სავარჯიშო 7.6. – უნდა მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკაში?
Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 7 – მონაწილეობა პოლიტიკაში » სავარჯიშო 7.6. – უნდა მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკაში?საგანმანათლებლო მიზანი |
მოსწავლეებს უყალიბდებათ საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, მნიშვნელოვანია თუ არა ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. მონაწილეობა შესაძლებელია სხვადასხვა გზით განხორციელდეს. ჩვენ მონაწილეობას განვიხილავთ, როგორც საკუთარი საზოგადოების ან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ მონაწილეობა აუცილებელია, სხვებს საპირისპირო მოსაზრება გააჩნიათ. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც ახდენს გავლენას მათზე. |
რესურსები | ბარათები როლების გადანაწილებისთვის. |
მსვლელობა
- ოთხი მოსწავლე გაითამაშებს საუბარს ოთხ მოქალაქეს შორის, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია.
- მოსწავლეები, საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლის დახმარებით, განიხილავენ შემდეგ საკითხებს, რომლებიც მოსმენილ საუბართან დაკავშირებით წამოიჭრება:
- როგორია მოქალაქეთა ძირითადი მოსაზრებები ქვეყნის მართვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით? ეთანხმებით ამ მოსაზრებებს? რატომ?
- რა მხრივ დაზარალდებიან მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას? რა სარგებელს ნახავენ ისინი, თუ მიიღებენ მონაწილეობას?
- რა სარგებელს ნახავს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყანა მოქალაქეთა მონაწილეობით?
- რა შესაძლო რისკები და ზარალია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე გადაწყვეტს მონაწილეობას?
- რისკებისა და სარგებლის გათვალისწინებით, როგორ მიგაჩნიათ, ღირს მონაწილეობა?
- დისკუსიის გამართვის ან ლექციის მოსმენის შედეგად, მოსწავლეები უნდა მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე:
ქვეყნის მთავრობა ადამიანების ცხოვრებაზე ბევრნაირად ახდენს გავლენას. ქვეყნის მართვაში მონაწილეობით, მოქალაქეები მოიპოვებენ ხმის უფლებას მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ნებისმიერ საზოგადოებაში ვიღაცას უწევს გადაწყვეტილების მიღება. თუ მოქალაქეები გადაწყვეტენ, არ მიიღონ მონაწილეობა, ამით ისინი კარგავენ ხმის უფლებას ისეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:- მოსახლეობისთვის დაწესებული გადასახადების ოდენობა;
- ჩაებას თუ არა ქვეყანა ომში;
- ვის ხელში აღმოჩნდება და ვინ გააკონტროლებს ქვეყნის ბუნებრივ რესურსებს.
იმის მიხედვით, თუ მთავრობის როგორი სტრუქტურა მოქმედებს ქვეყანაში, გადაწყვეტილებების მიღება ხდება სხვადასხვა დონეზე, მათ შორის, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, სამხედრო ძალაუფლების შესახებ გადაწყვეტილება, ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით, ეროვნულ დონეზე, მაშინ, როცა ტრანსპორტისა და გზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება რეგიონულ დონეზე. სხვა საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, დასუფთავება, ხშირად ადგილობრივ დონეზე წყდება.
მასალა
ოთხი მოქალაქე ჩამოდის ქვეყანაში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშიაწარმოიდგინეთ, რომ ახლახან ჩამოხვედით ქვეყანაში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. თქვენ დიდი სურვილი გაქვთ, ჩაერთოთ ახალი საზოგადოების შენების პროცესში. თქვენთვის ცნობილია, რომ ქვეყანაში საუკეთესო პირობებია იმისთვის, რომ კარგი მთავრობა ჩამოყალიბდეს. თქვენ შემთხვევით მოისმინეთ საუბარი თქვენსავით ქვეყანაში ახლად ჩამოსულ მოქალაქეებს შორის: მოქალაქე 1:„იქ, საიდანაც მე ჩამოვედი, არავის აინტერესებდა პოლიტიკა და მთავრობა. ჩვენ ჩვენი საკუთარი, ყოველდღიური საქმიანობითა და საზრუნავით ვიყავით დაკავებული. აქაც, როგორც ჩანს, ვარჩევ, დიდად არ შევიწუხო თავი პოლიტიკაზე ფიქრით.“ მოქალაქე 2:ჩემს ქვეყანაშიც ანალოგიური სიტუაციაა… სიმართლე გითხრათ, კარგად არასოდეს მესმოდა, რა ხდებოდა ქვეყნის ლიდერებს შორის. ისინი ყველაფერს მეტისმეტად რთულად წარმოაჩენდნენ და ჩვენ არ გვაიძულებდნენ ამ სირთულეებში გარკვევას.“ მოქალაქე 3:ჩემს ქვეყანაში ამ მხრივ შედარებით განსხვავებული სიტუაცია იყო. ჩვენ გვსურდა, მონაწილეობა მიგვეღო ქვეყნის მართვაში, მაგრამ ისინი, ვინც ქვეყნის სათავეში იდგნენ, ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ და გვემუქრებოდნენ, რომ დავისჯებოდით მსგავსი მცდელობებისთვის. საბოლოოდ, იძულებულნი გავხდით, შეგვეწყვიტა ჩვენი მცდელობები.“ მოქალაქე 4:ჩვენი მთავრობა არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში და ლიდერები ქვეყნის სამართლიან და ეფექტურ მართვას გვპირდებოდნენ. მაგრამ მათ დანაპირები არ შეასრულეს. ლიდერებმა ძალაუფლება ბოროტად, გამდიდრების მიზნით გამოიყენეს. ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოდის, კორუმპირებულია.“ |