მასალა მოსწავლეებისთვის 1.4: კითხვარი: სამუშაოს შესწავლა სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით
Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის » მასალა მოსწავლეებისთვის 1.4: კითხვარი: სამუშაოს შესწავლა სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებითმოცემული კითხვარი დაგეხმარებათ დასაწყის ეტაპზე, როდესაც სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით სამუშაოს შესწავლის პროექტში მონაწილეობისთვის ემზადებით. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ან განავრცოთ იგი საჭიროებისამებრ. მაგალითად, თუ განზრახული გაქვთ მოხსენების დაწერა თქვენი პორტფოლიოსთვის, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მოცემულ კითხვარში შესული ძირითადი კითხვებით, რომელიც დაგეხმარებათ შინაარსის ფორმულირებაში.
ზოგადად, კითხვარი საუკეთესო ინსტრუმენტია სამუშაოს ნათლად ჩამოყალიბებული და დეტალური აღწერისთვის. დღიური უფრო იმ შემთხვევისთვის გამოგადგებათ, თუ გსურთ, ჩანაწერები გააკეთოთ სამუშაოზე თქვენი პირადი გამოცდილების შესახებ მაგ. სტაჟირების განმავლობაში.
1. სამუშაო ადგილი
- ვისთან თანამშრომლობთ? ვინ არის დამოკიდებული თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოზე? ვის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ხართ დამოკიდებული?
- თქვენი სამუშაო ადგილი ტიპურ „მუშაობ იმისთვის, რომ იმუშაო“ კატეგორიას განეკუთვნება?
- …
2. პირადი მოვალეობა და სამუშაო პირობები
- რა თანამდებობა გიკავიათ ამ კომპანიაში/ოფისში/…?
- რამდენად გიწევთ თავად გადაწყვიტოთ, თუ რა სამუშაო შეასრულოთ? თუ ამ გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ, აღწერეთ, როგორ ახორციელებთ ამას? თუ არა – ვინ ადგენს, რა სამუშაო უნდა შეასრულოთ?
- აღწერეთ, რა სახის პასუხისმგებლობა გაკისრიათ.
- რამდენად განაგებთ თქვენს საკუთარ დროს? (სამუშაო დრო, სამუშაო საათები, თავისუფალი დრო, შვებულება.)
- საშუალოდ რამდენ საათს მუშაობთ დღეში/კვირაში?
- …
3. სამუშაოს სახეობა და ამოცანები
- ძირითადად რა სახის სამუშაოს ასრულებთ?
- აღწერეთ ტიპური სამუშაო დღე ან კვირა.
- აქვს თქვენს სამუშაოს რაიმე გამორჩეული მახასიათებელი?
- …
4. სამუშაოს მოთხოვნები
- რას უნდა ფლობდეს კარგად პირი, რომელიც თქვენს სამუშაოს ასრულებს, რას არ ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა?
- რამდენად საჭიროებს თქვენი სამუშაო ადგილზე ტრენინგს?
- არის რაიმე განსაკუთრებული ტექნოლოგიები ან უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეთ?
- გიწევთ მუშაობა კონკურენტულ გარემოში?
- …
5. სამუშაოს არჩევა, სამუშაო გამოცდილება
- რა სახის ტრენინგი უნდა გაიაროთ, რომ მოცემული სამუშაოსთვის შესაფერისი იყოთ?
- აღწერეთ თქვენი კარიერის გზა.
- რეკომენდაციას გაუწევთ თუ არა სხვებს გაიარონ იგივე გზა კარიერისკენ, რაც თქვენ განვლეთ? შესაძლებელია ეს დღევანდელ დღეს?
- რა მოსაზრებები, სურვილი და მოლოდინი გამოძრავებდათ, როდესაც ირჩევდით თქვენს კარიერას?
- გაამართლა თქვენმა სამუშაომ თქვენი იმედები?
- საშუალება რომ გქონდეთ, კვლავ იგივე კარიერას აირჩევდით?
- …
6. სამუშაოს პერსპექტივა
ყურადღებით უნდა გაეცნოთ ბიზნესისა და სამუშაოს სამომავლო პერსპექტივებს. მაგრამ ურიგო არ იქნება ინფორმაცია მოიძიოთ სამუშაოზე დასაქმებული პესონალის მომავალზეც.
- დღეს რამდენი ადამიანის დასაქმებაა საჭირო ამ სამუშაოზე? შესაძლებელია სამომავლო პერსპექტივის განსაზღვრა?
- რას უნდა ფლობდნენ და რა კვალიფიკაცია მოეთხოვებათ მომავალში პირებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, შეასრულონ ეს სამუშაო?
- რა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ასრულებენ ამ სამუშაოს და როგორია ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა? (ამ კითხვაზე პასუხის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ აღნიშნული სამუშაოს პერსპექტივა მომავალში)
7. მოიძიეთ ინფორმაცია სხვა წყაროებში
- ქვეყნის ან ადგილობრივი დასაქმების ცენტრები.
- ინტერნეტი.
- …
დასკვნა
მიზიდავს თუ არა ეს სამუშაო იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მოვიპოვე?
მიუხედავად იმისა, დადებითი იქნება პასუხი თუ უარყოფითი, რა დაედო საფუძვლად თქვენს გადაწყვეტილებას?
ქმედითი და რელევანტური იყო ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც თქვენ ეს სამუშაო აირჩიეთ?
რა თქმა უნდა, გაცილებით სასიამოვნოა, თუ ზემოთ მოცემულ კითხვებზე დადებითი პასუხები გაგაჩნიათ. მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი პასუხები უარყოფითია, შედეგები მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც პიროვნების განვითარებისთვის. თქვენ გაგიმართლათ, რომ არ აირჩიეთ თქვენთვის არასასურველი სამუშაო. თქვენი მოლოდინი ზუსტი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ იყო, ხოლო ამჟამად თქვენ უფრო საღი წარმოდგენა გაქვთ იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც უნდა ისარგებლოთ სამუშაოს არჩევისას.
მადლიერების გამოხატვა
თუ თქვენ მოხსენებას წერთ, რათა შემდეგ მას სხვები გაეცნონ (რაც ხშირად ხდება), მადლობა გადაუხადეთ მას, ვინც ეს ინტერვიუ ჩამოგართვათ და ყველა დანარჩენს, ვინც დახმარება გაგიწიათ.