ბავშვთა უფლებების კვლევა

Living Democracy » Textbooks » ბავშვთა უფლებების კვლევა

Nine short projects for primary level…

Read More…

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა უფლებებს ფლობენ ისინი, მაგრამ მათ აგრეთვე უნდა ისწავლონ, როგორ დააფასონ ეს უფლებები და როგორ ისარგებლონ ამ უფლებებით. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა, სკოლამ უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების შესახებ სწავლებისათვის შესაფერისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნა. ბავშვები საკუთარ უფლებებს აცნობიერებენ და აფასებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სარგებლობენ ამ უფლებებით, როგორც სკოლაში, ასევე, სკოლის ფარგლებს გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსწავლეთა წასახალისებლად, მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ეფუძნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებს.

მოცემული სახელმძღვანელო განკუთვნილია მასწავლებლებისათვის, რომლებსაც სურთ მიაწოდონ განათლება მოსწავლეებს ბავშვის უფლებების შესახებ სავალდებულო განათლების 1-დან მე-9 კლასის  ჩათვლით. სახელმძღვანელოში მოცემულია სპირალური სასწავლო გეგმა, რათა ბავშვებმა ყოველ წელს თანმიმდევრულად  მიიღონ ცოდნა საკუთარ უფლებების შესახებ.

სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • მოკლე შესავალი კონცეპტუალურ ჩარჩოსა და მაგალითებით სწავლების შესახებ.
  • ოთხი გაკვეთილისგან შემდგარი ცხრა მცირე პროექტი, რომელთაგან თითოეული ისწავლება პირველი ცხრა კლასის განმავლობაში.
  • გაკვეთილების დეტალური აღწერილობა და გეგმები.
  • ამოცანაზე დაფუძნებული მიდგომა.
  • დანართებში მოცემულია მთელი რიგი რესურსები (მათ შორის ბავშვის უფლებათა კონვენცია და კონვენციის ილუსტრირებული ვერსია) და ბავშვთა უფლებების შესახებ არსებული ინფორმაცია.
$vol_num
რედაქტორები

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი, ვილტრუდ ვეიდინგერი

ავტორები

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი

ტომი (5)

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნები, I –VI დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების პროცესის თანამიმდევრობა, ცნებები, მეთოდები და მოდელები

კორექტურა

ნათია ნაცვლიშვილი

თარჯიმანი

მაია გვიტიძე