2. ბავშვთა უფლებების დაჯგუფება ოთხ კატეგორიად

Living Democracy » Textbooks » ბავშვთა უფლებების კვლევა » ნაწილი 3: დოკუმენტები და სასწავლო მასალები » 2. ბავშვთა უფლებების დაჯგუფება ოთხ კატეგორიად

ბავშვის უფლებათა კონვენცია შეიძლება დაიყოს უფლებების ოთხ ჯგუფად. გაკვეთილზე შესაძლებელია ამ კატეგორიების გამოყენება, რათა მისცეთ მოსწავლეებს საშუალება დააჯგუფონ უფლებები ოთხ  კატეგორიად. აღნიშნული დავალება შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად ან ჯგუფებში.

I. „მონაწილეობა“ – რაც ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ჩართულობას, სხვა ადამიანებთან გაერთიანების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღების თავისუფლებას.

II. „შესაძლებლობების გამოვლენა“ – მოიცავს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საჭიროებს განვითარებას. ამ ჯგუფში შედის განათლების, ოჯახის, კულტურისა და ინდივიდუალობის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში.

III. „ნორმალური ცხოვრების პირობები” – „სიცოცხლის შენარჩუნების უფლება“ – მოიცავს ჩვენს ძირითად უფლებებს, როგორიცაა საკვები და საცხოვრებელი, ცხოვრების პირობები და ჯანმრთელობა.

IV. „ზიანისაგან დაცვა“ – გულისხმობს ახალგაზრდა თაობის დაცვას მთელი რიგი არასასურველი ფაქტორებისაგან, მათ შორის, არასათანადო მოპყრობისაგან, მზრუნველობის მოკლებისაგან, ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან, წამებისაგან, გატაცებისა და პროსტიტუციისაგან.

ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში, ბავშვები დაყოფილია ზემოთ აღნიშნულ ოთხ კატეგორიად:

ჯგუფი

მუხლი

შემოკლებული დასახელება

I. მონაწილეობა: მონაწილეობის უფლება

3

ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები

12

საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება

13

გამოხატვის თავისუფლება

14

სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლება

15

გაერთიანებების ჩამოყალიბების თავისუფლება

16

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

17

შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

II. შესაძლებლობების გამოვლენა: ჩვენი უფლება, ჩამოვყალიბდეთ ისეთ პიროვნებად, როგორიც ვართ

5

მშობლების პატივისცემა

7

სახელი, გვარი და ეროვნება

8

პიროვნულობის შენარჩუნება

10

ოჯახური კავშირების აღდგენა

21

შვილად აყვანა

23

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

28

განათლება

29

საგანმანათლებლო მიზნები

30

უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები

III. ნორმალური ცხოვრების პირობები: სიცოცხლის შენარჩუნების უფლება

6

სიცოცხლისა და განვითარების უფლება

9

მშობლებისაგან დაშორება

18

მშობლებისა და მეურვეების პასუხისმგებლობა

24

ჯანმრთელობა და სამედიცინო დახმარება

26

სოციალური უსაფრთხოება

27

ცხოვრების პირობები

31

დასვენება და თამაში

IV. ზიანისგან დაცვა: დაცვის უფლება

2

დისკრიმინაციის დაუშვებლობა

11

ბავშვების გატაცება და დაკავება

19

ძალადობისგან დაცვა

20

მზრუნველობამოკლებული ბავშვები

22

ლტოლვილი ბავშვები

25

პირობების შემოწმება სპეციალური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის

32

ბავშვთა შრომა

33

ნარკოტიკების ავადმოხმარებისაგან დაცვა

34

სექსუალური ექსპლუატაციისაგან დაცვა

35

დაცვა ვაჭრობის საგნად და ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევისაგან

36

ყველა სხვა სახის ექსპლუატაცია

37

დასჯა და უკანონო დაკავება

38

ომი და შეიარაღებული კონფლიქტი

39

რეაბილიტაცია  და ინტეგრაცია

40

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

ზემოთ მოცემულ ცხრილში, ოთხი უფლება არ არის მითითებული. მათი დაყოფა ოთხ  კატეგორიად შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას:

1

ბავშვის განმარტება

4

უფლებების განხორციელება

41

უმაღლესი ეროვნული სტანდარტების უპირატესობა

42

ბავშვთა უფლებების გასაჯაროება