გაკვეთილი 4: დემოკრატიული საზოგადოების მართვის რომელი გზაა საუკეთესო?
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 2 – მონაწილეობა პოლიტიკაში: კონფლიქტის მოგვარება, პრობლემის გადაჭრა » თავი 7: თანასწორობა » გაკვეთილი 4: დემოკრატიული საზოგადოების მართვის რომელი გზაა საუკეთესო?რა არის სამართლიანი და რა არის ეფექტური?
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას. სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით. მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს. მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას. დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი. |
|
კომპეტენციების დაუფლება | მსჯელობა: რეგულირების კრიტერიუმები. |
სწავლის მიზანი | დიალექტიკა დემოკრატიას, სამართლიანობასა და ეფექტურობას შორის. |
მოსწავლეთა ამოცანა | მოსწავლეები განიხილავენ წესდებათა პროექტებს და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს. |
მასალა და რესურსები | დაფა ან ფლიპჩარტი. |
მეთოდი | პრეზენტაციები, დისკუსიები. |
დროის ბიუჯეტი | 1. მოსწავლეები წარმოადგენენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და დასკვნებს. 20 წთ. |
2. დისკუსია. 10 წთ. | |
3. დასკვნა. 10 წთ. |
ინფორმაციამოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ არჩევანს და იმუშავებენ წინადადებას, რომელსაც ყველა ეთანხმება („ზვავის ეფექტი“). მონაწილეობს აბსოლუტურად ყველა მოსწავლე, არც ერთი მათგანი არ არის მსმენელის როლში. |
გაკვეთილის აღწერა
1. მოსწავლეები წარმოადგენენ და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შედეგებს
პირველ რიგში, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ხელის აწევით დაადასტურონ, რომელ წესდების პროექტს აძლევენ ხმას. მათ უფლება აქვთ ხმა არ მისცენ არც ერთ პროექტს. შემდეგ მოსწავლეები, რომლებმაც ერთმანეთის მსგავსი მოსაზრებები გამოთქვეს, ქმნიან ოთხ ან ხუთკაციან ჯგუფებს. ისინი თავიანთ შედეგებს უზიარებენ ერთმანეთს და იმუშავებენ წინადადებას. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მოსწავლეები მოკლე განცხადებებს აკეთებენ იმ მიზეზების შესახებ, რამაც მათი არჩევანი განაპირობა (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 7.4).
2. დისკუსია
ვინაიდან მოსწავლეებმა ხმა მისცეს სხვადასხვა წესდებას, ეს ნიშნავს, რომ მათ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეფასდეს ამა თუ იმ ჯგუფის მიერ შემუშავებული მოდელი. დისკუსიის დროს ისინი კრიტიკულად უდგებიან ერთმანეთის არჩევანს.
მასწავლებელი უძღვება დისკუსიას. დისკუსიის დასასრულს, მოსწავლეები კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს წესდებათა პროექტებს. შეძლო რომელიმე ჯგუფმა სხვების დარწმუნება საკუთარი არჩევანის მართებულობაში? მისცა ხმა მოსწავლეების უმრავლესობამ ერთ რომელიმე წესდებას?
3. დასკვნა
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს დასკვნითი ეტაპის მიზანს: მოსწავლეები, ამჯერად, თავიანთი ფიქრისა და აზროვნების პროცესს და მიღებულ შედეგს სხვა კუთხით განიხილავენ, რათა შეაფასონ მისი რელევანტურობა/მართებულობა.
მასწავლებელი მათ უსვამს ერთ შეკითხვას: რა მსგავსებაა პატარა სპორტული კლუბის მაგალითსა და პოლიტიკას შორის?
მოსწავლეები ერთმანეთს, მათ შორის მასწავლებელსაც, უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს. მასწავლებელი უსმენს მათ და აღნიშნავს, რომელი მოსაზრებებია მსგავსი და რომელი ურთიერთგამომრიცხავი.
მასწავლებელი აჯამებს დისკუსიას და ამატებს შემდეგს:
პოლიტიკაში მსგავს კომპლექსურ საკითხებზე გამართული დისკუსიები არის არა შესწავლის, აკადემიური საკითხი, არამედ პრაქტიკული საქმიანობა. საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს – მას სჭირდება წესდება, როგორც კონსტიტუციური სტრუქტურა. ასე რომ, მას შემდეგ რაც განიხილება სხვადასხვა არჩევანი და ალტერნატივა და გამოიკვეთება მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული – საუკეთესო შემთხვევაში, ერთსულოვანი ხმით ან ხმათა რაც შეიძლება დიდი უმრავლესობით მაინც. პოლიტიკაში, მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საკანონმდებლო პროცესის ან კონსტიტუციაზე შეთანხმების ტოლფასია.
დამატებითი სამუშაო: კვლევითი ამოცანა
ამ თავში მოსწავლეებმა განიხილეს მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა შეაფასონ საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციისა და საკანონმდებლო სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტები, უპასუხონ რა კითხვებს, თუ როგორ იქნა იგი შედგენილი და როგორ ხორციელდება იგი რეალურად. ამჟამად, მათ უნდა გამოიკვლიონ შემდეგი საკითხები:
- უმრავლესობა/უმცირესობის პრობლემის რა მაგალითებს ვაწყდებით ჩვენს საზოგადოებაში?
- კვლევა: როგორ ხორციელდება ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ამ კონკრეტული საკითხის დარეგულირება?
- ჩვენი აზრით, როგორ ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციითა და კანონმდებლობით უმრავლესობა/უმცირესობის პრობლემის დარეგულირება?