მასალა მოსწავლეებისთვის 3.6: სოციალური წინააღმდეგობებისა და პოლიტიკური პარტიების სქემა

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის » მასალა მოსწავლეებისთვის 3.6: სოციალური წინააღმდეგობებისა და პოლიტიკური პარტიების სქემა

 

ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს რამდენიმე ძირითად კონფლიქტთა ერთობლიობა, რასაც წინააღმდებობებს უწოდებენ.

მემარცხენეებსა და მემარჯვენეთა შორის წინააღმდეგობა ყველა კაპიტალისტურ ქვეყანაშია, სადაც თავისუფალი ვაჭრობის სისტემა მოქმედებს. ეს წინააღმდეგობა 19–ე საუკუნეში ინდუსტრიული რევოლუციიდან იღებს სათავეს.

დანარჩენი ორი წინააღმდეგობა უფრო მოგვიანებით წარმოიშვა.

წინააღმდეგობას „გარემოს დაცვა ეკონომიკური ზრდის წინააღმდეგ“ 1970–იან წლებში დაედო საფუძველი.

„ძლიერი სახელმწიფო სამოქალაქო უფლებების წინააღმდეგ“ აქტუალური გახდა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ გაჩაღებულ ტერორიზმთან ბრძოლის პერიოდში.

პოლიტიკურ პარტიათა სისტემა ასახავს ამ წინააღმდეგობებს. პარტიები წარმოადგენენ გარკვეულ ჯგუფთა ინტერესებს და წინა პლანზე გამოაქვთ ესა თუ ის წინააღმდეგობა.

ყოველ საზოგადოებას გააჩნია მისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობის სისტემა. რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა არსებობს საზოგადოებაში, მით უფრო ძნელია მისი მართვა.