სავარჯიშო 4.1. – ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 4 – როგორ აღვიქვამთ გარშემომყოფებს » სავარჯიშო 4.1. – ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთს; აღმოაჩენენ, რა აქვთ საერთო, რაც აქამდე მათთვის უცნობი იყო.

მოსწავლეები სწავლობენ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ განსხვავებულის მიმართ.

რესურსები ცარცი ან თოკი იატაკზე ხაზის გასავლებად.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი სათითაოდ ამოიკითხავს მახასიათებელთა ჩამონათვალს. მოსწავლეები, რომლებიც მასწავლებლის მიერ დასახელებული მახასიათებლის მატარებლები არიან, გადაკვეთენ იატაკზე გავლებულ ხაზს.მაგალითად, ყველა…
    • ვისაც ჯინსი აცვია
    • ვისაც ცისფერი თვალები აქვს
    • ვინც კლასში სხვა მოსწავლეებზე ასაკით უფროსია
    • ვინც ნამყოფია ევროპის სხვა ქვეყნებში
    • ვინც რეგულარულად კითხულობს გაზეთებს
    • ვინც ოდესმე აღმოჩენილა დისკრიმინაციის მსხვერპლი
    • ვისაც ჰომოსექსუალი მეგობრები ჰყავს
    • ვისაც აქვს ცრურწმენები და ა.შ.
  2. მოსწავლეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
    • აღმოაჩინა რომელიმე მათგანმა თავი იმ მოსწავლეების ჯგუფში, რომელთანაც, მისი აზრით, არაფერი ჰქონდა საერთო?
    • როგორია იყო დიდი ჯგუფის ნაწილი, რომლის წევრებთანაც საერთო რამ გაკავშირებს?
    • როგორია იყო მარტო და არავისთან არაფერი გქონდეს საერთო?

ვარიანტი

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაასახელებს ერთ რომელიმე მახასიათებელს, მოსწავლეები იწყებენ კლასში ამ ნიშნით მათი მსგავსი სხვა მოსწავლეების ძებნას,  ქმნიან ჯგუფს და რამდენიმე წუთის განმავლობაში განიხილავენ, რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, მაგალითად, რას ანიჭებენ უპირატესობას ან როგორ იქცევიან გარკვეულ სიტუაციებში.