წინადადებები და დებატებში მონაწილეობისთვის საჭირო სტრატეგიები

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

მონაწილეობა: მოსწავლეები ხმის მიცემით აკეთებენ არჩევანს.

მეთოდები და უნარები: გუნდური მუშაობა.

სწავლის მიზანი
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები ემზადებიან დებატებში თავიანთი როლის შესასრულებლად.
მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 8.2 – 8.5, 9.1.

მედიაინფორმაცია.

პოპულარული გაზეთი, გავლენიანი გაზეთი, ჟურნალი ახალგაზრდებისთვის.

მეთოდი ჯგუფური მუშაობა, სწავლა თანამშრომლობის საფუძველზე.
დროის ბიუჯეტი 1. მოსწავლეები ირჩევენ საკითხს. 10 წთ.
2. ჯგუფების შექმნა დებატებში მონაწილეობისთვის. 10 წთ.
3. ჯგუფური სამუშაო. 20 წთ.

 

ინფორმაცია

მოცემული გაკვეთილი მოიცავს ორი სახის ამოცანას, რომელიც მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ: 1. მოსწავლეები არჩევენ დებატებზე გასატან საკითხს და 2. მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს და ემზადებიან დებატებში საკუთარი როლის შესასრულებლად; დგება ორი გუნდი: პოზიცია (მომხრეები) და ოპოზიცია (მოწინააღმდეგეები).

გაკვეთილის ძირითადი ნაწილი ეთმობა დებატებისთვის მზადებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, კენჭისყრამ უმტკივნეულოდ და ეფექტურად ჩაიაროს.

რეპორტიორთა გუნდებისთვის საუკეთესო გამოცდილება იქნება, თუ მათი სტატიები ნამდვილ გაზეთში გამოქვეყნდება. მასწავლებელს შეუძლია, ეს წინადადება შესთავაზოს რეპორტიორთა გუნდებს. მოსწავლეების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, მაწავლებელი მათთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ მიმართონ გაზეთის რედაქციას.

1. მოსწავლეები ირჩევენ საკითხს

გაკვეთილის დასაწყის ეტაპზე მასწავლებელი თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს. პირველ რიგში, იგი მადლობას უხდის მოსწავლეებს ამდენი საინტერესო წინადადების შემოთავაზებისთვის, რის შემდეგაც მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პროცედურას.

მოსწავლეები გაეცნენ თანაკლასელების წინადადებებს და უკვე გარკვეული აქვთ, რომელი საკითხის განხილვა სურთ დებატებზე. კენჭისყრას უძღვება ორი მოსწავლე. ერთი მოსწავლე ყველას სათითაოდ სთხოვს, დაასახელონ მათ მიერ არჩეული საკითხი; მეორე მოსწავლე თემებს სიის სახით წერს დაფაზე და აღნიშნავს იმ საკითხებს, რომლებმაც არაერთი ხმა მიიღო. შემდეგ მიმდინარეობს საკითხების გადარჩევა მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით და მთელი კლასი ვალდებულია აირჩიოს ერთი იმ სამ საკითხთაგანი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. სწორედ ეს საკითხი ხდება დებატების თემა.

2. ჯგუფების შექმნა დებატებში მონაწილეობისთვის

მასწავლებელი აცხადებს, რომ მოსწავლეები უნდა მოემზადონ დებატებისთვის. დებატებს თავისი წესები გააჩნია და მოსწავლეებმა უნდა შექმნან გუნდები, რომლებიც დებატებში თავთავიანთ ფუნქციას შეასრულებენ.

მოსწავლეებს ურიგდებათ  მასალა მოსწავლეებისთვის 8.2, რომელსაც სიჩუმეში დამოუკიდებლად ეცნობიან. მათ შეუძლიათ, დასვან კითხვები იმ დეტალებში გასარკვევად, რომელიც მათ აინტერესებთ და რომელზეც პასუხებს (საუკეთესო შემთხვევაში) თავად მოსწავლეები ან მასწავლებელი აწვდით. მოსწავლეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რაში მდგომარეობს სხვადასხვა გუნდის როლი.

მოსწავლეები წევრიანდებიან ცხრილში მოყვანილი გუნდებიდან ერთ–ერთში. ცხრილი გვიჩვენებს, რომელი გუნდები მონაწილეობენ დებატებში და რა მასალა სჭირდებათ მათ. დებატებში უშუალოდ მონაწილე გუნდებს უნდა ჰყავდეთ თითო–თითო სათადარიგო წევრი, იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდის რომელიმე წევრი დებატების დღეს არ გამოცხადდა სკოლაში, ავადმყოფობის გამო.

ორი თავმჯდომარე ინაწილებს შემდეგ ფუნქციებს: დებატების წარმართვა და აუდიტორიის ხმის მიცემის პროცედურის გაძღოლა. თუ რომელიმე თავმჯდომარე დებატების დღეს სკოლაში არ გამოცხადდა, ორივე ფუნქციას ერთი თავმჯდომარე ითავსებს.

ჯგუფი წევრთა რაოდენობა
(+ სათადარიგო წევრი)
მასალა მოსწავლეებისათვის #
დებატებში მონაწილე ჯგუფი #1 („მომხრე“) 5 (+1) 8.3
დებატებში მონაწილე ჯგუფი #1 („წინააღმდეგი“) 5 (+1) 8.3
პირველი და მეორე თავმჯდომარე 2 8.2, 8.4, 8.5
რეპორტიორთა გუნდები (პოპულარული გაზეთი, გავლენიანი გაზეთი, ჟურნალი ახალგაზრდებისთვის). 3 x 2 8.6, 9.1
აუდიტორია ყველა დანარჩენი მოსწავლე 8.5

როლების გადანაწილების პროცედურისთვის ხელსაყრელია დაფაზე ან ფლიპჩარტზე სვეტების სახით წარმოდგენილი ცხრილის შედგენა, სადაც მოსწავლეები თავიანთ სახელებს და გვარებს შეიყვანენ იმ ჯგუფის სათაურის ქვეშ, რომელშიც გაწევრიანების სურვილი აქვთ. თუ გუნდში წევრების რაოდენობამ დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა. ეს მოსწავლეების პრობლემაა და არა მასწავლებლის. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეები მზად არიან თანამშრომლობისთვის, ჯგუფები უმტკივნეულოდ იქმნება და შედეგებით ყველა მოსწავლე კმაყოფილია.

3. მზადება დებატებისთვის

მასწავლებელი გუნდებს მათთვის განკუთვნილ მასალას ურიგებს: დებტებში უშუალოდ მონაწილე გუნდები – მასალა მოსწავლეებისთვის 8.3; აუდიტორია – მასალა მოსწავლეებისთვის 8.4; რეპორტიორთა გუნდები – მასალა მოსწავლეებისთვის 8.5. გაკვეთილის დარჩენილი დრო მოსწავლეების მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვას ეთმობა. საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრები ინაწილებენ საშინაო დავალებას. მასწავლებელი დამკვირვებლის და მწვრთნელის ფუნქციას ასრულებს. მასწავლებელი თავისი ინიციატივით არ ერევა მოსწავლეთა საქმიანობაში, არ მიდის მათთან, არ კითხულობს მათ ფურცლებზე შესრულებულ ნამუშევარს და არ ეხმარება მათ ამოცანის შესრულებაში. თუ გუნდს დახმარება სჭირდება, მათ შეუძლიათ მასწავლებელს მიმართონ; თუ ამის საჭიროებას მოსწავლეები არ გრძნობენ, მათ აქვთ თავისუფლება და პასუხისმგებლობა, გააგრძელონ მუშაობა ისე, როგორც მათ მართებულად მიაჩნიათ. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მოსწავლეები დიდად აფასებენ იმ ნდობას, რომელსაც მათდამი ვიჩენთ და ეს მათთვის სტიმულს წარმოადგენს, ამხნევებს მათ, რათა გულმოდგინედ შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება.

მასწავლებელი რეპორტიორთა გუნდებს აწვდის იმ ტიპის გაზეთთა ეგზემპლარებს, რომლისთვისაც მათ სტატია უნდა მოამზადონ – პოპულარული გაზეთი, გავლენიანი გაზეთი, ჟურნალი ახალგაზრდებისთვის. ეს მათ დაეხმარება იმაზე წარმოდგენის შექმნაში, თუ რა ტიპის აუდიტორიისთვის უნდა დაწერონ და როგორი უნდა იყოს მათი სტატია.

თუ ეს შესაძლებელია, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს  მერხები და სკამები განალაგონ ისე, როგორც ეს ნაჩვენებია მასალაში მოსწავლეებისთვის 8.2, საკლასო ოთახის შემდგი გაკვეთილისთვის მზადყოფნაში მოყვანის მიზნით.