თავი 8 – კონფლიქტის მოგვარება
Living Democracy » Textbooks » დემოკრატიის სწავლება » თავი 8 – კონფლიქტის მოგვარებაწინასიტყვაობა
ილუსტრაცია გვიჩვენებს ორ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კამათშია ჩაბმული. ისინი ერთმანეთის პირისპირ უსხედან მაგიდას. ერთი დროშას აფრიალებს, მეორე მუშტს იღერებს და კბილებს აჩენს. მათ თმა ყალყზე აქვთ, რაც ოპონენტებს მრისხანე გამომეტყველებას აძლევს. როგორც ჩანს, საქმე იქამდე მივა, რომ კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალი იქნება: ორივე მამაკაცი, ეს–ეს არის, წამოდგება და ხელჩართულ ჩხუბში ჩაებმება. მაგრამ სურათზე კიდევ ერთი ელემენტია, ისინი ხელს ართმევენ ერთმანეთს, რაც შეთანხმების და კომპრომისის ნიშანია. ისინი შეიძლება ხმამაღლა საუბრობენ, მაგრამ ძალადობას ადგილი არა აქვს.
სურათი ამავდროულად უჩვენებს იმას, რაც რეალობაში თანმიმდევრულად ხორციელდება: თუ ჩვენ ჩვენი ინტერესების, მოსაზრებებისა და ღირებულებების დასაცავად ვიბრძვით, შეიძლება, რიგ შემთხვევაში, კონფლიქტშიც აღმოვჩნდეთ ჩათრეული. მსგავსი კონფლიქტების მოსაგვარებლად, ჩვენ უნდა შეგვეძლოს და მზად ვიყოთ იმისთვის, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, კომპრომისზე წავიდეთ. პირველ რიგში, კამათი და წინააღმდეგობების განსაზღვრა, შემდეგ მორიგება და კომპრომისი არის კონფლიქტის პროცესი, რომელიც ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ჰგავს.
ვარსკვლავის ფორმის იატაკსაც შეიძლება ჰქონდეს დატვირთვა. ჩვენ ერთი საზოგადოების წევრები ვართ – ჩვენი ოჯახი, ჩვენი სკოლა, ჩვენი პლანეტა. გამომდინარე აქედან, ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და კონფლიქტის პროცესს და მის მოგვარებას ჩვენი საერთო პრინციპები და წესები უნდა განაგებდეს. თავისთავად, კონფლიქტში არაფერია ცუდი. ადამიანის უფლებები წარმოშობს პლურალიზმს და ინტერესთა კონკურენციას, რაც კონფლიქტის ალბათობას ზრდის. კონფლიქტის მართებული გზით მოგვარებას ჰარმონია მოსდევს მაშინ, როცა ავტორიტარული საშუალებებით კონფლიქტის ჩახშობის მცდელობამ, ისევე როგორც მისმა უსამართლო გადაჭრამ, შეიძლება საზოგადოების დაშლა გამოიწვიოს.
კონფლიქტის მოგვარება, გარკვეულწილად, უნარია, რომელიც გამომუშავებას ექვემდებარება. სწორედ ეს წარმოადგენს მოცემული სავარჯიშოების მიზანს; ისინი მოსწავლეებს აწვდიან საშუალებებს, პროცედურათა სტრუქტურულ სქემებს კონფლიქტის მოსაგვარებლად და გადასაჭრელად. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია, კონფლიქტი სამართლიანად გადაიჭრას და აქ თავს იჩენს ღირებულებები და კონფლიქტის დროს ქცევის კულტურა. საუკეთესო შემთხვევაში, კონფლიქტი ისე უნდა მოგვარდეს, რომ მასში მონაწილე ყველა მხარე მოგებულის პოზიციაზე აღმოჩნდეს. თუ ამის მიღწევა შეუძლებელია, აუცილებელია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ არავინ აღმოჩნდეს წაგებული. ამისათვის უნდა გამოინახოს კომპრომისის გზა, რომელიც სარგებლისა და ზარალის თანაბარ გადანაწილებას განაპირობებს. უფრო ფართო სპექტრით თუ განვიხილავთ, რისკის წინაშე დგანან არა მარტო ოპონენტები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში, არამედ მთელი საზოგადოება და გარემო.
- სავარჯიშო 8.1. – მოგება-მოგება პრინციპი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია სხვადასხვა გზით. კონფლიქტში მონაწილე მხარეები შესაძლებელია მოგებულის და წაგებულის პოზიციაში აღმოჩნდნენ, ან შეიძლება მათ...
- სავარჯიშო 8.2. – სტრუქტურული მიდგომა კონფლიქტის მოგვარებისადმი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ეცნობიან კონფლიქტის მოგვარების ტექნიკას. ისინი აცნობიერებენ, რომ კონფლიქტის მოგვარება გარკვეულწილად დამოკიდებულია უნარზე, რომელიც გამომუშავებას ექვემდებარება. რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის: „კონფლიქტის...
- სავარჯიშო 8.3. – ოჯახური და წყვილებს შორის კონფლიქტი
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები სწავლობენ კონფლიქტის სტრუქტურულ მოგვარებას. რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის: „კონფლიქტის მოგვარება ექვს ეტაპად“ (იხ. სავარჯიშო 8.2). მსვლელობა მოსწავლეები ეცნობიან მასალას „კონფლიქტის...
- სავარჯიშო 8.4. – გონებრივი იერიში კონფლიქტსა და მშვიდობაზე
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეებს შეუძლიათ განსაზღვრონ კონფლიქტისა და მშვიდობის ცნებები. მოსწავლეებს შეუძლიათ გაარჩიონ ერთმანეთისგან კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია და კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც...
- სავარჯიშო 8.5. – ქანდაკებები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეებს შეუძლიათ ამოიცნონ ჩაგვრისა და შევიწროების შემთხვევები, შემოქმედებითად მიუდგნენ კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოგვარებას და გამოიყენონ სხეულის ენა, როგორც გამოხატვის საშუალება....
- სავარჯიშო 8.6. – სასჯელი კონფლიქტის პოზიტიური მოგვარების წინააღმდეგ
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ეცნობიან კანონისა და ჯგუფში მოქმედი წესების ცნებას. მოსწავლეებს შეუძლიათ მოისმინონ განსხვავებული აზრი და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოსწავლეებს...
- სავარჯიშო 8.7. – უმცირესობები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ გარიყულობის შეგრძნება უკავშირდება არა მარტო იმას, თუ როგორ აღგიქვამენ შენ საზოგადოების სხვა წევრები, არამედ იმას, თუ როგორ...
- სავარჯიშო 8.8. – ომისა და მშვიდობის სურათები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები განმარტავენ ომისა და მშვიდობის ასპექტებს. მოსწავლეებს უვითარდებათ წარმოსახვის უნარი. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ომისა და მშვიდობის შესახებ....