მასალა მოსწავლეებისთვის 8.1: რჩევები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის » მასალა მოსწავლეებისთვის 8.1: რჩევები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით

თქვენი ამოცანა

  1. ჩამოაყალიბეთ თქვენი მოსაზრებები და ჩაინიშნეთ (ბრეინშტორმინგი).
  2. დაახარისხეთ თქვენი მოსაზრებები კატეგორიებად.
  3. შეამოწმეთ, რამდენად აკმაყოფილებს თქვენი მოსაზრებები შემდეგ კრიტერიუმებს:
    ა. რას მოითხოვს თქვენი მოსაზრება, არჩევანის გაკეთებას თუ გადაწყვეტილების მიღებას?
    ბ. თქვენს მიერ შემოთავაზებულ საკითხზე გარკვეული არჩევანის ან გადაწყვეტილების სასარგებლოდ ან წინააღმდეგ შესაძლებელია ძლიერი არგუმენტების მოყვანა?
    გ. თქვენ და სხვა მოსწავლეებმა იცით რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით?
    დ. როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი დააინტერესებს სხვა მოსწავლეებს თქვენს კლასში?
    ე. თქვენ და სხვა მოსწავლეები ფლობთ საჭირო ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ თქვენ მოგიწევთ მიაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია? (შეიძლება თქვენ ყოველდღიური გამოცდილების საფუძველზე დაგროვილი საკმაო ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხის შესახებ; ან შეგიძლიათ მოიპოვოთ მონაცემები მის შესახებ სხვადასხვა წყაროდან, როგორიცაა, წიგნები, გაზეთები და ინტერნეტი.)თუ თქვენი პასუხები კითხვებზე ა.–ე. უარყოფითია, მაშინ საკითხი არ არის დებატებისთვის ვარგისი.
  4. შეარჩიე ერთი ან ორი მოსაზრება და, საჭიროების შემთხვევაში, მოიპოვე მასალა. საკითხი შეგიძლია ჩამოაყალიბო თეზისის ან მარტივი კითხვის ფორმით, რომელზეც პასუხია „კი“ ან „არა“.
  5. განათავსე შენი სახელითა და გვარით გაფორმებული შემოთავაზება განცხადებების დაფაზე იმ კატეგორიის გასწვრივ, რომელსაც იგი ეკუთვნის. დარწმუნდით, რომ დათქმულ ვადას არ გადააშორებთ, რათა ყველამ შეძლოს, გაეცნოს თქვენს წვლილს.
  6. ამოჭერით ქვემოთ მოცემული ფორმა, შეავსეთ და განათავსეთ იგი მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილზე. დაურთეთ თქვენს მიერ მოპოვებული მასალა.
  7. გაეცანით საინფორმაციო დაფაზე სხვა მოსწავლეების მიერ განთავსებულ წინადადებებს გაკვეთილის დაწყებამდე.

წინადადებები დებატებზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით

სახელი და გვარი:

 

 

 

საკითხი კატეგორია (ყოველდღიური ცხოვრება, სკოლის ცხოვრება და ა.შ.) მასალა