხზე, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ეს საკითხი დარეგულირებას საჭიროებს, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ ჯგუფებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მათი ინტერესები მუდმივად არის უგულებელყოფილი, საფრთხის წინაშე აღმოჩნდება სოციალური ერთობა.

მოსწავლეები განიხილავენ სპორტული კლუბის მაგალითს, სადაც ორ ჯგუფს შორის არის დავა იმის თაობაზე, თუ რაზე დაიხარჯოს კლუბის ბიუჯეტი. ამ ჯგუფებიდან ერი მრავალრიცხოვანია, მეორე – მცირერიცხოვანი. პრობლემა ნაკლებ კომპლექსურია, ვიდრე რეალურ საზოგადოებაში, მაგრამ პრობლემის არსი ერთი და იგივეა. მოსწავლეები ცდილობენ, გადაჭრან არსებული დავა წესდების შემუშავებით. მოსწავლეებმა შეიძლება სხვადასხვა მიდგომა გამოიყენონ, სწორედ ისე, როგორც ეს კონსტიტუციის შემუშავებისას ხდება – განისაზღვრება უმცირესობათა უფლებები ავტონომიაზე (ფედერალური ან კანტონალური მოდელი); ადამიანის უფლებები, ამკვიდრებს რა ადამიანის ღირსებისა და ურთიერთაღიარების სტანდარტებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უმრავლესობისთვის ადგენს კომპეტენციის გარკვეულ ფარგლებს. თუმცა, წესების ვერც ერთი სისტემა ვერ იქნება იმის გარანტი, რომ უმცირესობისადმი დამოკიდებულება სამართლიანი იქნება და უმრავლესობის სურვილი მოწონებას დაიმსახურებს. დემოკრატიულ საზოგადოებებს საფუძვლად უდევს პასუხისმგებლობისა და ურთიერთპატივისცემის კულტურა, რაც გამოიხატება მოქალაქეთა შორის არსებულ და საკუთარი სურვილით განხორციელებულ ურთიერთდამოკიდებულებაში.

გაკვეთილზე მიღებული გამოცდილებით მოსწავლეები იძენენ უნარს, უკეთ შეაფასონ, თუ როგორ ხდება მათ ქვეყანაში უმრავლესობა/უმცირესობის საკითხის რეგულირება. რეკომენდებულია კვლევითი ამოცანის შესრულება ამ თავის დამატებითი სამუშაოს სახით, საკითხის პრაქტიკულად შესწავლის მიზნით.

კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან

რას გვიჩვენებს ეს ცხრილი

წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა გვიჩვენებს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება მეშვიდე თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე, სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ მეშვიდე თავში სჭირდებათ?

როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?

მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებს გაკვეთილის დასაგეგმად.

  • ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – პასუხისმგებლობის აღება, პრობლემის ანალიზი, მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის საჭირო უნარ–ჩვევები.
  • მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთსა და იმავე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში. ამ შემთხვევაში, მასწავლებელი ირჩევს რამდენიმე თავს და კომბინირებულად აწვდის მათ მოსწავლეებს.
თავი კომპეტენციის განვითარების განზომილებები მიდგომები და ღირებულებები
პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები

მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში 

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება

7 თანასწორობა

უმრავლესობისა და უმცირესობათა ჯგუფების ინტერესთა დარეგულირების ძირითადი საკითხი

ადამიანთა უფლებები იცავს უმცირესობასა და ცალკეულ პიროვნებებს

ფედერალური და კანტონალური ინსტიტუციური სტრუქტურები იცავს უმცირესობათა უფლებებს

პოლიტიკური პრობლემის ანალიზი და გადაჭრა მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროდ გამოტანა და მათი დაცვა ურთიერთაღიარება
2 პასუხისმგებლობა ურთიერთაღიარება
1 ინდივიდუალობა არჩევანის გაკეთება და პრიორიტეტების განსაზღვრა
4 კონფლიქტი ინტერესთა კონფლიქტი
5 წესები და კანონი დემოკრატიულ საზოგადოებაში ინსტიტუციური ჩარჩო უზრუნველყოფს კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოგვარებას ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა საზოგადოებაში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით მნიშვნელოვანია: მშვიდობიანი, არაძალადობრივი საშუალებების გამოყენება კონფლიქტის მოსაგვარებლად
3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი პლურალისტული საზოგადოება შედგება განსხვავებულ ინტერესთა მატარებელი უმცირესობათა ჯგუფებისგან მოლაპარაკება

 

თავი 7: თანასწორობა – მაჟორიტარული წესი – სამართლიანია?

როგორ მოვაგვაროთ უმრავლესობა–უმცირესობის პრობლემა დემოკრატიულ საზოგადოებაში?

გაკვეთილის თემა კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი მოსწავლის ამოცანა მასალა და რესურსები მეთოდი

გაკვეთილი 1

უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას – ეთანხმებით?

პრობლემის ანალიზი.

„მუდმივი უმცირესობის“ პრობლემა.

მოსწავლეები განსაზღვრავენ „მუდმივი უმცირესობის“ პრობლემას და ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ განცხადებებით გამოდიან. მასალა მოსწავლეებისთვის 7.1 (მაგალითი), მარკერები, ფლიპჩარტი. ინდივიდუალური მუშაობა, ჯგუფური მუშაობა, პლენარული განხილვა.

გაკვეთილი 2

როგორ ვარეგულიროთ უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესები?

გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი; პრობლემის გადაჭრა.

წესები, კანონები და კონსტიტუცია წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტის წყაროებთან გამკლავების საშუალებებს. ეს ამართლებს მთავრობისა და ხელისუფლების არსებობას. თუმცა ისინი შეიძლება ემსახურებოდნენ გარკვეულ ინტერესებს.

მოსწავლეები ადგენენ წესდების პროექტს, რომელიც დაარეგულირებს უმრავლესობა/უმცირესობის საკითხს მიკროსაზოგადოებაში.

მასალა მოსწავლეებისთვის 7.1–7.3.

ფლიპჩარტები და მარკერები.

ჯგუფური მუშაობა.

გაკვეთილი 3

წესდების პროექტი

მოკლე პრეზენტაციები, შედარება და მსჯელობა მოსაზრებებისა და მიზეზების შესახებ.

ინსტიტუციური სტრუქტურა გულისხმობს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა, განხორციელებადობა, სამართლიანობა და სტაბილურიბა.

მოსწავლეები იკვლევენ ინსტიტუციური სტრუქტურის კრიტერიუმებს. გამოდიან პრეზენტაციებით და ერთმანეთს ადარებენ საკუთარ მოსაზრებებს.

მასალა მოსწავლეებისთვის 7.4.

მატრიცა მოსწავლეთა პრეზენტაციებისთვის (დაფა ან ფლიპჩარტი).

ფლიპჩარტები, A4 ფორმატის ფურცლები. მარკერები. წებო ან წებოვანი ლენტი.

ჯგუფური პრეზენტაციები, პლენარული განხილვა.

გაკვეთილი 4

დემოკრატიული საზოგადოების მართვის რომელი გზაა საუკეთესო?

 მსჯელობა: რეგულირების კრიტერიუმები.

დიალექტიკა დემოკრატიას, სამართლიანობასა და ეფექტურობას შორის.

მოსწავლეები განიხილავენ წესდებათა პროექტებს და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს. დაფა ან ფლიპჩარტი. პრეზენტაციები, განხილვა.

დამატებითი სამუშაო

კვლევითი ამოცანა

უმრავლესობა/უმცირესობის საკითხი ჩვენს ქვეყანაში

 

მუშაობა.

კვლევითი ამოცანა:

1. უმცირესობის ინტერესთა უგულებელყოფის მაგალითები.

2. როგორ უზრუნველყოფს უმცირესობის დაცვას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია.

კონსტიტუცია; დამატებითი მასალა (ბეჭდვითი მედია, სტატისტიკური მონაცემები, ინტერნეტი).

ინდივიდუალური სამუშაო.

პროექტების

პრეზენტაცია.