მასალა მოსწავლეებისთვის 8.6: სამუშაო ფურცელი ახალი ამბების შესახებ სტატიის დასაწერად

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის » მასალა მოსწავლეებისთვის 8.6: სამუშაო ფურცელი ახალი ამბების შესახებ სტატიის დასაწერად

დავალება

შექმენით სამი ორკაციანი ჯგუფი.

შემდეგი გაკვეთილისთვის დაწერეთ საგაზეთო სტატია გამართული დებატების შესახებ. გააკარით თქვენ მიერ დაწერილი სტატიები კედელზე, თუ შესაძლებელია, ორ ან სამ ეგზემპლარად.

სამივე გუნდი სხვადასხვა ტიპის გაზეთისთვის (პერიოდიკა) წერს:

  • პოპულარული გაზეთი;
  • გავლენიანი გაზეთი;
  • ახალგაზრდული ჟურნალი.

სამი ტიპის გაზეთის პროფილი – რას ელის მკითხველი

არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი თუ როგორ უნდა დაიწეროს კარგი სტატია ახალ ამბავზე –იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 9.1.

მაგრამ, მეორე მხრივ, ყველა გაზეთს თავისი განსხვავებული მკითხველი ჰყავს, ასე რომ თქვენ მიერ დაწერილი სტატია უნდა მოიწონოს  ადამიანების იმ ჯგუფმა, რომლისთვისაც ეს გაზეთია განკუთვნილი, რათა მათ შეიძინონ  გაზეთი და შენ უზრუნველყოფილი იყო სამუშაო ადგილით. აქედან გამომდინარე, სტატიები ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ერთსა და იმავე მოვლენაზე – გამართულ დებატებზე წერთ. დააკვირდით როგორ ხდება ეს ნამდვილ გაზეთში.

გაზეთის ტიპი

რას ელის მკითხველი

*** უპირველესი მნიშვნელობის / ** მნიშვნელოვანი / *არ იქნებოდა ურიგო

გართობა ილუსტრაციები

ინფორმაცია

(საკითხი და მისი განხილვა)

ახალგაზრდების თვალსაზრისი

„ინდივიდუალური მიდგომა“
პოპულარული გაზეთი ** ** ** * ***
გავლენიანი გაზეთი * ** *** * *
ახალგაზრდული ჟურნალი ** ** ** *** *