სავარჯიშო 3.6. – საგანძურის სკივრი

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 3 – ადამიანის უფლებების გაცნობა » სავარჯიშო 3.6. – საგანძურის სკივრი
საგანმანათლებლო მიზანი მოცემული სავარჯიშო განკუთვნილია ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მოსწავლეები ეცნობიან, რომ ბავშვებს აქვთ უფლებები, აცნობიერებენ, რომ ასეთი უფლებები არსებობს და საჭიროა მათი დაცვა.
რესურსები საგანძურის სკივრი უნდა წარმოადგენდეს ძალიან ლამაზ ყუთს, რომელსაც მოსწავლეები თავად აფორმებენ და ავსებენ (საგაზეთო სტატიებით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პიქტოგრამებით, რომლებიც ბავშვთა უფლებებს გამოხატავს, თოჯინებით და სხვადასხვა ნივთით).

მსვლელობა

  1. დასაწყისში სკივრში მოთავსებულია:
    • ორი პიქტოგრამა: ერთ–ერთი ამ ორიდან გამოხატავს თანასწორობის უფლებას, მეორე – შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებას დახმარების მიღებაზე;
    • ორი თოჯინა, რომელიც გვატემალელი ბავშვების სიმბოლოა.
  2. იმ საგნების შეგროვებითა და საგანძურის სკივრში მოთავსებით, რომლებიც ბავშვთა უფლებების სიმბოლოებს წარმოადგენს, მოსწავლეები აცნობიერებენ ამ უფლებათა მნიშვნელობას. საგანძურის სკივრის პროექტი სასურველია გაგრძელდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის განმავლობაში.
  3. გარდა იმისა, რომ ბავშვებს აქვთ საერთო საგანძურის სკივრი, თითოეულ მათგანს საკუთარი საგანძურის სკივრიც უნდა ჰქონდეს.