თავი 8 (დაწყებითი სკოლა, 8 კლასი) ბავშვთა უფლებები – საფუძვლიანად შესწავლილი
Living Democracy » Textbooks » ბავშვთა უფლებების კვლევა » ნაწილი I: საგაკვეთილო გეგმები » თავი 8 (დაწყებითი სკოლა, 8 კლასი) ბავშვთა უფლებები – საფუძვლიანად შესწავლილია) გაკვეთილის გეგმა
ძირითადი კითხვა/გაკვეთილის თემა |
ძირითადი ამოცანა |
რესურსები |
|
გაკვეთილი 1 |
გვესმის ბავშვთა უფლებების მუხლების შინაარსი? |
მოსწავლეები ირჩევენ მუხლებს ბავშვის უფლებების კონვენციიდან, რომლებიც მათ ამჯერად უნდა შეისწავლონ კრიტერიუმების გამოყენებით, შემდგომი ორი გაკვეთილის განმავლობაში. |
ბავშვის უფლებების კონვენციის ასლები (იხ. დანართი). |
გაკვეთილი 2 და 3 |
ყველასათვის გასაგებია კრიტერიუმები? როგორ შეუძლია მასწავლებელს, დახმარება გაუწიოს მოსწავლეებს ისე, რომ ზედმეტად არ ჩაერიოს მოსწავლეთა აქტივობაში? |
მოსწავლეები მათთვის ხელსაყრელ ტემპში მუშაობენ პატარ-პატარა ჯგუფებად. ისინი აანალიზებენ ბავშვის უფლებების კონვენციის მუხლებს და ქმნიან დიაგრამებს, რომლებმაც მნახველები უნდა დააინტერესოს. |
ჟურნალები, ფურცელი, წებო, მაკრატლები. |
გაკვეთილი 4 |
რა ვისწავლეთ? რამდენად დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ჩვენგან მოცემული დავალების შესრულება? როგორ ვისარგებლეთ ჩვენთვის მონიჭებული თავისუფლებით? |
მოსწავლეები აჯამებენ მუშაობისა და სწავლის პროცესებს და მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ მოაწყონ საკუთარი ნაშრომების ჩვენება. |
დასრულებული პოსტერები |
ბ) საფუძველი და საგანმანათლებლო მიზნები
ადამიანის უფლებები და ბავშვთა უფლებები მხოლოდ ფურცელზე დაწერილ არაფრისმთქმელ სიტყვებად რჩება, თუ ადამიანისათვის ისინი გარკვეულ მნიშვნელობას არ იძენს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ჩავწვდეთ მათ მნიშვნელობას და დავაკავშიროთ ისინი კონკრეტულ გამოცდილებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა იყოს გამოყენებული და მათი დარღვევის შემთხვევები უნდა გამოვლინდეს. მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯებიც კი გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ ჩვენ გვსურს, მოსწავლეებს ესმოდეთ ბავშვის უფლებები, რაც ჩვენს მიზანს ნამდვილად წარმოადგენს, მათ უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაონ ამ უფლებებზე; ვინაიდან მხოლოდ კითხვითა და მოსმენით უფლებები არ ისწავლება. ბავშვთა უფლებების კრიტიკული გაგება და გამოყენება არა მარტო ამ თავის არამედ მთელი წიგნის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ ტერმინზე „ბავშვის უფლებები“, რაც რიგ შემთხვევებში მოზარდთა შორის გაღიზიანებას იწვევს. მათი გაღიზიანება საფუძველს მოკლებული არ არის. მათ აღარ სურთ, ბავშვებად იწოდებოდნენ. თუმცა ბავშვთა უფლებები მათზეც ვრცელდება, სულ მცირე, 18 წლის ასაკამდე.
მოზარდები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ბავშვთა უფლებები მათთვის ის ინსტრუმენტია, რომელიც მათ უსამართლოდ მოპყრობის შემთხვევების გამოვლენაში და სამართლიანობის მოთხოვნაში დაეხმარება. ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ხელის მოწერით, ყოველი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, დანერგოს და დაიცვას ბავშვთა ეს უფლებები; თავის მხრივ, ეს გულისხმობს განხორციელების პროცესის პრიორიტეტულობას და მოიცავს ბავშვებისა და მოზარდების დახმარებასა და ხელშეწყობას, რათა მათ შეძლონ მათთვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობა.
მერვე კლასის მოსწავლეებთან წინამდებარე პროექტის გახორციელებისას, ჩვენ გთავაზობთ, მოსწავლეებს დაავალოთ ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირფესვიანი შესწავლა, რა დროსაც მათ უნდა განიხილონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ ირგვლივ, ამ უფლებათა დაცვის შემთხვევები და, შესაბამისად, იმავე უფლებათა დარღვევის შემთხვევებიც. მოცემული პროექტის საბოლოო შედეგს წარმოადგენს მოსწავლეების მიერ მოწყობილი გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მოსწავლეების მიერ დამზადებული პოსტერები ბავშვის ყველა უფლების შესახებ. გამოფენაზე გამოტანილი თითოეული პოსტერი უნდა შეიცავდეს შინაარსის აღწერის, ანალიზისა და ილუსტრაციის ელემენტებს, რომელთა შექმნაც განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს, დაწყებული ანალიტიკური მიდგომიდან, დამთავრებული შემოქმედებითი მიდგომით.
დიდაქტიკის თვალსაზრისით, აღნიშნული გამოფენისათვის მზადება მოსწავლეებისაგან მოითხოვს კონვენციის კონკრეტული მუხლების ძირფესვიანად შესწავლას. გამოფენის ღონისძიება შესაძლებელია მოიცავდეს ერთგვარ კონკურსს, სადაც სხვა კლასის მასწავლებლები გამოვლენ ჟიურის როლში და შეარჩევენ საუკეთესო პოსტერს, რისთვისაც შესაძლებელია დაწესებული იყოს მცირედი ჯილდოც ( მაგ: კინოს ბილეთი ან წიგნის ვაუჩერი).
ადგილობრივი ცხოვრებიდან ან საერთაშორისო კონტექსტიდან აღებული მაგალითების მოძიება შესაძლებელია იმ მასალაში, რომელიც მოსწავლეებმა გაკვეთილზე მოიტანეს. აქედან გამომდინარე, მოსამზადებელი ეტაპის ძირითად ელემენტს წარმოადგენს გაზეთებისა და ჟურნალების წაკითხვა. თანამშრომლობაზე დაფუძნებული სწავლის გარეშე (რაც მცირერიცხოვან ჯგუფებში მუშაობას გულისხმობს), მოსწავლეებს გაუჭირდებათ მიზნების განხორციელება. ეს მოცემული პროექტის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენს.
პროექტი მოიცავს, დაახლოებით, ოთხ გაკვეთილს. მკითხველი აღმოაჩენს, რომ არც ერთ გაკვეთილს თავისთავად დასრულებული ფორმა არა აქვს, არამედ ისინი ერთმანეთზეა მიბმული. მოსწავლეთა ჯგუფებს ეძლევათ საშუალება, თავად შეიმუშაონ მუშაობის გრაფიკი, საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
იმის გათვალისიწინებით, რომ გამოფენა ჩატარდება ბავშვთა საყოველთაო დღეს (20 ნოემბერი), სასურველია პროექტის დასაწყისად განისაზღვროს ოქტომბრის ბოლო/ნოემბრის დასაწყისი.
გ) ძირითადი კითხვები 8 თავის შესაჯამებლად
ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა |
ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა |
ბავშვთა უფლებების დანერგვა |
მასწავლებელი |
||
როგორ და რა საშუალებებით არის დაცული ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოსა და სასკოლო საზოგადოებაში? |
რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ? |
მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ? |
მოსწავლეები საკლასო ოთახს და სკოლას აღიქვამენ, როგორც წამახალისებელ, სტიმულის მომცემ სასწავლო გარემოს. ყოველდღიური ჟურნალ-გაზეთები გამოყენებულია, როგორც სამუშაო მასალა. ამგვარად, სკოლა გარდაიქმნება ადგილად, სადაც მოსწავლეები თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას განიხილავენ. |
მოსწავლეები სწავლობენ, როგორ გააანალიზონ ბავშვთა უფლებები, სისტემატური მიდგომის გამოყენებით. |
მოსწავლეები სწავლობენ, როგორ წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები (ამ შემთხვევაში, პოსტერები) და ამით ისინი იძენენ უნარს, წარმოადგინონ და იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც სკოლის გარეთ აქვს ადგილი.
|
მოსწავლეები |
||
რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით? |
რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ? |
როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ? |
მუშაობის პროცესში, მე გამოვცადე ჩემი თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან როგორც წახალისება, ასევე, გამოწვევები, რომლებსაც ისინი ჩემ წინაშე აყენებდნენ. ორივე შემთხვევაში, ისინი მე დახმარებას მიწევდნენ. |
მე გავაცნობიერე, როგორი სიზუსტით და სიფრთხილით არის შედგენილი ბავშვის უფლებების კონვენციის მუხლები და რამდენ ასპექტს მოიცავს თითოეული მათგანი. მე ვისწავლე, როგორ გავაანალიზო ისინი და მათზე ფიქრის საშუალება მომეცა. |
მე მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო იმ საკითხების გამო გამართულ საჯარო დებატებში, რომელიც მე მესმის. მე მზად ვარ, დავიცვა ჩემი შეხედულება, რომელიც ბავშვთა უფლებებისა და ადამიანის უფლებების შესახებ გამაჩნია და, ასევე, მზად ვარ, მოვისმინო სხვა ადამიანების შეხედულებები. |
რესურსები
- დიდი ფორმატის (A2 პლაკატებისთვის) ფურცლები;
- ფერების მიხედვით დახარისხებული ფურცლები;
- ფლომასტერები;
- მაკრატლები;
- წებო;
- ძველი ჟურნალები და გაზეთები;
- სურათები და ფოტოები;
- ბავშვის უფლებათა კონვენციის ტექსტი (იხ. დანართი), ასლი გადეცემა თითოეულ მოსწავლეს;
- დავალების აღწერა, ასლი გადაეცემა თითოეულ ჯგუფს (იხ. გაკვეთილი 2).
დ) მსვლელობა
გაკვეთილი 1
პირველ რიგში, მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შემდეგი ოთხი გაკვეთილის დეტალურ გეგმას. მოსწავლეებისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ მათ ამოცანას პოსტერის შექმნა წარმოადგენს, რომელიც ბავშვთა უფლებების თემაზე უნდა იყოს შექმნილი და შესაძლებელია საუკეთესო პოსტერის შექმნაზე კონკურსიც კი გაიმართოს. ჭკვიანურ იქნება მოსწავლეებმა გაიხსენონ განვლილი მასალა ბავშვთა უფლებების შესახებ.
მასწავლებელი დაურიგებს მოსწავლეებს 1989 წლის ბავშვის უფლებების კონვენციის ასლს (იხ. დანართი) რომელიც შედგება 54 მუხლისაგან, რომელთაგანაც, პირველი 41 მუხლი, და 42 მუხლი, მოსწავლეებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
დავალება: თითოეულმა მოსწავლემ უნდა წაიკითხოს ბავშვის უფლებების კონვენციის სრული ვერსია და ამოარჩიოს სამ მუხლი, რომელიც, მისი თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია.
დაფაზე დამაგრებულია ბავშვის უფლებათა კონვენციის მუხლების შესაბამისი ნუმერაციით დალაგებული ბარათები. მოსწავლეებმა მათ მიერ შერჩეული მუხლის შესაბამის ბარათზე უნდა დაიტანონ აღნიშვნა. დაფაზე გაკრული ბარათები, მუხლების შესაბამისი ნომრებით, ამჯერად უნდა დალაგდეს მოსწავლეების მიერ მათთვის მინიჭებული პრიორიტეტის მიხედვით.
ამის შემდეგ მასწავლებელი უძღვება მოსწავლეებს შორის გამართულ დისკუსიას:
- შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა პრინციპი უდევს საფუძვლად მუხლების თქვენ მიერ შედგენილ თანმიმდევრობას?
- მოსწავლეების მიერ მინიჭებული პრიორიტეტის მიხედვით დალაგებული მუხლები როგორ ასახავს ბავშვებისა და მოზარდების რეალურ სიტუაციას მოცემულ გარემოში?
- შეგიძლიათ განსაზღვროთ ნიმუში ან ძირითადი პრინციპი?
- რომელი საფუძვლებია გამოტოვებული?
გაკვეთილები 2 და 3
ამჯერად მოსწავლეები უნდა გადანაწილდნენ ჯგუფებად. მოსწავლეების დაჯგუფება სამი გზით შეიძლება და მასწავლებელმა თავად უნდა აირჩიოს, რომელ მათგანს გამოიყენებს ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად.
ა) მოსწავლეების დაჯგუფება შემთხვევითობის პრინციპით და შესაბამისი პროცედურების დაცვით.
ბ) მეორე გზა არის, მოსწავლეებს მისცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან ერთად ისურვებდნენ მუშაობას. ეს მეთოდი გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯგუფის დინამიკა და ურთიერთობები მოსწავლეებს შორის;
გ) მესამე გზა არის მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის იმ კრიტერიუმების შეთავაზება, რომლის მიხედვითაც უნდა შედგეს ჯგუფები. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ნათლად და გასაგებად უნდა განუმარტოს მოსწავლეებს ჯგუფების შედგენის კრიტერიუმები.
მოსწავლეებმა საკუთარ ჯგუფს უნდა შეურჩიონ სახელი და გადაინაწილონ სამი დავალება. თითოეულ ჯგუფს სჭირდება დროის მენეჯერი, რესურსების მენეჯერი და კოორდინატორი. ჯგუფის წევრებმა წერილობით (A2 ფორმატის ქაღალდზე) უნდა განსაზღვრონ, თუ რომელ მოსწავლეს რა პასუხისმგებლობა აკისრია სამუშაოს შესრულებისას. ჯგუფების მიერ მომზადებული ეს სამუშაო გეგმები უნდა გამოიკრას კლასში. მოგვიანებით, ჯგუფებმა თავიანთ სამუშაო გეგმაში უნდა მიუთითონ, თუ ბავშვთა უფლებების კონვენციის რომელ მუხლებზე მუშაობს ჯგუფი. ამასობაში, მასწავლებელი დაფიდან ხსნის მოსწავლეების მიერ შედგენილი თანამიმდევრობიდან 10 ყველაზე პრიორიტეტული მუხლის შესაბამის ბარათებს და ათავსებს მათ მაგიდაზე, პირით ქვემოთ ისე, რომ მოსწავლეები ვერ ხედავდნენ მასზე დატანილ მუხლის ნომერს. ყოველი ჯგუფის კოორდინატორი იღებს მაგიდიდან ერთ-ერთ ბარათს და, ამის შემდეგ, მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, თუ რაში მდგომარეობს მათი დავალება:
დავალებამოსწავლეთა ჯგუფები ამზადებენ პოსტერებს ბავშვთა ერთ-ერთი უფლების შესახებ. პოსტერი უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
პოსტერზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეთა ჯგუფმა უნდა შეარჩიოს სხვა მუხლი, ბავშვის უფლებათა კონვენციის დარჩენილი მუხლებიდან და შექმნას მეორე პოსტერი, იმავე პრინციპების დაცვით. |
მოსწავლეთა ჯგუფები გაეცნობიან დავალების შინაარსს და გადაწყვეტენ ვინ რაზეა პასუხისმგებელი (ზემოხსენებული ფუქციების მიხედვით).
შემდეგ (გაკვეთილი 2) ჯგუფის წევრები ადგენენ საჭირო მასალების ჩამონათვალს და ინიშნავენ ნებისმიერ კითხვას, რომელიც მათ გაუჩნდებათ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების პროცესში. თანხმდებიან სამუშაო გეგმაზე და ადგენენ დროის განრიგს. მნიშვნელოვანი საკითხები: რა არის გასაკეთებელი? რა მასალა უნდა მოვიძიოთ? რა უნდა მოიტანოს გაკვეთილზე ჯგუფის თითოეულმა წევრმა სახლიდან? სად უნდა ინახებოდეს შეგროვილი მასალა?
გაკვეთილის ბოლოს მნიშვნელოვანია მასწავლებელმა შეამოწმოს თითოეული ჯგუფის მონაწილეებს შორის საქმე და დავალება რამდენად ოპტიმალურად არის განაწილებული. სასარგებლო იქნება მოკლე დიალოგი შემდეგ კითხვებზე: რა ეტაპზე ვართ ჩვენ საქმეში? სად გვჭირდება დახმარება? კმაყოფილი ვართ დავალების გადანაწილებით ჯგუფს შიგნით? ყველასთვის ნათელია თუ რა უნდა მოიკვლიოს და შეაგროვოს სახლში?
შემდეგ (საშინაო დავალება 2-3 გაკვეთილებს შორის, ასევე მე-3 გაკვეთილის განმავლობაში) მოსწავლეები აკვირდებიან თავიანთ ნაშრომს (სურათი და ტექსტი), და პოულობენ ისეთ საკითხებს რომლებიც წარმოადგენენ ძირითად გამოწვევევს და შესაძლებელია იყოს მასწავლებლის მხარდაჭერის გარანტი. მე-3 გაკვეთილზე მოსწავლეებს თავიანთი ნაშრომი და შეგროვილი მასალები მოაქვთ სკოლაში. მე-3 გაკვეთილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ლამაზი პოსტერის შექმნა.
გამოფენის ორგაზინების დაზუსტება: სად უნდა გაიმართოს იგი და როდის (ალბათ საზოგადოებრივ შენობაში)? ვინ მიიღებს მონაწილეობას (მხოლოდ ჩვენი კლასი, თუ პარალელურ კლსსაც შევთავაზებთ პროექტში მონაწილეობის მიღებას)? ვის უნდა დაევალოს გამოფენის გახსნა? ვინ უნდა მოვიწვიოთ ღონისძიებაზე? გაიმართება თუ არა საუკეთესო პლაკატის დაჯილდოების ცერემონია? ვინ უნდა შედიოდეს ჟიურის შემადგენლობაში?
გაკვეთილი 4
კლასში გაიმართება დასრულებული პოსტერების პრეზენტაცია დისკუსის თანხლებით.
გამოფენასთან დაკავშირებული კითხვების დაზუსტება.
ამ პროექტთან დაკავშირებული სამუშაოს განხილვა (დავალებების განაწილება, პრობლემები ნაშრომთან და ინფორმაციის შეგროვებასთან, რა იყო გამოსადეგი/საჭირო რჩევა, ცუდი/კარგი გამოცდილება, ჯგუფის დინამიკა და ა.შ.)
ბოლოს, განვიხილოთ რა სურათი გვაქვს სახეზე ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით მოცემულ მომენტში: ჩვენ რა გავაკეთეთ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად? რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას? როდის არის ხელისუფლების ჩართულობა საჭირო? და ა.შ.