მასალა მოსწავლეებისთვის 5.1: წესების სისტემის შემუშავების შესახებ კონფერენციისთვის მზადება

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის » მასალა მოსწავლეებისთვის 5.1: წესების სისტემის შემუშავების შესახებ კონფერენციისთვის მზადება

განრიგი

ჩარჩო დღის წესრიგი მასალა და რესურსები
გაკვეთილი 1

სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება.

ყოველ ჯგუფში შედის ერთი წევრი მეთევზეთა თითოეული სოფლიდან.

მასალა მოსწავლეებისთვის 5.1; 5.2.
გაკვეთილი 1
გაკვეთილი 2

ჯგუფები ადგენენ წესების სისტემის პროექტებს.

ჯგუფები ამზადებენ პრეზენტაციებს.

საზოგადოების წევრები იმუშავებენ კონფერენციის გამართვის პროცედურებისა და  კენჭისყრის წესებს.

მასალა მოსწავლეებისთვის 5.2; 5.4. განცხადებების დაფა და მარკერები
გაკვეთილი 3

პლენარული სხდომა:

ჯგუფები წარადგენენ თავიანთ პროექტებს.

საზოგადოების წევრები ადარებენ წესების სისტემის პროექტებს და მსჯელობენ მათზე.

საზოგადოების წევრები განიხილავენ, რომელი პროექტი მიიღონ.

მასალა მოსწავლეებისთვის 5.3.
გაკვეთილი 4
კონფერენცია

კონფერენცია:

საზოგადოების წევრები საკუთარ გამოსვლებში მათ მიერ მოწონებულ მოდელზე საუბრობენ.

წესების სისტემის მიღება ხდება კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით.

ისინი ხელს აწერენ მიღებული დოკუმენტის ორიგინალს.

ანალიზი

მოსწავლეები ფიქრობენ და აანალიზებენ თავიანთ გამოცდილებას.

მასალა მოსწავლეებისთვის 5.4.

A4 ფორმატის თეთრი ფურცლები, საწერკალმები, მარკერები.

რა არის გადაწყვეტილების მიღების თამაშის დანიშნულება?

მეთოდი, რომელიც გამოყენებულია ზემოთ მოყვანილ განრიგში წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების გათამაშებას. მიზეზი, თუ რატომ ავირჩიეთ ეს მეთოდი, გახლავთ შემდეგი:

თამაში მოდელის ფუნქციას ასრულებს. მასში შესულია რეალობის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომელთა წარმოჩინება ხდება მკვეთრად, ბევრი დეტალის გამოტოვების ხარჯზე. ყველა ქვეყანას გააჩნია რაიმე ტიპის ძირითადი სისტემა, კონსტიტუცია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისა და კონფლიქტის მოგვარების წესებს ადგენს. ამგვარი სტრუქტურის გარეშე, საზოგადოების წევრების არ გააჩნიათ მხარდაჭერა კონფლიქტის მოგვარებაში და ისინი მიმართავენ ძალადობას.

როდესაც დემოკრატიულ საზოგადოებაში იღებ მონაწილეობას, შენ სარგებლობ უფლებით, რომელიც მონიჭებული გაქვს შენი ქვეყნის კონსტიტუციით. საუკეთესო გზა იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორ მოქმედებს წესებისა და კანონების სისტემა შენს ქვეყანაში, არის – თავად შექმნა მსგავსი სისტემა. ეს თამაში, გადაწყვეტილების მიღებაზე, სწორედ ამ ამოცანას სახავს.