თავი 2 – ღირებულებების განსაზღვრა

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 2 – ღირებულებების განსაზღვრა

V6_P19&93

წინასიტყვაობა

თანამედროვე საზოგადოებაში ჩვენ შეგვიძლია – და უნდა – ავირჩიოთ კიდევაც ის ღირებულებები, რომლებიც, ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. ამგვარი არჩევანის გაკეთებისას, ჩვენ ვსარგებლობთ პიროვნების აზრისა და მრწამსის თავისუფლებით, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებით, როდესაც ჩვენი მოსაზრებები საჯაროდ გამოგვაქვს. მოცემულ თავში შესული სავარჯიშოები ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპს ეფუძნება – პიროვნების თავისუფლებას.

როგორც ილუსტრაცია გვიჩვენებს, პიროვნების თავისუფლება არჩევანის გაკეთების აუცილებლობას გულისხმობს. თავისუფალი ადამიანი არავისზე არ არის დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღებისას. არავინ უთითებს მას, თუ რა ირწმუნოს, ან რა ღირებულება აირჩიოს. არჩევანის გაკეთება აუცილებლობას წარმოადგენს – სხვაგვარად ვერ გავერკვევით, რა არის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში. ღირებულებების არჩევა ახალგაზრდებს ეხმარება იმის განსაზღვრასა და კითხვაზე პასუხის გაცემაში: ვინ ვარ მე? რაში მდგომარეობს ჩემი ინდივიდუალობა?

ამ საკითხს თუ საზოგადოების მთლიანობის თვალსაზრისით შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პიროვნების თავისუფლება  პლურალური საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს, სადაც საზოგადოების წევრებს განსხვავებული ღირებულებები და რწმენა გააჩნიათ. პლურალიზმი შესაძლოა კონფლიქტის წყაროდ იქცეს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ საერთო ღირებულებებს, რასაც დემოკრატიული საზოგადოება ეფუძნება, როგორიცაა, კომპრომისისთვის მზაობა, ძალადობის დაუშვებლობა, უმცირესობათა ინტეგრაცია. როგორც წესი, თუ საზოგადოების წევრები წარმატებით თანხმდებიან დავისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მშვიდობიანი და არაძალადობრივი მეთოდების გამოყენების წესებზე, მათ შესწევთ ძალა, აღმოფხვრან მათ შეხედულებებსა და ინტერესებს შორის არსებული დაპირისპირება.

ეს საკითხები თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მიკროსაზოგადოებაში, როგორიცაა კლასი, ასევე, ზოგადად, ნებისმიერ საზოგადოებაში. დემოკრატიულ საზოგადოებაში არც ცალკეულ პიროვნებას და არც ხელისუფლებას არა აქვს უფლება, განსაზღვროს საერთო ღირებულებები. მოქალაქეები მოლაპარაკების გზით თანხმდებიან გარკვეულ ღირებულებებზე. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის კომპეტენციაში არ შედის ღირებულებების განსაზღვრა პოლიტიკური მიზანშეწონილობისა თუ გარკვეული რწმენისა და იდეოლოგიის მიხედვით. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, როგორ ისარგებლონ საკუთარი აზრის თავისუფლებით და როგორ გაუზიარონ საკუთარი არჩევანი სხვას.

მოცემული სავარჯიშოების მიზანს მოსწავლეებისთვის მოლაპარაკებების წარმოების უნარის გამომუშავება წარმოადგენს. ისინი ეცნობიან შექცევადობის ძირითად პრინციპს; ხვდებიან, რომ ჩვენ მიერ ღირებულებების არჩევანს დიდად განაპირობებს ჩვენი სოციალური სტატუსი და ინტერესები. ყოველი სავარჯიშოს შესრულებისას, ის, თუ როგორ კამათობენ მოსწავლეები – მშვიდობიანი მეთოდებით, ურთიერთპატივისცემის პრინციპის გათვალისწინებით – ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რას უჭერენ ისინი მხარს და რის წინააღმდეგ გამოდიან.

  • სავარჯიშო 2.1. – ტივობანა

    საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ეცნობიან ღირებულების ცნებას. მოსწავლეები სწავლობენ, როგორ ამოიცნონ ცრუ სტერეოტიპები. რესურსები ბარათები, რომელზეც მოცემულია პერსონაჟების აღწერა. მსვლელობა ტივი, რომელზეც ცხრა...

    Read More...

  • სავარჯიშო 2.2. – ღირებულებათა სისტემები

    საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ განსხვავებული ღირებულებები კონფლიქტის შესაძლო წყაროს წარმოადგენს. რესურსები ფურცლები და კალმები, სამუშაო ფურცელი, განსხვავებული ღირებულებების ჩამონათვალით. მსვლელობა თითოეულ...

    Read More...

  • სავარჯიშო 2.3. – ცხოვრების ფილოსოფია

    საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ღირებულებებს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ. რესურსები პოსტერზე ან დაფაზე დატანილი ცხოვრების სხვადასხვა სტილის ჩამონათვალი. მსვლელობა მოსწავლეები აფასებენ თითოეულ...

    Read More...