საჯარო დებატები

მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის საშუალებით

წინასიტყვაობა მასწავლებლებისთვის

1. ჩვენ ვმონაწილეობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის საშუალებით

საზოგადოებაში და პოლიტიკაში მონაწილეობა, არსებითად, სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას გულისხმობს – ინფორმაციის მიღება და გაცემა მედიის საშუალებით. მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, მედიის საშუალებით განახორციელონ კომუნიკაცია, ვერ მიიღებან მონაწილეობას ვერც საზოგადოებაში და ვერც პოლიტიკაში.

დღეს მედია გვაძლევს კომუნიკაციის მრავალ საშუალებას და მეტ ინფორმაციას ვიდრე ოდესმე, მაგრამ იგი ასევე აკონტროლებს ჩვენს კომუნიკაციას: რა ინფორმაციას მივიღებთ და გავცემთ და ასევე როგორ მივიღებთ და გავცემთ. ჩვენ მედიაკულტურაში გვიწევს ცხოვრება. თანამედროვე მედიაზე დაფუძნებული და მედიის საშუალებით კონტროლირებადი კომუნიკაცია გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანისთვის.

ერთი მხრივ, მედია მომხიბვლელ შესაძლებლობებს სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მედიაწიგნიერების უნარები აქვთ განვითარებული და, აქედან გამომდინარე, შეუძლიათ კრიტიკულად და გონივრულად მიუდგნენ მედიას, თავი გაართვან აუარება სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის ინფორმაციას.

მეორე მხრივ, მედია არ არის ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც სახსრები არ ყოფნის მის შესაძენად, არ ფლობს მედიის გამოყენების უნარს, ან არ შეუძლია უხარისხო ინფორმაციის ხარისხიანისგან გარჩევა.

2. მედიაწიგნიერება – დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი კომპეტენცია

მედიაწიგნიერება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითადი კომპეტენციაა. ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება პირდაპირ უკავშირდება მედიაწიგნიერებას. მედიის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ამ უფლებებით სარგებლობის უნარზე. მედიაწიგნიერების არათანაბარი დონე საზოგადოებაში წარმოშობს არათანაბარ შესაძლებლობებს, და ახალი ფორმის ჩართულობასა და გარიყულობას.

მოცემული თავი ეხმარება მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგან. მოსწავლეები გამოცდილებით სწავლობენ, როგორ ხდება ჩვენს მიერ რეალობის აღქმა მედიის საშუალებით – გამოდიან რა როგორც მედიაინფორმაციის შემქმნელების, თუ მისი მომხმარებლის როლში. როგორც მედიის მესვეურები, ასევე მისი მომხმარებელი სხვადასხვანაირად, მაგრამ მაინც, წარმოადგენენ ცენზორებს და მონაწილეობენ დღის წესრიგის დადგენაში, რადგან ჩვენს მიერ რეალობის აღქმა, განსაკუთრებით პოლიტიკური რეალობისა, ეფუძნება და იმართება მედიაინფორმაციის საშუალებით, რომელიც ჩვენამდე აღწევს მას შემდეგ, რაც გაივლის ორმაგ ფილტრაციას – მედიის მესვეურების მიერ გაკეთებულ არჩევანსა და ჩვენს, მედიის მომხმარებლის მიერ გაკეთებულ არჩევანს.

მოცემულ თავში ყურადღება გამახვილებულია მედიაწიგნიერების ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე: ყველა მედიაინფორმაცია არის შედგენილი. არსებობს უამრავი, სხვადასხვა დისციპლინის მომცველი, კომბინირებული სწავლების შესაძლებლობა, მაგალითად, ენის შესწავლა, რათა შევძლოთ მედიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ენის ანალიზი (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 9ა – ვსწავლობთ რა ვეძიოთ, #1 და 2).

3. მოცემული თავის ზოგადი დახასიათება

მოცემულ თავში ყურადღება გამახვილებულია საკითხზე, თუ როგორ ხორციელდება ცენზურა და დღის წესრიგის დადგენა მედიის საშუალებით. მოსწავლეები გამოდიან როგორც მედიამომხმარებლის, ასევე მედიის მწარმოებელთა როლებში.

გაკვეთილი 1: ჩვენ ვართ ცენზორები! ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წავიკითხოთ.

გაკვეთილი 2 და 3: ჩვენ ვართ ცენზორები! ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შევთავაზოთ მკითხველს.

გაკვეთილი 4: ჩვენ ვაკონტროლებთ მედიას – თუ მედია გვაკონტროლებს ჩვენ? შეჯამება.

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეები შეიტყობენ, რომ ისინი თავად წარმოადგენენ ცენზორებს. ისინი აკეთებენ არჩევანს ორ სხვადასხვა გაზეთს შორის და წასაკითხად არჩევენ ერთ ინფორმაციას და უკუაგდებენ მეორეს. ამგვარად, ისინი სარგებლობენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და არჩევის უფლებით.

მეორე და მესამე გაკვეთილებზე, მოსწავლეები ასრულებენ ძირითად ამოცანას, მონაწილეობენ პროექტში, რომლის მიზანიც არის კედლის გაზეთის გამოშვება. ამ შემთხვევაშიც, ისინი ცენზორების როლში გამოდიან, ოღონდ არა ინფორმაციის მიღების არამედ ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. ისინი სარგებლობენ ცენზურისგან თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის უფლებით.

მეოთხე გაკვეთილზე, მოსწავლეები იხსენებენ საკუთარ არჩევანს და განიხილავენ მედიას – როგორც კომუნიკაციისა და ძალაუფლების ინსტრუმენტს. ისინი ასევე ეცნობიან ჩვენს მიერ რეალობის აღქმის მძლავრ კონსტრუქტივისტულ ელემენტს, რომელსაც ქმნის როგორც ინფორმაციის მომწოდებელი, ასევე მისი მიმღები მხარე.

4. კონსტრუქტივისული სწავლა და ინსტრუქცია

ამ თავის განმავლობაში, მოსწავლეებს აქვთ დრო და თავისუფლება განახორციელონ კონსტრუქტივისტული სწავლა. მედიის კონტექსტში, კონსტრუქტივისტული სწავლა ზუსტად შეესაბამება მედიის საშუალებით მიღებული მედიაინფორმაციის კონსტრუირებას. მედიაინფორმაციას ქმნის სხვა პირი, რომელსაც საკუთარი ინტერესები და სტრატეგიული განზრახვა ამოძრავებს („თქმა თუ გაყიდვა“), და ასევე მომხმარებელი.

მასწავლებელი, ინსტრუქციების საშუალებით, მოსწავლეებს აცნობს ცენზურის, დღის წესრიგის დადგენის, მედიაკულტურის, მედიის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცნებებს, არგებს რა მათ კონსტრუქტივისტული სწავლის კონტექსტს (იხ. ძირითადი ცნებები ქვემოთ).

5. მედიასაშუალების არჩევა

მოცემულ თავში, ყურადღება გამახვილებულია კლასიკურ, ბეჭდვით მედიასაშუალებაზე – გაზეთზე. რომელიც ბევრი ახალგაზრდის არჩევანს არ წარმოადგენს. რაში სჭირდებათ მოსწავლეებს მისი წაკითხვა და გამოცემა?

  1. ამის პირველი მიზეზი პრაგმატულია. გაზეთის შესწავლა და მარტივი კედლის გაზეთის გამოცემა მოითხოვს რესურსებს, რომელიც ყველგან შეიძლება იყოს მოპოვებული, ადვილად ხელმისაწვდომია და არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.
  2. დიდაქტიკური თვალსაზრისით, მედიაწიგნიერების ელემენტების გაცნობა მარტივი მაგალითის გამოყენებით, გაცილებით შედეგიანია. ტექსტის ხელით დაწერა, გამოჭრა, დაწებება, ხაზვა, მოსწავლეები უბრუნდებიან წარსულს, როდესაც საფუძველი ეყრებოდა მედიაწარმოებას. მაგრამ მარტივი კედლის გაზეთის გამოშვების დროსაც აშკარაა მედიის რედაქტორთა მიერ განხორციელებული ძირითადი ფენომენი – ცენზურა – ისევე, როგორც ინფორმაციის მოწოდების საშუალებით რეალობის აღქმის ჩამოყალიბება.

    რა თქმა უნდა, ეს ძირითადი ასპექტები სხვა ტიპის მედიისთვისაც არის დამახასიათებელი – რადიო, ტელევიზია, ყველა სახის ფოტოგრაფია, ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული კომუნიკაცია, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ. მაგრამ ყველა ეს დანარჩენი მედიასაშუალებები, არა მარტო დიდ რესურსებს  და მისი წარმოებისთვის კომპლექსურ ძალისხმევას მოითხოვს, არამედ მათი ანალიზი და დეკონსტრუირებაც სირთულეებს უკავშირდება.

  3. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ამ გამოცემაში, გაზეთის გამოყენება მიესადაგება სპირალური სწავლების პრინციპს. ამოცანა, რომელსაც მოსწავლეები ასრულებენ ამ თავში, შეესაბამება მე –3 ტომის, ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურისთვის, მეშვიდე თავში მოცემულ ამოცანას. მოცემულ თავებს შორის განსხვავებას წარმოადგენს მათი ფორმა, რომელიც მოსწავლეთა შემეცნების დონეს შეესაბამება.

ძირითადი ცნებები

ცენზურა

იმ უამრავი ინფორმაციიდან, რომელსაც გაზეთის რედაქციები ყოველდღიურად ღებულობენ, მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება გაზეთის გვერდებზე. გაზეთის რედაქტორები გამოხშირავენ იმ ინფორმაციას, რომელიც, მათი თვალსაზრისით, არ ექვემდებარება მკითხველისადმი მიწოდებას. ერთი კრიტერიუმი, რომელიც ამ ეტაპზე მოქმედებს, არის ინფორმაციის ვარგისიანობა – არის იგი დროული და საკმარისად საინტერესო? მეორე კრიტერიუმი არის გაზეთის მოცულობა –ყველა ინფორმაციის განსათავსებლად ერთი გაზეთი საკმარისი არ არის; მესამე კრიტერიუმი არის მკითხველის ფაქტორი – რა შეწონადობას მოითხოვს მკითხველი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას შორის: ახალი ამბები, პოლიტიკა, ბიზნესი, სპორტი, გართობა, ახალი ამბები ცნობილ ადამიანებზე და ა.შ.

მკითხველიც, თავის მხრივ, ახორციელებს გაზეთის მიერ შემოთავაზებული ინფორმაციის გამოხშირვას. ყვალა ჩვენთაგანისთვის საკუთარი გამოცდილებიდან არის ცნობილი, რომ ერთ გაზეთში დაბეჭდილი სტატიებიდან ჩვენ მხოლოდ რამდენიმეს ვირჩევთ წასაკითხად და  ვაგდებთ გაზეთს მას შემდეგ, რაც იქ მოცემული მასალის 5–10%–ს გავეცნობით.

ცენზურის ეს პრინციპი ხორციელდება სხვა მასმედიის საშუალებების შემთხვევაშიც – ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, წიგნები.

დღის წესრიგის დადგენა

მედიის რედაქტორებს ძლიერი გავლენა აქვთ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საზოგადოებას სწორედ მედია აწვდის ინფორმაციას ზოგიერთი პრობლემისა თუ სკანდალის შესახებ, რაც შემდეგ დისკუსიის საგანი ხდება და პოლიტიკოსები ხშირად ვალდებული არიან მიმართონ რაიმე ზომებს საკითხის დასარეგულირებლად. აქაც მკითხველს დიდი დატვირთვა აქვს – როგორ რეაგირებს იგი მედიის მიერ მიწოდებულ საკითხზე?

მედიაკულტურა

ჩვენ მედიაკულტურის ეპოქაში ვცხოვრობთ (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 9ა). გასული ათწლეულის განმავლობაში, დამკვიდრდა ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლის კულტურა, რასაც ემატება მობილური ტელეფონების ტექნოლოგია, რომელთაგანაც ორივე ახალგაზრდა თაობის არჩევანს წარმოადგენს. გარდა ამისა, გლობალიზაციის პროცესმა  დიდად შეუწყო  ხელი მედიის გაბატონებას. მედიაინფორმაცია ტექსტურიდან გამოსახულებით ინფორმაციად იქცა, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია კომუნიკაციასა და კითხვის ჩვევაზე.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და პრესის თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაში, მუხლი 10.1 (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 2.6) ნათქვამია:

„ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად…“

იხილეთ, ასევე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 19 ( მასალა მოსწავლეებისთვის 2.5).

მედიის მესვეურები, ისევე როგორც მედიამომხმარებელი სარგებლობენ ადამიანის ამ ძირითადი უფლებით. სწორედ ამ თავისუფლებათა ფარგლები ქმნის განსხვავებას დიქტატურასა და დემოკრატიას შორის. ამ თავისუფლებებმა, იმ ტექნოლოგიურ რევოლუციასთან ერთად, რომლის მომსწრეც გავხდით კომპიუტერის გამოგონების შემდეგ, ჩაუყარა საფუძველი მედიაკულტურას, რომელშიც ჩვენ ეხლა ვცხოვრობთ. ეს გამოცდილება წინააღმნეგობრივი, არაერთმნიშვნელოვანი და მოდერნიზაციის პროცესისთვის დამახასიათებელია: თუ გამოვიყენებთ პოტენციალს, რომელსაც ეს სფერო გვთავაზობს, მოგებულის პოზიციაში აღმოვჩნდებით, თუ ხელიდან გავუშვებთ – წარუმატებლის. აქედან გამომდინარე, მედიაწიგნიერება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად კომპეტენციას წარმოადგენს.

კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან

რას გვიჩვენებს ეს ცხრილი

წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა გვიჩვენებს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება მეცხრე თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე, სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ მეცხრე თავში სჭირდებათ?

როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?

მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებს გაკვეთილის დასაგეგმად.

  • ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – პასუხისმგებლობის აღება, პრობლემის ანალიზი, მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
  • მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთსა და იმავე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ირჩევს რამდენიმე თავს და კომბინირებულად აწვდის მათ მოსწავლეებს.
თავი კომპეტენციის განვითარების განზომილებები მიდგომები და ღირებულებები
პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები

მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება

9 მედია

ვმონაწილეობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიაკომუნიკაციების საშუალებით

მედიის პროდიუსერები და მომხმარებლები ცენზორის ფუნქციას ასრულებენ

მედიაგზავნილის კონსტრუირება და დეკონსტრუირება მადიის გამოყენება საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების გასაშუქებლად ვაცნობიერებთ: რეალობას, განსაკუთრებით პოლიტიკურ რეალობას ჩვენ მესამე პირის შუამავლობით აღვიქვავთ
7 თანასწორობა დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობები დამოკიდებულია მედიაწიგნიერებაზე ვაცნობიერებთ: ინფორმაცია არის ძალაუფლების წყარო
8 თავისუფლება მედიის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცენზორის ფუნქცია და დღის წესრიგის შემუშავება: ადამიანის ულებათა დაცვა ვაცნობიერებთ: ინფორმაცია არის ძალაუფლებისა და ხელისუფლების კონტროლის საშუალება
3 მრავალფეროვნება და პლურალიზმი შეხედულებებისა და ინტერესების პლურალიზმი აისახება მედიაში
6 მთავრობა და პოლიტიკა დღის წესრიგის დადგენა

თავი 9: მედია – დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა მედიის საშუალებით

მედიის მესვეურები და მისი მომხმარებლები – ცენზორი და დღის წესრიგის დამდგენი

გაკვეთილის თემა კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი მოსწავლის ამოცანა მასალა და რესურსები მეთოდი

გაკვეთილი 1

ჩვენ ვართ ცენზორები!
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა წავიკითხოთ

თავად ასრულებენ რა ცენზორთა ფუნქციას, მოსწავლეები უპირატესობას ანიჭებენ გარკვეულ მედიასა და გარკვეული სახის მედიაგზავნილს.

როგორც მედიის მესვეურები, ასევე მისი მომხმარებელი ასრულებს ცენზორის ფუნქციას.

მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე, თუ რომელ გაზეთს ანიჭებენ უპირატესობას.

ორი სხვადასხვა, ერთ დღის გამოცემა გაზეთის პირველი გვერდები.

მასალა მოსწავლეებისთვის 9.1 –9.3, ფლიპჩარტები, მარკერები, მაკრატელი, წებო.

ბეჭდვითი მედიის გამოცემათა კრებული.

პლენარული პრეზენტაციები და განხილვა.

ლექცია.

ჯგუფური მუშაობა.

გაკვეთილი 2 და 3

ჩვენ ვართ ცენზორები!
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შევთავაზოთ მკითხველს

გუნდში თანამშრომლობა; გადაწყვეტილების მიღება, მიზნებსა და განრიგზე შეთანხმება.

გუნდის ორგანიზება და ზედამხედველობა.

ჩვენს მიერ რეალობის აღქმას განაპირობებს მედიის რედაქტორების მიერ შედგენილი ინფორმაცია.

მოსწავლეები ამზადებენ კედლის გაზეთს. ისინი ერთმანეთს ადარებენ ჯგუფების მიერ დამზადებულ კედლის გაზეთებს და იმ არჩევანს რომელიც მათ გააკეთეს.

მასალა მოსწავლეებისთვის 9.2 და 9.3.

ფლიპჩარტები, მარკერები, მაკრატელი, წებო.

ყველა სახისა და კატეგორიის ბეჭდვითი მედია

 

მუშაობა პროექტზე.

გაკვეთილი 4

ჩვენ ვაკონტროლებთ მედიას – თუ მედია გვაკონტროლებს ჩვენ? შეჯამება

მოსწავლეების მიერ გაკეთებული არჩევანისა და მათი შედეგების შეჯამება.

მედია წარმოადგენს კომუნიკაციისა და კონტროლის მძლავრ ინსტრუმენტს.

მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ და აჯამებენ მათ მიერ გაკეთებულ არჩევანსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.

თვალსაჩინო ადგილზე გაკრული კედლის გაზეთები.

მასალა მასწავლებლებისთვის 9ა.

მოხსენებები, პლენარული განხილვა.

ლექცია.