გაკვეთილი 1: რომელი საკითხებია ჩვენთვის საინტერესო?
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » ნაწილი 3: მონაწილეობა პოლიტიკაში: მონაწილეობა კომუნიკაციის საშუალებით » თავი 8: თავისუფლება » გაკვეთილი 1: რომელი საკითხებია ჩვენთვის საინტერესო?მოსწავლეები მონაწილეობენ დებატების დაგეგმვის პროცესში
გაითვალისწინეთ: მოცემულსა და მომდენო გაკვეთილს შორის შუალედი არის სამი კვირა
მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას. სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით. მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს. მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას. დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი. |
|
კომპეტენციების დაუფლება | პასუხისმგებლობის აღება; საკითხებისა და მასალის შერჩევა კრიტერიუმების გამოყენებით. |
სწავლის მიზანი | კლასში დაგეგმილი დებატებისთვის საკითხების შერჩევის კრიტერიუმები: პოლიტიკური მართებულობა, მოსწავლეთა ინტერესი, კავშირი საკითხზე წარმოდგენასა და გამოცდილებასთან. |
მოსწავლეთა ამოცანა | მოსწავლეები ბრეინშტორმინგის მეთოდით განიხილავენ მოსაზრებებს და აგროვებენ ინფორმაციას დებატებზე გასატან საკითხებზე. |
მასალა და რესურსები |
მედიის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია. ჩანაწერები პირადი გამოცდილებისა და აღმოჩენების შესახებ. კედელზე გაკრული ფლიპჩარტი მოსწავლეების წინადადებების ჩასაწერად. მოსწავლეთა სია (მოსანიშნი გრაფით). მასალა მოსწავლეებისთვის 8.1. |
მეთოდი | ორკაციან გუნდებში მუშაობა. |
დროის ბიუჯეტი | მოსწავლეები ერთვებიან მუშაობაში. 15 წთ. |
მოსწავლეები ეცნობიან ამოცანას. 10 წთ. | |
ორკაციან გუნდებში მუშაობა. 15 წთ. | |
შეალედი პირველ და მეორე გაკვეთილს შორის. 3 კვირა |
ინფორმაცია მასწავლებლებისთვის: რატომ არის შუალედი მოცემულსა და მომდენო გაკვეთილს შორის სამი კვირა
შუალედი მოცემულ გაკვეთილსა და მომდევნო გაკვეთილს შორის არის სამი კვირა, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს მოამზადონ ინფორმაცია მომდევნო გაკვეთილისთვის და მონაწილეობა მიიღონ მესამე გაკვეთილზე დაგეგმილი დებატების დაგეგმვაში. მოცემული გაკვეთილი ემსახურება მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას: მოსწავლეები წინასწარ იღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რაც მათ ამოცანის შესრულებაში დაეხმარებათ.
დაგეგმვაში მონაწილეობა საზოგადოებაში მონაწილეობის ტოლფასია. ყველა შემთხვევაში, აქტიური მოქალაქეობა ინფორმირებულ მოქალაქეს გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, მოცემულ თავში წარმოდგენილი მოსამზადებელი ეტაპი დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის ზოგადი პრინციპის დემონსტრირებაა.
მოსამზადებელი სამუშაოს განხორციელებას დაახლოებით სამ კვირიანი პერიოდი სჭირდება, სწორედ ის დრო, რა შუალედიც უნდა იყოს პირველსა და მეორე გაკვეთილს შორის. (მასწავლებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენოს ამ შუალედში მისი საგნისთვის განკუთვნილი გაკვეთილები.) მოსამზადებელი სამუშაო ორი ეტაპის მოიცავს:
ეტაპი1 (ორი კვირა): მოსწავლეები მუშაობენ ორკაციან გუნდებად. პირველი ეტაპის დასასრულს, მათ უნდა ჰქონდეთ შემუშავებული საკუთარი წინადადებები იმ საკითხის თაობაზე, რომელიც, მათი თვალსაზრისით საინტერესო და შესაფერისი იქნება დებატებზე გასატანად. სხვა მოსწავლეებისთვის საკუთარი წინადადების გასაცნობად მათ, წერილობითი ფორმით, უნდა წარმოადგინონ საინფორმაციო მასალა ერთი გვერდის მოცულობით.
ბოლო ვადა გულისხმობს პირველი ეტაპის დასასრულსა და მეორე ეტაპის დასაწყისს.
ეტაპი 2 (ერთი კვირა): მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის მიერ მოწოდებულ მასალას. მეორე ეტაპის დასასრულისთვის ყველა მოსწავლისთვის ცნობილია თანაკლასელების მიერ შემოთავაზებული ყველა წინადადება. თითოეული მოსწავლე აკეთებს საკუთარ არჩევანს იმის შესახებ, თუ რომელი საკითხის გატანაა უმჯობესი დებატებზე განსახილველად.
დროის განაწილება მოსამზადებელი სამუშაოებისათვის
გაკვეთილი | გაკვეთილი 1 | გაკვეთილი 2 | |
მოსწავლეთა საქმიანობა |
ეტაპი 1 მოსწავლეები იმუშავებენ თავიანთ წინადადებებს დებატებზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით |
ეტაპი 2 მოსწავლეები კითხულობენ შემოთავაზებულ წინადადებებს |
კლასი ირჩევს საკითხს კენჭისყრის საფუძველზე |
დროის ხაზი | კვირა 1- კვირა 2 |
კვირა 3 | |
ბოლო ვადა |
გაკვეთილის აღწერა
მზადება გაკვეთილისთვის
პირველი საფეხურისთვის, გამყოფი ხაზი დებატებში მონაწილე მხარეებისთვის: დებატებისთვის მოსამზადებელი სავარჯიშოს შესასრულებლად, მასწავლებელი კლასში ამზადებს ცარიელ სივრცეს.
მეორე საფეხურისთვის, ამოცანის ინსტრუქცია: საკლასო ოთახის კედლებზე დამაგრებულია ორი ფლიპჩარტი.
1. მოსწავლეები ერთვებიან მუშაობაში
მზადება: მასწავლებელი საკლასო ოთახის შუაგულში იატაკზე ჭიმავს დაახლოებით 5 მეტრი სიგრძის თოკს ან ძაფს. მოსწავლეებს გარკვეული სივრცე სჭირდებათ, რათა ამ ხაზის ორივე მხარეს, ერთმანეთის პირისპირ, შეძლონ პოზიციების დაკავება. თუ საკლასო ოთახი ძალიან პატარაა ან კლასში ბევრი მოსწავლეა, ეს სავარჯიშო შეიძლება კორიდორში შესრულდეს.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ფეხზე წამოდგნენ და ხაზის გარშემო წრეზე დადგნენ. შემდეგ მასწავლებელი აცხადებს:
„ყოველმა მოსწავლემ დამატებით ერთი წელი უნდა დაჰყოს სკოლაში.“
ამჯერად მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დადგნენ გამყოფი ხაზის მარცხნივ, თუ ისინი მხარს უჭერენ ამ განცხადებას და პირიქით, მარჯვნივ, თუ ისინი წინააღმდეგი არიან. მოსწავლეები რამდენიმე წუთის განმავლობაში საკუთარ მოსაზრებებსა და მათ მიღმა არსებულ მიზეზებს ერთმანეთს უზიარებენ.
მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს დაიწყონ საკუთარი არგუმენტების გაცვლა–გამოცვლა. არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც მოსწავლეებმა უნდა დაიცვან:
- ორივე მხარე რიგრიგობით წარმოადგენს თავიანთ არგუმენტებს.
- მოსწავლეს, რომელიც სიტყვით გამოდის, არავინ აწყვეტინებს საუბარს.
- თითოეულ გამომსვლელს მხოლოდ 30 წამი ეძლევა საკუთარი აზრის გამოსათქმელად.
ამის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ არგუმენტების გაცლა–გამოცვლას, რაც ძალიან გავს დებატებს. ხუთი წუთის შემდეგ, ან ცოტა უფრო ადრე, თუ მასწავლებელმა შეატყო, რომ ერთ-ერთ მხარეს არგუმენტები გამოელია, მასწავლებელი დებატებს დახურულად აცხადებს და სთხოვს მოსწავლეებს დაიკავონ ადგილები საკუთარ მერხებთან – რომლებიც, საუკეთესო შემთხვევაში განლაგებულია ოთახის გარშემო კედლების გასწვრივ, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის კომუნიკაციას.
2. მოსწავლეები ეცნობიან ამოცანას
2.1 რატომ არის დებატები მნიშვნელოვანი დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობისათვის
მასწავლებელი მოსწავლეების მიერ შესრულებული სავარჯიშოს შესახებ იწყებს საუბარს და აუწყებს მათ, რომ ეს იყო დებატები. საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში მოსწავლეებმა ერთმანეთს მოსაზრებებისა და არგუმენტების დიდი რაოდენობა გაუზიარეს. მოსწავლეებს შეუძლიათ კომენტარი გააკეთონ ამ სავარჯიშოს შესრულების დროს მიღებულ საკუთარ გამოცდილებაზე.
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მათ უნდა გამოიმუშავონ დებატებში მონაწილეობისთვის საჭირო უნარ–ჩვევები, რადგან დემოკრატიულ საზოგადოებაში გამართულ დისკუსიათა უმრავლესობა სწორედ ამ ფორმით ხორციელდება. მოქალაქეები სარგებლობენ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ მათ დებატებში მონაწილეობისთვის საჭირო უნარის გამომუშავება ამ უფლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეებმა სწორედ აღიქვეს მათ წინაშე დასახული ამოცანის მნიშვნელობა და ეთანხმებიან მას.
2.2 განმარტება: საკითხის რა მახასიათებალი ხდის მას დებატებისთვის ვარგისად?
მასწავლებელს მოსწავლეთა ყურადღება დებატების თემაზე გადააქვს – როგორც მოსწავლეებმა დაამტკიცეს, მასწავლებლის მიერ წამოჭრილი საკითხი დებატებისთვის ვარგისი საკითხი იყო. საკითხის რა მახასიათებელი ხდის მას დებატებისთვის ვარგისად?
მასწავლებელი ისმენს მოსწავლეთა მოსაზრებებს და აჯამებს მათ ფრაზების სახით, რომელიც დაფაზე ან ფლიპჩარტზე გადააქვს. მოსალოდნელია, რომ მოსწავლეების მოსაზრებები ზუსტად დაემთხვეს იმ ხუთ კრიტერიუმს (3ა –3ე), რომელიც მასალაში მოსწავლეებისთვის 8.1 არის მოცემული.
მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ მომავალი დებატები გაცილებით უფრო საინტერესო იქნება და მოსწავლეები გაცილებით მეტი წარმატებით გაართმევენ თავს დებატებს, თუ დებატებზე გასატან საკითხს ისინი თავად შეარჩევენ. ამ მიზნით, მათ სამი კვირა ეძლევათ. მაგრამ მანამდე, მათ უნდა შეიმუშავონ წინადადებები, დებატებზე გასატან საკითხთან დაკავშირებით. მოსწავლეები თავიანთ არჩევანს საკითხთან დაკავშირებით მომავალ გაკვეთილზე გააკეთებენ.
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს მასალას მოსწავლეებისთვის 8.1 და მათ ყურადღებას მიაპყრობს რა მათ მიერვე შემოთავაზებულ კრიტერიუმებზე, სთხოვს მოსწავლეებს შეადარონ ისინი მასალაში მოცემულ 3ა –3ე კრიტერიუმებს.
2.3 მითითებები: მოსაზრებების გადატანა ფლიპჩარტზე
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაეცნონ მასალას მოსწავლეებისთვის 8.1; თავად მიდის კედელზე გაკრულ ფლიპჩარტთან და სანამ მოსწავლეები მასალას კითხულობენ ადგენს შემდეგ ცხრილს:
რომელი საკითხია დებატებისთვის ვარგისი? | |||
ყოველდღიური ან სკოლის ცხოვრება | სოციალური ან კულტურის საკითხები | პოლიტიკური საკითხები | სხვა საკითხები |
a a |
მას შემდეგ რაც მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის დარიგებულ მასალას, მასწავლებელი მათ ყურადღებას მიაპყრობს ფლიპჩარტს. საკითხი, რომელიც მოსწავლეებმა გაკვეთილის დასაწყისში განიხილეს პოლიტიკური საკითხი იყო –როგორ უნდა იყოს ორგანიზებული განათლების სისტემა ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ სხვა საკითხებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია:
- პოლიტიკური საკითხები;
- სოციალური საკითხები;
- სკოლასთან ან ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები;
- სხვა საკითხები.
მოსწავლეებმა შეიძლება საკუთარი გამოცდილება მოიშველიონ, ან გაიხსენონ საკითხი, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ან ინფორმაციის ძიებას შეუდგნენ.
ამ ეტაპზე მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ მაგალითების გარკვეული რაოდენობა. მასწავლებელი ამხნევებს მათ, რათა თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. თუ ეს ამოცანა მოსწავლეებისთვის რთული აღმოჩნდა, მასწავლებელი ეხმარება მათ, სთავაზობს რა რამდენიმე მაგალითს:
- სკოლასთან ან ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები: „ავტომანქანებს გაცილებით მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სიკეთე.“
- სოციალური ან კულტურასთან დაკავშირებული საკითხები: „ტელევიზია პოზიტიურ როლს თამაშობს საზოგადოებაში.“ (ან: ინტერნეტი, მობილური ტელეფონი და ა.შ.)
- პოლიტიკური საკითხები: „ ქალებისადმი დამოკიდებულება იგივე უნდა იყოს, როგორც მამაკაცებისადმი.“
2.4 ამოცანის ინსტრუქცია: ვადების დაცვა
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, თუ რაში სჭირდებათ მათ ბოლო ვადის დათქმა. მასალების მოწოდების ბოლო ვადა ყველა მოსწავლეს მისცემს საშუალებას წინასწარ გაეცნოს თანაკლასელების შემოთავაზებებს – მათ ამისთვის ეძლევათ ხუთი სასკოლო დღე, შემდეგ გაკვეთილამდე. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მოუწევთ არჩევანი გააკეთონ შემოთავაზებული საკითხებიდან ერთ–ერთზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა წინასწარ გაეცნონ მასალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შედგება დემოკრატიული კენჭისყრა, ვინაიდან მსგავსი კენჭისყრის მოწყობას ორგანიზება სჭირდება, რომელიც გაკვეთილის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მასალის გაკვეთილზე გასაცნობად მოსწავლეებს დრო არ ექნებათ.
მასწავლებელი მიუთითებს მოსწავლეებს, სად მოათავსონ მათ მიერ მოწოდებული მასალა.
ბოლოს, მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ და შესთავაზონ სხვა მოსწავლეებს, რომელი საკითხის განხილვას ისურვებდნენ დებატების დროს.
3. ორკაციან გუნდებად მუშაობა
მოსწავლეები ქმნიან ორკაციან გუნდებს და გაკვეთილის განმავლობაში მუშაობენ დამოუკიდებლად, იმ მითითებების გათვალისწინებით, რომელიც მათთვის დარიგებულ მასალაშია მოცემული. საშინაო დავალებას მოსწავლეები თვითონ არჩევენ.