4. ილუსტრირებული ბავშვთა უფლებები (ბავშვთა უფლებების ბარათები)
Living Democracy » Textbooks » ბავშვთა უფლებების კვლევა » ნაწილი 3: დოკუმენტები და სასწავლო მასალები » 4. ილუსტრირებული ბავშვთა უფლებები (ბავშვთა უფლებების ბარათები)თავდაპირველად ბავშვის უფლებები პირველ რიგში წარმოადგენდა სამართლებრივ დოკუმენტს. თუმცა სასკოლო კონტექსტიდან გამომდინარე ნათელია, რომ თითოეული მუხლი უნდა იქნეს გაგებული და განმარტებული სამიზნე ჯგუფის პერსპექტივიდან. ბავშვის უფლებათა ბარათები ეხმარება მოსწავლეებს ამ უფლებების გააზრებასა და გამოყენებაში. ბარათები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახით. იხილეთ ვარიანტები:
- ილუსტრაცია და ტექსტი დაჭერით ცალ-ცალკე და ერთმანეთს მიაწებეთ, რათა მიიღოთ ორმაგი ბარათები. ამ გზით შექმნით ფლეშ ბარათს და მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი ან თანაკლასელების ცოდნის შემოწმებას.
- ილუსტრაცია და ტექსტი დაჭერით და მოამზადეთ მეხსიერების ბარათები. ამ გზით, თამაშის დროს მოსწავლეები გაეცნობიან ბავშვთა უფლებებს.
- ილუსტრაციები შეგიძლიათ დაჭრათ და დააჯგუფოთ სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით:
- დააჯგუფეთ ოთხი კრიტერიუმის მიხედვით (მონაწილეობა: მონაწილეობის მიღების უფლება, პოტენციალის შესრულება: პიროვნული განვითარების უფლება, კეთილდღეობის უფლება: სიცოცხლის უფლება, ზიანისგან დაცვის უფლება: დაცვის უფლება).
- დააჯგუფეთ პერსონალური ღირებულებების კატეგორიების მიხედვით: რა არის მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში? რომელი კითხვები ესადაგება ჩემს ქვეყანას, ჩემს საზოგადოებას/თემს, ჩემს სკოლას?
- ანალოგიური თემების საილუსტრაციოდ გამოიყენეთ ილუსტრაციები ჟურნალ-გაზეთებიდან ამოღებული სტატიებიდან.
- ილუსტრაციები შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეების შთაგონებისათვის, რათა მათ შექმნან საკუთარი ილუსტრაციები ბავშვთა უფლებების შესახებ.
- ბავშვებს შეუძლიათ ასევე დიდ ფორმატზე გადაიტანონ და გააფერადონ ილუსტრაციები (შემდგომში ჩარჩოშიც კი ჩასვან). ამგვარი ილუსტრაციები დაამშვენებს საკლასო ოთახებს და სკოლის დერეფნებს.
- შესაძლებელია ასევე ილუსტრაციების და პირადი გამოცდილების მოკლე აღწერილობის კომბინირება და მცირე ზომის ბროშურების გამოშვებაც.
მუხლი 1 |
ბავშის განმარტება ბავშვად ითვლება ადამიანი 18 წლამდე.
|
მუხლი 2 |
დისკრიმინაციის დაუშვებლობა წინამდებარე კონვენციაში შესული უფლებები ვრცელდება ყველა ბავშვზე განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობისა. |
მუხლი 3 |
ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები ყველა გადაწყვეტილებისა და მოქმედების დროს, უწინარეს ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ბავშვთა ჭეშმარიტი ინტერესები. |
მუხლი 4 |
უფლებების განხორციელება ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების განხორციელება. |
მუხლი 5 |
მშობლების პატივისცემა სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს, რათა მათ იხელმძღვანელონ, თუ როგორ ისარგებლონ ბავშებმა უფლებებით. (სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშობლის, ოჯახის წევრის ან/და კანონიერი წარმომადგენლის უფლებები და მოვალეობები.) |
მუხლი 6 |
სიცოცხლისა და განვითარების უფლება ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება. აგრეთვე, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს სიცოცხლის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. |
მუხლი 7 |
სახელი, გვარი და ეროვნება ყველა ბავშვს დაბადებისთანავე უფლება აქვს, ქონდეს სახელი, გვარი და მოქალაქეობა. ასევე, უფლება, იცნობდეს საკუთარ მშობლებს და იზრდებოდეს მათ გარემოცვაში, მათი მზრუნველობის ქვეშ. |
მუხლი 8 |
პიროვნულობის შენარჩუნება ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგენილი მათი პიროვნულობის გამომხატველი ძირითადი ნიშნები: სახელი და გვარი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები. |
მუხლი 9 |
მშობლებისგან დაშორება ყველა ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და არ იყოს მათგან დაშორებული გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი დაშორება აუცილებელია მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვთ ნებისმიერი სასამართლო მოსმენისა და საქმის განხილვის პროცესზე, რომელიც მშობლებისაგან დაშორების საქმეს ეხება. თუ მშობლებისაგან დაშორების გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, მანვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მშობლების ადგილსამყოფელის შესახებ. |
მუხლი 10 |
ოჯახური კავშირების აღდგენა საჭიროების შემთხვევაში, ყველა ბავშს უფლება აქვს, დატოვოს ან დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, რათა იცხოვროს საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად. |
მუხლი 11 |
ბავშვების გატაცება და დაკავება სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბავშვების გატაცება და ქვეყნიდან მათი არალეგალური გაყვანა, მშობლების ან სხვა პირების მიერ. |
მუხლი 12 |
საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველა ბავშვს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი შეხედულებები იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მას ეხება, განსაკუთრებით ნებისმიერ სასამართლო პროცესზე ან ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც მას ეხება. ზრდასთან ერთად, ბავშვის შეხედულებები სულ უფრო და უფრო უნდა იყოს გათვალისწინებული. |
მუხლი 13 |
გამოხატვის თავისუფლება ყველა ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი და, ასევე, მიიღოს და გასცეს ინფორმაცია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ზეპირი ან ბეჭდური ფორმით ან ხელოვნების ნიმუშის სახით. მისი პასუხისმგებლობაა, საკუთარი აზრი გამოვთქვას ისე, რომ პატივი სცეს სხვა ადამიანების უფლებებსა და რეპუტაციას. |
მუხლი 14 |
სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლება ყველა ბავშვი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიური რწმენის თავისუფლებით. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მშობლებისა და მეურვეების უფლებებს, ბავშის მიერ ამ უფლებებით სარგებლობის შემთხვევაში. |
მუხლი 15 |
გაერთიანებების ჩამოყალიბების თავისუფლება ყველა ბავშვის უფლებაა, გაერთიანდეს სხვებთან და შექმნას საკუთარი გაერთიანებები. მათი პასუხისმგებლობაა, ისარგებლოს ამ უფლებით ისე, რომ პატივი სცეს სხვა ადამიანების უფლებებს და დაიცვას მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. |
მუხლი 16 |
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ყველა ბავშვს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან პირადი კორესპონდენციის საიდუმლოების უფლება. მათ ასევე აქვთ უფლება, შელახვისაგან იყოს დაცული მათი ღირსება და რეპუტაცია. |
მუხლი 17 |
შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროთი გავრცელებული ინფორმაციისა და მასალის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ინფორმაციისა. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც შესაძლოა მისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
|
მუხლი 18 |
მშობლებისა და მეურვეების პასუხისმგებლობა მშობლები და მეურვეები ვალდებულები არიან, იზრუნონ ბავშის აღზრდაზე და ეს ვალდებულება მათ აკისრიათ უპირველეს ყოვლისა. თუ მშობლები ან მეურვეები მუშაობენ და დაკავებულები არიან, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მათ, რათა ბავშს არ მოაკლდეს სათანადო მზრუნველობა. |
მუხლი 19 |
ძალადობისგან დაცვა ყველა ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ ექსპლუატაციისაგან. მას ასევე აქვს უფლება, იცოდეს, თუ როგორ აიცილოს თავიდან ამგვარი მოპყრობა და როგორ მოიქცეს მის მიმართ ამგვარი მოპყრობის გამოვლენის შემთხვევაში. |
მუხლი 20 |
მზრუნველობამოკლებული ბავშვები თუ ბავშვი მოკლებულია ოჯახურ გარემოს, მას აქვს უფლება, ისარგებლოს სახელმწიფოს განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვის აღსაზრდელად მიბარება სხვა ოჯახის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და ენობრივი წარმომავლობა და თავისებურებები. |
მუხლი 21 |
შვილად აყვანა იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვის შვილად აყვანა დაშვებულია, ბავშვის შვილად აყვანა უნდა მოხდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით და ამ პროცესს უნდა ზედამხედველობდეს კომპეტენტური უწყება. |
მუხლი 22 |
ლტოლვილი ბავშვები სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს ლტოლვილ, სამშობლოდან დევნილ, ან ლტოლვილობის სტატუსის მიღების მოსურნე ბავშვებზე და, საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ სათანადო დახმარება. |
მუხლი 23 |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სპეციალური მზრუნველობით და მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს საზოგადოებაში ღირსეულად და სრულყოფილად ცხოვრება. |
მუხლი 24 |
ჯანმრთელობა და სამედიცინო დახმარება ყველა ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებითა და დახმარებით. სახელმწიფო ვალდებულია, ებრძოლოს ბავშვთა სიკვდილიანობას, უზრუნველყოს ბავშვების სამედიცინო მომსახურება, სრულფასოვანი კვება და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო, დედებისათვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურება, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საჭირო ინფორმაციის მიწოდება, პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარება და იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე. |
მუხლი 25 |
პირობების შემოწმება სპეციალური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ბავშვი იმყოფება სპეციალური მეურვეობის ან მზრუნველობისა და მკურნალობის ქვეშ, სახელმწიფო რეგულარულად უნდა ამოწმებდეს მის მდგომარეობას. |
მუხლი 26 |
სოციალური უსაფრთხოება ყველა ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური დაზღვევის პროგრამებით. სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება უნდა ითვალისწინებდეს არსებულ რესურსებს და მშობლებისა და მეურვეების მდგომარეობას. |
მუხლი 27 |
ცხოვრების პირობები ყველა ბავშვს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობისათვის. მშობლები ან მეურვეები ვალდებულები არიან, შეუქმნან ცხოვრების ნორმალური პირობები და დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მშობლებს და მეურვეებს ამ პირობების შექმნაში. |
მუხლი 28 |
განათლება ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაწყებითი განათლება იყოს სრულიად უფასო და სავალდებულო, ხოლო საშუალო და უმაღლესი განათლება იყოს ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვა. |
მუხლი 29 |
საგანმანათლებლო მიზნები სასკოლო განათლებამ უნდა განავითაროს თითოეული ბავშვის პირადი თვისებები და ნიჭი, მოამზადოს სრულწლოვანების ასაკისთვის და ხელი შეუწყოს რომ პატივისცეს ბავშვთა უფლებებს და საკუთარ და სხვათა კულტურას და ღირებულებებს. |
მუხლი 30 |
უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვს უფლება აქვს შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს თავისი კულტურა, რელიგია და ენა. |
მუხლი 31 |
დასვენება და თამაში ყველა ბავშვს უფლება აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება. |
მუხლი 32 |
ბავშვთა შრომა ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან და ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, აფერხებს განათლების მიღების პროცესს და განვითარებას. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს პირისათვის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი, განსაზღვროს სამუშაო დღის ხანგრძლივობა და შრომის პირობები. |
მუხლი 33 |
ნარკოტიკების ავადმოხმარებისაგან დაცვა ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს არალეგალური ნარკოტიკების ავადმოხმარებისაგან და მათ წარმოებასა და გავრცელებაში მონაწილეობისაგან. |
მუხლი 34 |
სექსუალური ექსპლუატაციისაგან დაცვა ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისაგან, მათ შორის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიულ მასალებში გამოყენებისაგან. |
მუხლი 35 |
დაცვა ვაჭრობს საგნად და ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევისაგან სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა არ დაუშვას ბავშვის მოტაცება, ტრეფიკინგი ან გაყიდვა. |
მუხლი 36 |
ყველა სხვა სახის ექსპლუატაცია სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი ნებისმიერი იძულებითი ქმედებისაგან, რაც საზიანოა მისი განვითარებისათვის (მაგ: მათხოვრობა). |
მუხლი 37 |
დასჯა და უკანონო დაკავება ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს წამებისაგან, არასათანადო მოპყრობის ან სასჯელისაგან და უკანონო დაკავებისაგან ან თავისუფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისაგან. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდს არ შეიძლება დანაშაულისთვის შეეფარდოს სიკვდილით დასჯა და მუდმივი პატიმრობა. დაკავების შემთხვევაში ბავშვს უნდა ეპყრობოდნენ ჰუმანურად და მისი ღირსების შელახვის გარეშე, იგი განცალკევებული უნდა იყოს უფროსებისაგან და მას უნდა ჰქონდეს კავშირი ოჯახთან და უნდა სარგებლობდეს სამართლებრივი დახმარებით. |
მუხლი 38 |
ომი და შეიარაღებული კონფლიქტი 15 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა იყვნენ სამხედრო სამსახურში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ. |
მუხლი 39 |
რეაბილიტაცია და ინტეგრაცია სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მკურნალობა, თუ იგი დაზარალდა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების, ან სასტიკი მოპყრობის დროს და იზრუნოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოების ნორმალურ წევრად. |
მუხლი 40 |
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ბავშვი, რომელიც კანონის დარღვევაშია ბრალდებული, სარგებლობს უფლებით, მისდამი მოპყრობა არ იყოს მისი ღირსების შემლახავი, ითვლებოდეს უდანაშაულოდ, სანამ არ იქნება მიჩნეული დამნაშავედ, გაეცნოს მისდამი წაყენებულ ბრალდებებს, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, იყოს გასამართლებული სამართლიანად, დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემა, გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მთავრობა ვალდებულია, განსაზღვროს პიროვნების ის მინიმალური ასაკი, რომლის მიღწევამდეც, ბავშვებს არა აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის უნარი. აგრეთვე, ბავშვებისათვის, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსების შემცვლელ სხვადასხვაგვარ ალტერნატიულ ღონისძიებებს. |