სავარჯიშო 4.8. – ვთამაშობთ ლოტოს: „თითოეული ადამიანი სამყაროს ნაწილია“

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 4 – როგორ აღვიქვამთ გარშემომყოფებს » სავარჯიშო 4.8. – ვთამაშობთ ლოტოს: „თითოეული ადამიანი სამყაროს ნაწილია“
საგანმანათლებლო მიზანი მოცემული სავარჯიშოს მიზანია, დაანახვოს მოსწავლეებს, რომ ადამიანი მსოფლიოს ნაწილია.
რესურსები

შესავსები ბარათების ერთი ნაკრები თითო მოსწავლეზე.

კითხვების ჩამონათვალი.

კითხვები ჯგუფური განხილვისთვის.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები მათთვის დარიგებულ შესავსებ ბარათებს ავსებენ დასმული კითხვების შესაბამისად. თითო ბარათს აქვს ორი ხაზი, ერთი განკუთვნილია სახელის, მეორე ქვეყნის სახელწოდების ჩასაწერად. ბარათების სახელის ხაზზე მოსწავლეები წერენ  რომელიმე თავიანთი  თანაკლასელის სახელს და ქვეყნის ხაზზე კითხვის შესაბამის ქვეყანას.

    მრავალნაირი კითხვა შეიძლება დაისვას. ჩვეულებრივ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ბარათების ნაკრები საკმარისია ამ სავარჯიშოს შესასრულებლად. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ნაკრებს დაამატოთ ბარათები, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მოსწავლეებს თავიანთი ერთი თანაკლასელის სახელის მხოლოდ ერთხელ გამოყენების უფლება აქვთ. გამოტოვებული ბარათის შემთხვევაში ისინი ქულას კარგავენ.

  2. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ იმართება განხილვა. მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ მიგრაცია აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა თითქმის ყველა ოჯახისთვის და ყველა ქვეყანაში. მოსწავლეები მსჯელობენ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე და განიხილავენ მსოფლიოს, როგორც ერთიან ქსელს.

მასალა მასწავლებლებისთვის

კითხვები: იპოვე კლასში ის, ვინც…

  • ნამყოფია უცხო ქვეყანაში
  • ჰყავს უცხოელი მეგობარი, რომელთანაც მიმოწერით აქვს ურთიერთობა
  • სწავლობს უცხო ენას
  • ჰყავს ნათესავი საზღვარგარეთ
  • გატაცებულია უცხო ქვეყნის მუსიკით
  • დახმარება გაუწევია უცხოელისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტუმრობდა
  • უყვარს სხვა ქვეყნის სამზარეულო
  • ჰყავს უცხოური წარმოების ავტომანქანა
  • ცხოვრობს ოჯახში, სადაც ერთზე მეტ ენაზე საუბრობენ
  • ჰყავს ნათესავი, რომელიც საზღვარგარეთ არის დაბადებული
  • ახლახან გაზეთში წაუკითხავს ამბავი უცხო ქვეყანაზე
  • ბოლო დროს გასაუბრებია ვინმეს, ვინც უცხო ქვეყანაშია ნაცხოვრები
  • ტელევიზიის საშუალებით რაიმე შეიტყო უცხო ქვეყანაზე.

კითხვები ჯგუფური განხილვისთვის

  1. რა შეიტყვეთ ერთმანეთის შესახებ სავარჯიშოს შესრულების პროცესში?
  2. რა იყო თქვენთვის ყველაზე მოულოდნელი იქიდან, რაც თქვენი თანაკლასელების შესახებ შეიტყვეთ?
  3. რას გვასწავლის სავარჯიშო ჩვენი მსოფლიოს შესახებ?

 

მასალა მოსწავლეებისთვის:


სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
country:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა:

სახელი:
ქვეყანა: