სავარჯიშო 4.2. – განსხვავება

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 4 – როგორ აღვიქვამთ გარშემომყოფებს » სავარჯიშო 4.2. – განსხვავება
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები მსჯელობენ განსხვავებებზე და აცნობიერებენ, რომ განსხვავებების წარმოშობა უკავშირდება სოციალურ სტრუქტურებს.

განსხვავებებში გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდობის ასაკში. ახალგაზრდებს სურთ, მიიპყრონ უფროსთა ყურადღება; სურთ, რომ ისინი სცნონ, აღიარონ და პატივისცემა დაიმსახურონ. მოზარდობის პერიოდში ინდივიდუალობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს უფროსებისგან და განსაკუთრებით მშობლებისგან გამოყოფა–გამოცალკევება.

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ადამიანებს შორის ბიოლოგიური განსხვავებები იმდენია, რომ არავის ძალუძს მათი სრული დახასიათება. მაგალითად, შეუძლებელია ითქვას, რომ ინტელექტისა და აზროვნების ერთი ფორმა მეორეზე მაღლა დგას. განსხვავებები, რომელიც თავს იჩენს და მნიშვნელოვანია ადამიანების ურთიერთობაში, არის განსხვავებები, რომელიც საზოგადოებიდან მოდის – მაგალითად, ღირებულებები, ან სოციალური სტატუსი. კლასებში, სადაც არიან მოსწავლეები, რომლებიც კულტურულ უმცირესობას მიეკუთვნებიან, მოცემული სავარჯიშო კარგ შესაძლებლობას იძლევა, რათა ამ მოსწავლეებმა გამოამჟღავნონ ეს განსხვავებები ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

რესურსები დიდი ფორმატის ფურცელი.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი დიდი ფორმატის ფურცელზე ჩამოწერს რაც შეიძლება ბევრ განსხვავებას, რომელიც არსებობს ადამიანებს შორის.
  2. კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად და თითოეული ჯგუფი განიხილავს ერთი ტიპის განსხვავებებს:
    • განსხვავებები ფიზიკურ გარეგნობაში
    • ფსიქოლოგიური განსხვავებები
    • სოციალური განსხვავებები
    • კულტურული განსხვავებები
  3. შეჯამება–შეფასება: მოსწავლეები განიხილავენ განსხვავებებს ადამიანებს შორის:
    • „როგორც ვხვდები, ვიცი…
    • … მაგრამ როგორც შევიტყვე…
    • ყველაზე მეტად გამაოცა…“

გაგრძელება

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რაში მდგომარეობს ადამიანებს შორის მსგავსება და განსხვავება.

მოსწავლეები, წერილობითი ფორმით, წარმოიდგენენ და აღწერენ ორ სიტუაციას, რომლის დროსაც განსხვავებასთან შეგუება შეუძლებელია, რასაც შემდეგ მთელი კლასი განიხილავს.