თავი 7 – მონაწილეობა პოლიტიკაში
Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 7 – მონაწილეობა პოლიტიკაშიწინასიტყვაობა
სურათზე ნაჩვენებია ქალი და კაცი, რომელთაც გვერდს გოგონა და ბიჭი უმშვენებთ. ქალი და კაცი თავიანთ მოსაზრებას გამოთქვამენ საჯაროდ, გოგონა და ბიჭი კი მათი მხარდამჭერების ფუნქციას ასრულებენ. მამაკაცს გლობუსის გამოსახულებიანი პოსტერი უჭირავს, რომელიც მსოფლიოს სიმბოლოა; მაშინ როცა ქალი უთითებს პოსტერზე, რომელიც მის მომხრე ბიჭს უჭირავს ხელში და რომელზეც ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. შეიძლება ეს სიმბოლო სულაც ასახავდეს იმ ადგილს, სადაც ისინი დგანან. ისინი ერთმანეთს მეგობრული გამომეტყველებით უყურებენ, შუღლის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს. უფროსები და ბავშვები პოლიტიკაში მონაწილეობენ. ისინი სარგებლობენ მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლებით. ორივე მხარეს სქესთა თანაბარი შეწონადობაა, ამრიგად, სქესთა შორის თანასწორობის პრინციპის მხრივ დარღვევა არ არის. ორი მხარე ერთმანეთს კონკურენციას უწევს უმრავლესობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ისინი უშუალოდ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ასე რომ მათ საქმეში არ ერევა მედია, პოლიტიკური პარტიები დაინტერესებული ჯგუფები.
ადგილს, სადაც ეს ოთხი ადამიანი დგას, უსწორმასწორო წახნაგოვანი ვარსკვლავის ფორმა აქვს. ეს სიმბოლო სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს აღქმული: აღნიშნავდეს საზოგადოებას, რომელიც მასში შემავალ მოქალაქეებს ერთობის შეგრძნებას უყალიბებს, მაგრამ, ამასთანავე, უფლებების, ვალდებულებების და მოვალეობების ჩარჩოებს უსაზღვრავს; ტრიბუნას, რომელსაც მოქალაქეები იკავებენ, როდესაც საჯაროდ გამოდიან სიტყვით. ის, ვინც ამ ტრიბუნის მიღმა აღმოჩნდება, საზოგადოებისთვის საკუთარი მოსაზრების გაცნობის შესაძლებლობას უშვებს ხელიდან და, შესაბამისად, მოუწევს, მიიღოს ის, რასაც სხვები გადაწყვეტენ. მოქალაქეებს სხვადასხვა გზით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკაში. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება გულისხმობს პოლიტიკაში აქტიურ, უშუალო მონაწილეობას. პოლიტიკაში მონაწილეობა ბავშვებსაც ისევე შეუძლიათ, როგორც უფროსებს. ამისათვის საჭიროა საკითხში კარგად გარკვევა და გონივრული განსჯა. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური მონაწილეობა სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, რომელიც, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ სკოლა წარმოადგენდეს მიკროსაზოგადოებას, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სკოლის საქმეების მოგვარებაში.
როგორც დემოკრატიულ საზოგადოებაში, ასევე, დემოკრატიულ სკოლაში არ უნდა მოვერიდოთ კამათსა და დაპირისპირებას, ჩხუბსა და კონფლიქტსაც კი, ეს აღქმულ უნდა იქნას, როგორც ბუნებრივი და საჭირო მოვლენა, რომელიც განაპირობებს დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღებას. მოსაზრებათა და ინტერესთა დაპირისპირების მოგვარება წარმოადგენს პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების ძირითად მეთოდს. თუ არ გაჟღერდა განსხვავებული ინტერესები და საწინააღმდეგო მოსაზრებები, ვერ მოხდება მათი გათვალისწინება. ღია საზოგადოებაში ჰარმონია – საყოველთაო კეთილდღეობა – არ შეიძლება იყოს ძალად თავს მოხვეული, მის შესახებ საზოგადოება მოლაპარაკების გზით უნდა შეთანხმდეს. დაპირისპირებასა და კონფლიქტს არ მოაქვს ზიანი, თუ იგი კამათის, კონფლიქტის მოგვარებისა და კომპრომისის კულტურის ფარგლებში მიმდინარეობს.
მოცემულ სავარჯიშოებში პოლიტიკური მონაწილეობის პირობები და ტიპებია განხილული. ეს მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ საზოგადოებაში მონაწილეობის შესაძლებლობით.
- სავარჯიშო 7.1. – სიჩუმის კედელი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ როგორ აღიქვამენ ისინი დემოკრატიას. რესურსები კედელზე გაკრული ფლიპჩარტები და მარკერები (ხუთ–ხუთკაციანი ჯგუფებისთვის). მსვლელობა მოსწავლეები ქმნიან ხუთკაციან ჯგუფებს....
- სავარჯიშო 7.2. – ჩემი მოსაზრებები დიქტატურაზე
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეებს შეუძლიათ, განსაზღვრონ და იმსჯელონ დემოკრატიისა და დიქტატურის ელემენტებზე. მოსწავლეები ირჩევენ ღირებულებებს და ცდილობენ, მსჯელობით განამტკიცონ თავიანთი არჩევანის მართებულობა. რესურსები...
- სავარჯიშო 7.3. – კითხვარი ცვლილებისადმი დამოკიდებულების შესახებ
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები იხსენებენ თავიანთ გამოცდილებებს და თავისუფლად საუბრობენ მათზე. მოსწავლეები უსმენენ სხვა მოსწავლეებს, იმის მიუხედავად, ეთანხმებიან მათ თუ არა. რესურსები მასალა...
- სავარჯიშო 7.4. – დაგეგმარების პროექტი6
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ეცნობიან საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთდამოკიდებულების სტრუქტურას ცვლილების განხორციელების პერიოდში. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ეხება საზოგადოების ყველა წევრს....
- სავარჯიშო 7.5. – ჩვენ და მსოფლიო
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები იკვლევენ, როგორ ზემოქმედებს მათ საზოგადოებაზე სხვა ქვეყნებსა და შორეულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენები. მოსწავლეები უკეთ აცნობიერებენ მსოფლიო მასშტაბით არსებულ ურთიერთდამოკიდებულების...
- სავარჯიშო 7.6. – უნდა მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკაში?
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეებს უყალიბდებათ საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, მნიშვნელოვანია თუ არა ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. მონაწილეობა შესაძლებელია სხვადასხვა გზით განხორციელდეს. ჩვენ მონაწილეობას განვიხილავთ,...
- სავარჯიშო 7.7. – რა გავლენას ახდენს მთავრობა ჩვენს ცხოვრებაზე?
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მთავრობა ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე, რისი წარმოდგენაც კი შეგვიძლია (tua res agitur). მსოფლიო, რომლის...
- სავარჯიშო 7.8. – დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის გზები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები პოლიტიკაში მონაწილეობის განსხვავებულ გზებს უკავშირებენ ადამიანის უფლებებს. რესურსები პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლო ფორმების ჩამონათვალი. მსვლელობა ყველა მოსწავლე ადგენს იმ გზებისა...
- სავარჯიშო 7.9. – პოლიტიკური ციკლი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეებს შეუძლიათ პოლიტიკური ციკლის მოდელი გადაწყვეტილების მიღების პროცესის მაგალითს მიუსადაგონ. მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს – ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების...