სავარჯიშო 5.2. – გამონაკლისი

Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 5 – სამართლიანობის აღსრულება » სავარჯიშო 5.2. – გამონაკლისი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ეცნობიან დისკრიმინაციის თემას.
რესურსები ფერადი სტიკერები და ერთი თეთრი სტიკერი.

მსვლელობა

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.

  1. მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს შუბლზე აკრავს თითო სტიკერს. მათ არ უნდა იცოდნენ, რა ფერის სტიკერები აქვთ შუბლზე მიკრული. ამის გამო სტიკერის შუბლზე მიკვრისას თვალები დახუჭული უნდა ჰქონდეთ.
  2. მოსწავლეები, მას შემდეგ, რაც მასწავლებელი მათ შუბლზე მიაკრავს სტიკერს, თვალებს ახელენ. თითოეულმა მოსწავლემ უნდა მოძებნოს სხვა მოსწავლეები, რომლებსაც იმავე ფერის სტიკერები აქვთ შუბლზე მიკრული და ფერების მიხედვით უნდა შექმნან ჯგუფები.
  3. პლენარული მსჯელობა და შეჯამება. რეკომენდებულია შემდეგი კითხვების დასმა:
    • რა იგრძენით, როცა შეხვდით პირველ მოსწავლეს, რომელსაც თქვენი ფერის სტიკერი ჰქონდა შუბლზე?
    • რას გრძნობს მოსწავლე, რომელსაც შუბლზე ერთადერთი თეთრი სტიკერი აქვს მიკრული?
    • ჯგუფის წევრები დაეხმარეთ ერთმანეთს?
    • როგორ შეიძლება თეთრი სტიკერის მატარებელი მოსწავლე გავაერთიანოთ ჩვენს რიგებში?
  4. სავარჯიშოს შესრულებისას, მოსწავლეები ეცნობიან საზოგადოებაში უმრავლესობებსა და უმცირესობებს შორის ურთიერთობას:
    • ვინ არიან საზოგადოებისგან გარიყულები, გამონაკლისები?
    • იყოს გამონაკლისი და საზოგადოებისგან იზოლირებული – ადამიანის პირადი არჩევანია?

გაგრძელება

ერთ ჯგუფს ენიჭება პრივილეგია. მოსწავლეები მეტი ინტერესით ეკიდებიან ამოცანას, მაგრამ ამან შეიძლება კლასში გარკვეული სტრესი და შუღლი წარმოშვას. მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს კლასს და მზად უნდა იყოს შესაბამისი რეაგირებისათვის.