სავარჯიშო 4.3. – ტყუილი თუ მართალი

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 4 – როგორ აღვიქვამთ გარშემომყოფებს » სავარჯიშო 4.3. – ტყუილი თუ მართალი
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ეძებენ სტერეოტიპებს საკუთარ ცნობიერებაში და კრიტიკულად განიხილავენ ამ სტერეოტიპებს. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ გამარტივება და სტერეოტიპები გვეხმარება იმ რთული სამყაროს აღქმაში, რომელშიც ჩვენ  გვიწევს ცხოვრება.

მოსწავლეებს უვითარდებათ მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი, და ამგვარად ხდება საკითხისადმი კრიტიკული მიდგომის ჩამოყალიბება.

რესურსები საკლასო ოთახიდან გატანილი უნდა იყოს დაფები და სკამები.  საკლასო ოთახში ერთმანეთის მოპირდაპირე კუთხეები განკუთვნილია მოსწავლეებისთვის პოზიციების დასაკავებლად.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები დგებიან საკლასო ოთახის ცენტრში. მასწავლებელი კითხულობს მოსაზრებებს ქალების, მამაკაცების, სხვადასხვა ეროვნების და ა.შ. შესახებ.იმისდა მიხედვით, მასწავლებლის მიერ გამოთქმული მოსაზრება სწორედ მიაჩნიათ თუ არა, მოსწავლეები ნაწილდებიან საკლასო ოთახის შესაბამის კუთხეებში.

    მოსწავლეები, რომელთაც პასუხი არა აქვთ, რჩებიან საკლასო ოთახის ცენტრში.

  2. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ახსნან საკუთარი არჩევანი.მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს, მართალია თუ არა მის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრება.
  3. მოსწავლეები მსჯელობენ მასწავლებლის მხრიდან მიღებულ ინფორმაციაზე. მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ, თუ როგორი იყო მათი აღქმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ აღმოჩნდა, რომ ეს აღქმა არ იყო ჭეშმარიტი.

გაგრძელება

მოსწავლეები აანალიზებენ, თუ როგორ აშუქებს მედია უმცირესობებთან, სქესთა შორის თანასწორობის დარღვევებსა და ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსწავლეები ეძებენ სტერეოტიპების, ცრურწმენების, ზედაპირული ან სიღრმისეული აღქმისა და ჟურნალისტური გამოძიების  მაგალითებს. მოსწავლეები ცდილობენ, შეასწორონ ინფორმაცია, რომელიც მათი თვალსაზრისით მცდარია ან არასრულყოფილი.