მასალა მოსწავლეებისთვის 9.2: რჩევები კედლის გაზეთის გამოცემისთვის

Living Democracy » Textbooks » მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში » სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის » მასალა მოსწავლეებისთვის 9.2: რჩევები კედლის გაზეთის გამოცემისთვის

გადაანაწილეთ შემდეგი ფუნქციები გუნდის სხვადასხვა წევრზე (იხ. ქვემოთ მოცემული საცნობარო მასალა):

  • მთავარი რედაქტორი, რომელიც გაუძღვება თქვენს სხდომას;
  • მენეჯერი (დროის აღმრიცხველი), რომელიც ზედამხედველობას გაუწევს კედლის გაზეთის გამოცემის პროცესს;
  • მომხსენებელი, რომელიც თქვენს გადაწყვეტილებას წარადგენს პლენარულ სხდომაზე.

განრიგის ნიმუში

  1. შეგიძლაით იმოქმედოთ მოცემული განრიგის ნიმუშით ან შეცვალოთ იგი.
  2. იმსჯელეთ და გადაწყვიტეთ რომელ თემებს შეარჩევთ თქვენი კედლის გაზეთისთვის და რომელს – არა (მასალა მოსწავლეებისთვის 9.1).
  3. გადაანაწილეთ კვლევითი თუ სტატიის დაწერის სამუშაო გუნდის ყველა წევრზე. შეთანხმდით თქვენს სამუშაო განრიგზე.
  4. მუშაობთ თქვენს სტატიაზე – ატარებთ კვლევას, წერთ სტატიას, ეძებთ მასალასა და ფოტოებს.
  5. ააწყვეთ თქვენი კედლის გაზეთი.
  6. გამოაკარით იგი კლასში კედელზე.

საცნობარო მასალა

მთავარი რედაქტორი

თქვენ თავმჯდომარეობთ თქვენი გუნდის მიერ გამართულ დისკუსიებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

დარწმუნდით, რომ გუნდის ყველა წევრს აქვს საშუალება, გუნდის სხვა წევრებს გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები. ჩაერიეთ, როცა ხედავთ, რომ გუნდის რომელიმე წევრს არ უსმენენ.

გამოთქვით თქვენი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რომელი სტატია მიგაჩნიათ ვარგისად კედლის გაზეთში განსათავსებლად.

დარწმუნდით, რომ გუნდი ეფექტურად ასრულებს თავის სამუშაოს. შესთავაზეთ მათ რეალური სამუშაო განრიგი, რომელიც საკმარის დროს მისცემს მათ ძირითადი სამუშაოს შესრულებისთვის – ინფორმაციის მოძიებისა და სტატიების დაწერისთვის.

მენეჯერი (დროის აღმრიცხველი)

თქვენ ზედამხედველობთ გაზეთის გამოცემის განრიგს.

თუ შეამჩნევთ, რომ გუნდი ჩამორჩება განრიგს, რის გამოც თქვენ პრობლემები შეგექმნებათ კედლის გაზეთის დროულად გამოცემაში, გაესაუბრეთ ამის შესახებ გუნდის წევრებს და მიაწოდეთ ინფორმაცია მთავარ რედაქტორს.

შესთავაზეთ მათ, თუ რა უნდა გააკეთოს გუნდმა, რომ დათქმულ დროში ჩაეტიოს.

მომხსენებელი

მომდევნო გაკვეთილზე თქვენ უნდა გააკეთოთ მოკლე პრეზენტაცია, სადაც სხვა გუნდების წევრებს გააცნობთ:

  • რატომ შეარჩიეთ ესა თუ ის თემა მოწინავე სტატიისთვის;
  • სხვა რა თემების განხილვას აპირებდით თქვენს კედლის გაზეთში და რატომ აირჩიეთ ან არ აირჩიეთ ეს თემები საბოლოოდ?
  • რა იყო ფოტოების შერჩევის კრიტერიუმები და რატომ აირჩიეთ ესე თუ ის ფოტო?
  • სხვა საკითხებს, რომელიც განიხილა თქვენმა გუნდმა.