სავარჯიშო 2.2. – ღირებულებათა სისტემები

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 2 – ღირებულებების განსაზღვრა » სავარჯიშო 2.2. – ღირებულებათა სისტემები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ განსხვავებული ღირებულებები კონფლიქტის შესაძლო წყაროს წარმოადგენს.
რესურსები ფურცლები და კალმები, სამუშაო ფურცელი, განსხვავებული ღირებულებების ჩამონათვალით.

მსვლელობა

თითოეულ მოსწავლეს ვაწვდით ყოველგვარი სისტემისა და რიგითობის დაცვის გარეშე შედგენილ, 20 ღირებულების ჩამონათვალს: წარმატება საზოგადოებაში, სიყვარული, მორჩილება, უსაფრთხოება, მშვიდობა, წესრიგი, ადამიანის ღირსება, კმაყოფილება საკუთარი თავით, თანასწორობა, სხვებისადმი პატივისცემა, პატიოსნება, ოჯახი, სოლიდარობა, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, ტოლერანტობა, თავისუფლება, კონკურენცია, ჯანმრთელობა, პატრიოტიზმი.

  1. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.
  2. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააჯგუფონ ღირებულებები სამ კატეგორიად: პირველი კატეგორია – ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი; მეორე კატეგორია – ჩვენთვის ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი; მესამე კატეგორია – გაურკვეველი მნიშვნელობის, ის ღირებულებები, რომლებიც პირველ ორ კატეგორიაში არ შევიდა. მოსწავლეები მუშაობენ აუჩქარებლად და დაფიქრებით.
  3. წყვილები იყოფიან და ქმნიან ორ ჯგუფს. ჯგუფები მართავენ დისკუსიას.წყვილების მიერ დახარისხებულ ღირებულებათა არც ერთი ჩამონათვალი არ შეიძლება იყოს მეორეზე უკეთესი ან პირიქით. მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო არ ფასდება.მასწავლებელმა უნდა აღნიშნოს განსხვავება მარტივ, იდეალურ ღირებულებებსა და ქმედით ღირებულებებს შორის – ღირებულებებს, რომლებიც გარკვეული ტიპის ქცევას ან მოქმედებას მოითხოვს.
  4. სთხოვეთ მოსწავლეებს, შეინახონ იმ ღირებულებათა სია, რომელიც მათ პირველ კატეგორიაში შეიყვანეს.

გაგრძელება

  1. მოსწავლეები ქმნიან სამ-სამკაციან ჯგუფებს და ერთმანეთს ადარებენ თავიანთ რჩეულ ღირებულებათა ჩამონათვალს, შემდეგ კითხვებზე პასუხების საშუალებით:
    • რატომ ავირჩიე ეს ღირებულება, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი?
    • აქვს ამ ღირებულებას კავშირი რამე პრაქტიკულ ქცევასთან?
    • რა დაბრკოლებას შეიძლება წავაწყდე მისი რეალიზებისას?
    • რა კონფლიქტში ვარ გარეული?
    • როგორ მოვაგვარო იგი?
    • რა სხვაობაა ინდივიდუალურსა და ჭეშმარიტად კოლექტიურ ვალდებულებებს შორის?
  2. მოსწავლეები ახარისხებენ ღირებულებებს კატეგორიებად, მაგალითად, ზოგადი ეთიკა, ან ადამიანის უფლებები, პრაქტიკული ღირებულებები, ზოგადი ან სოციალური წარმატება.რომელი კატეგორია შეიძლება იყოს მიჩნეული ყველაზე მნიშვნელოვნად?როდესაც არჩევანის წინაშე დგება, პიროვნებამ შეიძლება იმოქმედოს დაუფიქრებლად, საკუთარი ჩვევიდან გამომდინარე, ან ეძებოს მოქმედების მიზეზი. ჩვენს ღირებულებებზე მაშინ ვფიქრდებით, როდესაც ჩვენს თავს ვუსვამთ შეკითხვას არა იმაზე, თუ რა არის მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალება, არამედ იმაზე, თუ რას წარმოადგენს თავად მიზანი.
  3. ინტერესთა შორის კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, ამ პროცესის საშუალებით ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღებია. პირადი ინტერესების დაცვისას, ზოგჯერ ჩვენ იძულებული ვართ, გამოვიყენოთ მორალი, ამ პროცესში ჩართულია გარკვეული პრინციპები. პიროვნების პატივისცემა არის პრინციპი – წესი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება რაიმე მოქმედებაზე დათანხმება ან უარის თქმა.ყველაზე სანდო კრიტერიუმი იმის გასარკვევად, ქცევის გარკვეული წესი შეესაბამება თუ არა პიროვნებისადმი პატივისცემას, არის შექცევადობა. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, სხვათა ინტერესებს ჩვენი ინტერესების ტოლფასი მნიშვნელობა მივანიჭოთ.მოსწავლეებმა ჯგუფურად მუშაობის პირობებში უნდა ჩამოაყალიბონ რამდენიმე პრინციპი, როგორიცაა:
    • კანონის დაცვა ყოველთვის სავალდებულოა.
    • ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც მას მართებულად მიაჩნია.

ამის შემდეგ მათ შეუძლიათ ამოიცნონ, გამოთქმულიდან რომელი იყო მოსაზრება და რომელი პრინციპი.