სავარჯიშო 3.3. – ადამიანის უფლებათა ხე

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 3 – ადამიანის უფლებების გაცნობა » სავარჯიშო 3.3. – ადამიანის უფლებათა ხე
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები შეიმუშავებენ კონცეპტუალურ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ადამიანის უფლებებს.
რესურსები ფლომასტერები, დიდი ფორმატის ფურცლები კედელზე გასაკრავად.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები ქმნიან სამ–ხუთკაციან ჯგუფებს.
  2. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დახატონ ლამაზი ხე და დაარქვან მას „ადამიანის უფლებათა ხე“. ხის ღეროს ძირში მათ უნდა დააწერონ „ადამიანის უფლებები“.
  3. ადამიანის უფლებათა ხეს უნდა ჰქონდეს რამდენიმე ძირითადი ვარჯი, რომელთა რაოდენობა შეესაბამება მოსწავლეთა მოსაზრებებს იმ ძირითადი ცნებების შესახებ, რომელსაც მოიცავს ადამიანის უფლებები. ამ ძირითადი ვარჯების განშტოებაზე არის ტოტები, რომლებსაც მოსწავლეები უკავშირებენ ძირითადი ცნებების მაგალითებს.
  4. მოსწავლეთა ჯგუფებს ამ სამუშაოს შესასრულებლად ეძლევათ გარკვეული დრო, რის შემდეგაც, ისინი კედელზე აკრავენ თავიანთ ნამუშევრებს და კლასს აცნობენ მათ. პოსტერები კედელზე გაკრული რჩება, როგორც დეკორაციები და, ასევე, შესაძლებელია მათი გამოყენება ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემდგომ გაკვეთილებზე.

გაგრძელება

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ერთმანეთს ადამიანის უფლებების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გაუზიარებენ, მასწავლებელს შეუძლია, გააცნოს მათ ადამიანის უფლებები ან ბავშვთა უფლებები უფრო დეტალურად და პარალელი გაავლოს მოსწავლეების მოსაზრებებსა და ადამიანის არსებულ და საყოველთაოდ მიღებულ უფლებათა შორის.