დემოკრატიის სწავლება

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება

სასწავლო მოდელების კრებული დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისათვის…

Read More…

წინამდებარე სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის წარმოადგენს სავარჯიშოებისა და მოდელებისგან შემდგარ კრებულს და განკუთვნილია სკოლებსა და არაფორმალური განათლების დაწესებულებებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისთვის. მოცემული სასწავლო მოდელები ხელსაყრელ გარემოს ქმნის მოსწავლეთა აქტივობისთვის, სთავაზობს მათ მაგალითებს და გზას უკვალავს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპების აღქმისაკენ. სავარჯიშოთა უმრავლესობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მცირეოდენი ცვლილების შეტანით მოვარგოთ ისინი მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს.

გამოყენებულ მეთოდთა მრავალფეროვნება მეტყველებს იმაზე, რომ მოცემული წიგნის ავტორები არიან გამოცდილი სპეციალისტები, ევროპის ყველა კუთხიდან, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სახელმძღვანელოს შექმნაში, სწავლებისა და სწავლის სხვადასხვა წყაროსა და ტრადიციის მოწოდებით და იმ მოდელების შერჩევით, რომელთა ეფექტურობაც დამტკიცებულ იქნა მათი პრაქტიკული გამოცდილებით. მიუხედავად ამისა, წიგნის ყველა ნაწილი დასტურია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისადმი ერთიანი მიდგომისა: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გამოყენებული მეთოდი შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილს. მოცემული სახელმძღვანელო მასწავლებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, აარჩიოს და პრაქტიკაში დანერგოს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების განსხვავებული ტრადიციები და მეთოდები.

$vol_num
რედაქტორები

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი

ავტორები

როლფ გოლობი, პიტერ კრაფი

ტომი (6)

ექვსი წიგნისგან შემდგარი სერიიდან სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლების პროცესი, ცნებები, მეთოდები და მოდელები

კორექტურა

ნათია ნაცვლიშვილი

თარჯიმანი

მაია გვიტიძე